Добавить новость





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


<
>

სამი ლაშას წელი

როგორი იყო 2021 წელი ქართული სპორტისთვის? შეკითხვა იმდენად ზოგადია, დადებითი ან უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ტენდენციურობასთან ახლოსაც ვერ მივალთ. ამიტომ, შევეცდებით, სპორტული მოვლენებით მდიდარი სეზონის პლუს-მინუსები გაგახსენოთ და შემოგთავაზოთ გამორჩეულები კონკრეტულ ნომინაციებში. მათ შორის საუკეთესოთა დასახელება კი თქვენთვის მოგვინდვია.

საუკეთესოები

საქართველოს 2021 წლის საუკეთესო სპორტსმენის შერჩევისას, არჩევანი სამ უმთავრეს კანდიდატს შორის უნდა გაკეთდეს. ძალოსანი ლაშა ტალახაძე და ძიუდოისტები - ლაშა შავდათუაშვილი და ლაშა ბექაური თავიანთი შედეგებით უდავოდ გამორჩეული არიან.

ლაშა ტალახაძე - 28 წლის ქართველი გოლიათი, რომელიც თანამედროვე მსოფლიო ძალოსნობის უპირობო ლიდერია, უკვე შვიდი წელია, ყველაფერს იგებს, რისი მოგებაც შეიძლება. წლეულს მან თავის მდიდარ კოლექციას ოლიმპიური თამაშებისა და ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების ოქროს მედლებიც მიამატა. ამასთან, თავის მიერვე დამყარებული მსოფლიოს რეკორდებიც არაერთგზის გააუმჯობესა და 2022 წელს მსოფლიოსა და ევროპის ხუთ-ხუთგზის და ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონის რანგში ხვდება. ყველაზე სასიხარულო და საამაყო კი ისაა, რომ ტალახაძეს ტოლ-სწორი კონკურენტიც კი არ ჰყავს და დიდ შეჯიბრებებზე ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორებს ხშირად რამდენიმე ათეული კილოგრამითაც უსწრებს.

საქართველოში ტრადიციად დამკვიდრდა, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების წლებში, სპორტული მიღწევები ძირითადად სწორედ ოლიმპიადაზე ნაჩვენები შედეგებით იზომება ხოლმე და წლის სპორტსმენის ნომინაციაში გამარჯვებულიც აუცილებლად ოლიმპიური ჩემპიონი სახელდება. წლეულს საქართველომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ორი ოქროს მედალი მოიპოვა. ტალახაძის გარდა, ოლიმპიური კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ლაშა ბექაური ავიდა. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე 21 წლის ქართველი ძიუდოისტი წლის უმთავრეს შეჯიბრებას ტრავმით შეხვდა. ერთხანს მისი იაპონიაში გამგზავრება საეჭვოც კი იყო, მაგრამ მხრის ტკივილს და მეტოქეებს ერთად აჯობა. ბექაურის გასული სეზონის წარმატებებს შორის აუცილებლად უნდა ვახსენოთ ოლიმპიადამდე სამი თვით ადრე მოპოვებული ევროპის ჩემპიონის ტიტული და თებერვალში მოგებული პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი „გრან სლემი".

ლაშა შავდათუაშვილი ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალს დასჯერდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩატარებულ სეზონის შემაჯამებელ გამოკითხვაში წლის საუკეთესო ძიუდოისტად დასახელდა. შავდათუაშვილს ძიუდოს ქომაგებმა პირველ ყოვლისა სტაბილურობა დაუფასეს. ის ერთადერთი ძიუდოისტია საქართველოს ისტორიაში, რომელსაც სამივე უმთავრესი ტიტული მოპოვებული აქვს. 2021 წლამდე იყო ოლიმპიური (2012) და ევროპის (2013) ჩემპიონი. წლეულს კი მსოფლიოს ჩემპიონობით შეკრა ოქროების სრული კოლექცია. გარდა ამისა, ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიადაზე ნაჩვენები შედეგითაც ერთადერთია ქართულ ძიუდოში - მას ოლიმპიური თამაშების სამივე სინჯის მედალი აქვს მოპოვებული. 2012 წელს ლონდონში ჩემპიონი გახდა. 2016 წელს კი რიო დე ჟანეიროში ბრინჯაოს დაეუფლა.

იმედგაცრუება

სამი ლაშას გარდა, წლის სპორტსმენის ჯილდოს ნომინანტი აუცილებლად იქნებოდა გენო პეტრიაშვილი, რომ არა ერთი საშინლად გასახსენებელი ეპიზოდი - ტოკიოს ოლიმპიადაზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველმა მძიმეწონოსანმა ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული ფინალის ბოლო წამზე დაკარგა.

 

ოლიმპიადიდან ორ თვეში, პეტრიაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზეც ვერცხლის მედალი მოიპოვა და სწორედ ამ შეჯიბრების ფინალში გამოჩნდა, რომ ტოკიოში მიღებული უმძიმესი ფსიქოლოგიური დარტყმა ჯერაც ვერ დაივიწყა.

ტოკიო-2020-ის ეს ფინალი არა მარტო გენოსთვის, მთელი საქართველოსთვის წლის ერთ-ერთი უმთავრესი იმედგაცრუებაა. გასული სეზონიდან კიდევ ბევრი უსიამოვნო მომენტის გახსენება შეიძლება. თუნდაც ქართული საკლუბო ფეხბურთის მორიგი წარუმატებლობა ევროტურნირებზე, მაგრამ ამას უკვე დიდი ხანია, ყოველწლიურად ვუყურებთ და ისე შევეჩვიეთ, იმედგაცრუებას ვეღარც დავარქმევთ.

მწვრთნელი

მწვრთნელების მუშაობა მათ მიერ მომზადებული გუნდების თუ სპორტსმენების მიღწევებით უნდა შევაფასოთ. ამ კრიტერიუმით, კონკურენტებზე ერთი თავით მაღლა დგანან საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე და ძიუდოისტთა ნაკრების დამრიგებელი ლაშა გუჯეჯიანი. სპორტის ამ ორ სახეობაში, საქართველოს ნაკრები ყველა დიდ შეჯიბრებას ოპტიმალურ ფორმაში შეხვდა და სტაბილურად, მაღალი შედეგი აჩვენა.

შავდათუაშვილის, ბექაურისა და ტალახაძის გარდა, კვარცხლბეკზე კიდევ არაერთი ძიუდოისტი და ძალოსანი ავიდა. ასანიძისა და გუჯეჯიანის გუნდებს, შეჯიბრებებით გადატვირთული სეზონის განმავლობაში ჩავარდნა არ ჰქონიათ.

გუნდი

წლის მწვრთნელის ნომინანტებს შორის ყოფნას ასევე იმსახურებენ საქართველოს წყალბურთის ნაკრების თავკაცი დეიან სტოიანოვიჩი, ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი და საფეხბურთო კლუბ ბათუმის თავკაცი გია გეგუჩაძე. მათ მიერ გაწვრთნილ გუნდებს საერთაშორისო შეჯიბრებებზე მედლები არ მოუპოვებიათ, მაგრამ მიაღწიეს აქამდე მიუწვდომელ შედეგებს.

წყალბურთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშა და ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო გადამწყვეტ რაუნდამდეც მივიდა.

პირველად დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა. ავთანდილ ასათიანის შეგირდებმა გასული სეზონის უმთავრესი ამოცანა წარმატებით გადაჭრეს და ევროპირველობისთვისაც აქტიურად ემზადებიან.

ბათუმის „დინამო" ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ნათელი წერტილი იყო 2021 წელს. ზღვისპირელებს ჰყავთ გუნდი, რომელმაც წლეულს, ევროტურნირზე, ქართული კლუბებიდან ყველაზე უკეთ ითამაშა, ახლახან კი საქართველოს ჩემპიონის ტიტული და უეფას ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა. ამ გუნდს აქვს ულამაზესი ახალი სტადიონი და ჰყავს ყველაზე მრავალრიცხოვანი და ორგანიზებული გულშემატკივარი.

წლის აღიარება

გიორგი შერმადინი ევროპის უძლიერესი საკალათბურთო ჩემპიონატის - ესპანეთის ლიგა ენდესას საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს. ლიგის ხელმძღვანელებმა რეალურად უძლიერესი მოთამაშის გამოსავლენად გამოკითხვაში ჩართეს გულშემატკივრები, ჟურნალისტები, ესპანური ლიგის მწვრთნელები და მოთამაშეები. თითოეულ სეგმენტს ოცდახუთპროცენტიანი ძალა ჰქონდა. საქართველოს ნაკრებისა და კლუბ „ტენერიფეს" ცენტრმა ოთხივეში დამაჯერებლად იმარჯვა და ასი შესაძლებლიდან ასი ქულა მიიღო!

217 სანტიმეტრი სიმაღლის ქართველ კალათბურთელს MVP-ის ჯილდო ესპანეთის უმაღლეს წერტილში - მთა ტეიდზე გადასცეს. საზეიმო ცერემონიალი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაემთხვა.

 

სასიამოვნო გასახსენებელია კიდევ ერთი კალათბურთელის - სანდრო მამუკელაშვილის ამერიკული წარმატება. გასულ ზაფხულს, 22 წლის ქართველი ფორვარდი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მოქმედი ჩემპიონის - „მილუოკი ბაქსის" რიგებში ჩაირიცხა. იქამდე მამუკელაშვილი ამერიკის სტუდენტურ ლიგაში, NCAA-ში თამაშობდა, „სეტონ ჰოლის" რიგებში და მარტში, ლიგის ერთ-ერთი წამყვანი კონფერენციის - Big East-ის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, რაც NBA-ის დრაფტისთვის გამზადებული ქართველის უდიდესი აღიარება იყო.

