კრემლის პროპაგანდისტები: აშშ საქართველოში "მაიდანს" ამზადებს, "აგენტებზე" კანონის საპასუხოდ
„უცხოეთის აგენტებზე” კანონის მიღება საქართველოში აშშ-ის გავლენას შეასუსტებს, ამიტომ ვაშინგტონი ხელისუფლების შეცვლას შეეცდება. სხვა სიტყვებით კი, “ევრომაიდანს” მოაწყობს, - ასე სახავს საქართველოს პოლიტიკურ მომავალს კრემლის პროპაგანდა.