სამი ახალგაზრდის დაჭრის ფაქტზე ახალი დეტალებია ცნობილი
მოსკოვის გამზირზე სამი ახალგაზრდის დაჭრაში ეჭვმიტანილი პირი, გავრცელებული ინფომრაციით, უკვე ცნობილია.
თვითმხილველთა თქმით, სამივე ერთმა პირმა დაჭრა-ორი ცეცხლსასროლი იარაღით, მესამე კი დანით. დაპირისპირების მიზეზი უცნობია.
სამი ახალგაზრდა გვიან ღამით მოსკოვის გამზიზრზე დაჭრეს. დაჭრილი ახალგაზრდები კლინიკაში თვითმხილველებმა გადაიყვანეს. სამივეს რეფერალურ საავადმყოფიში მკურნალობენ. მათგან ორი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.