"პანკისში დაკავებულს უთხრეს, რომ ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირშია ბრალდებული" - ადვოკატი
პანკისში სპეც-ოპერაციის დროს დაკავებული აიუფ ბორჩაშვილს ადვოკატი შეხვდა. გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი ჯერ არ წარდგენია, თუმცა მას დაკავების დროს განუმარტეს, რომ ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირიშია ბრალდებული.
აიუფ ბორჩაშვილს ბარალი ხვალ საღამომდე უნდა წარუდგენენ. მასთან ერთად აყვანილი კიდევ სამი პირი კი უკვე თავისუფალია.