პანკისში დაკავებული ოთხი ადგილობრივიდან ორი გაათავისუფლეს
პანკისში სპეც-ოპერაციის შედეგად დაკავებული ოთხი ადგილობრივიდან გვიან ღამით ორი გაათავისუფლეს. აიუფ ბორჩაშვილი კი დაკავებულია. ასევე მერაბ ცათიაშვილი, რომელიც არსებული ინფორმაციით ალ შიშანის, იგივე თარხან ბათირაშვილის ბიძაშვილია.
მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს. ბორჩაშვილის სახლიდან ამოღებულია ცერცხლსასროლი იარაღი, როემლიც ოჯახის განმარტებით, მას ოფიციალურად ქონდა რეგისტრირებული.
სამართალდამცველებმა რამდენიმე ადგილობრივის სახლებიც გაჩხრიკეს. მათ შორის ბორჩაშვილის მეგობრის, ჯოყოლა აჭიშვილის, რომელიც იმ დროს თბილისში იმყოფებოდა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ადგილობრივთა დაკავება სირიაში ახალგაზრდების გადაყვანას და ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირს უკავშირდება.