სეკვესტრირებულ ბიუჯეტთან დაკავშირებით დასკვნას აუდიტის სამსახური წარმოადგენს
![](http://rustavi2.com/news_photos/20053_cover_b.jpg)
ბიუჯეტის სეკვესტრის პროცესი პარლამენტში უკვე დაწყებულია, საკანონმდებლო ორგანომ უკვე მიიღო კორექტირებული ბიუჯეტის ვარიანტი და დეპუტატები მას განიხილავენ.
დღეს ცნობილი ხდება, რომ ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტს, რომელსაც ოპოზიციაში სეკვესტრს ეძახიან აუდიტის სამსახური შეისწავლის და სპეციალურ დასკვნას წარმოადგენს.
"ჩვენ დასკვნას წარვადგენთ რამდენად შესაბამისია, მოცემული პარამეტრები ბიუჯეტის მოქმედ კანონდმებლობასთან. ანუ რამდენად არის დაცული ფისკალური პარამეტრები რომელიც სხვადასხვა კანონში არის განსაზღვრული. ჩვენ დასკვნას ჯერ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტს წარვუდგენთ შემდეგ კი პარლამენტს," - აცხადებს აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია.