„კონსტრუქციულად ვართ განწყობილი ამ მოლაპარკებების მიმართ," - ვიაჩესლავ ჩირიკბა ჟენევის მოლაპარაკებებზე
![](http://rustavi2.com/news_photos/20050_cover_b.jpg)
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 32-ე რაუნდის მოლაპარაკებების დაწყებამდე კომენტარი გააკეთა ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაციის წარმომადგენელმა, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ 32-ე რაუნდი იქნება უფრო კონსტრუქციული.
„კონსტრუქციულად ვართ განწყობილი ამ მოლაპარკებების მიმართ და იმედი გვაქვს, რომ ქართულ მხარესაც ასეთივე განწყობა აქვს. განსხვავებით წინ რაუნდისა, რომელიც იმედგაცრუებით დასრულდა, იმედი გავქვს, რომ ამჯერად გარკვეულ შედეგებს მივიღებთ,“ - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ.
მან ისაუბრა რკინიგზის საკითხზე, და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით მოლაპარაკებები არ ყოფილა რკინიგზასთან დაკავშირებით, თუმცა ოკუპირებული აფხაზეთი მზად არის განიხილოს ეს თემა.
„ჩვენ ამ პროექტის წინააღმდეგი არ ვართ, ამ საკითხით არავის მოუმართავს, თუმცა მზად ვართ მის განსახილველად,“ - განაცხადა ვიაჩესლავ ჩირიკბამ.
საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით დონდუამ აღნიშნა, რომ წინა რაუნდი საკმაოდ რთული იყო, რადგამაც ის მიმდინარეობდა იმ პროცესში, როდესაც კრემლში ხელი ეწერებოდა სამოკავშირეო ხელშეკრულებას ოკუპირებულ ოსეთთან.
დავით დონდუას პროგნოზით, არც ეს რაუნდი იქნება მარტივი.