ძიუდოისტებს ლაშა შავდათუაშვილსა და ილია სულამანიძეს წარმატებული სეზონი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ დაუფასა. ორგანიზაციამ სოციალურ ქსელში ჩაატარა სეზონის გამორჩეულთა გამოსავლენი გამოკითხვა და ქომაგებმა ორ ნომინაციაში ქართველებს მოაგებინეს - შავდათუაშვილი მსოფლიოს 2021 წლის საუკეთესო ძიუდოისტი გახდა, სულამანიძე კი საუკეთესო ახალგაზრდა ძიუდოისტად დასახელდა.

 

სკანდალები

ზედიზედ მეორე წელია, წლის სკანდალების გახსენებისას, ნიკოლოზ ბასილაშვილის ხსენებაც გვიწევს. მსოფლიოს რეიტინგში ოცდამეორე ადგილზე მყოფი ქართველი ჩოგბურთელი შარშან ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს და იმ საქმის გამოძიება ჯერაც გრძელდება. წლეულს კი, ბასილაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელი შევიდა - ბიზნესმენი ირაკლი კაჭარავა სპორტსმენს ექვსი წლის წინ გაფორმებული ხელშეკრულების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს, რომლის თანახმადაც, მსოფლიოს რეიტინგის ორმოცდაათ საუკეთესოში შესვლის შემთხვევაში, ბასილაშვილის საპრიზო და სარეკლამო ჰონორარებიდან შემოსული თანხის ნაწილი კაჭარავასაც უნდა მიეღო. საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

 

მორაგბეებმა წლევანდელი წელიც ისევ იმ ხმაურით გახსნეს, რომელიც მთელ 2020 წელს გასდევდა ფონად. ამჯერადაც ვერ ავცდით რაგბის სამყაროს ორ ნაწილად გაყოფას, ერთმანეთისთვის მოწყობილ აქციებს თუ პრესკონფერენციებს და სიტყვიერ თუ ფიზიკურ დაპირისპირებებს, ოღონდ სულ რაღაც სამი თვით, ვიდრე რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები საჯარო რეესტრმა ბოლოს და ბოლოს ლეგიტიმურად არ ჩათვალა და პრეზიდენტ იოსებ ტყემალაძის გამარჯვება ოფიციალურად არ დაადასტურა.

 

 

ვერ ვიტყვით, რომ ქართული რაგბის შიდა სამზარეულოში უკვე ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ხმაურიანი დაპირისპირებები აღარ არსებობს.

ბასილაშვილისა და მორაგბეების მსგავსად, მკლავჭიდელებიც ისევ მოხვდნენ წლის სკანდალების ჩამონათვალში. სექტემბერში, მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაციამ საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციას საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის მიღება აუკრძალა. უმკაცრესი სასჯელის მიზეზად მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატის ჩაშლა დასახელდა. წლის უმთავრესი შეჯიბრებისთვის საქართველოს უნდა ემასპინძლა და ქვეყნის მკლავჭიდის ფედერაციას წინასწარი ფინანსური გარანტიები მთავრობისგანაც ჰქონდა, მაგრამ ბოლო მომენტში სურათი შეიცვალა და ქართულ მკლავჭიდს მსოფლიო ფედერაციასთან გაფორმებული ხელშეკრულების დარღვევა ძვირად დაუჯდა. მაშინვე გავრცელდა ხმები, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი მკლავჭიდის შიდა სამზარეულოში არსებულ დაპირისპირებას და რამდენიმე გარეშე ადამიანის ამბიციას შეეწირა.

 

სასამართლოში გრძელდება დავა ლეგენდარულ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილსა და Netflix-ს შორის. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა სარჩელი კალიფორნიის შტატის სასამართლოში შეიტანა და Netflix-სგან მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ხუთ მილიონ დოლარს ითხოვს. ნონა გაფრინდაშვილის განცხადებით, ამერიკელების მიერ გადაღებულ ფილმში, „ლაზიერის გამბიტი", შეგნებულადაა დამახინჯებული ინფორმაცია, რომელიც პირადად მას ეხება.

2021 წელი დოპინგთან დაკავშირებული სკანდალებით, წინა წლებთან შედარებით, ღარიბი აღმოჩნდა. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზეც უჩვეულოდ ცოტა დარღვევა დაფიქსირდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ შემთხვევებიდან ერთი ქართველის იყო - მძლეოსანი ბენიკ აბრამიანი ბირთვის კვრაში უნდა ჩაბმულიყო ოლიმპიურ კონკურენციაში, მაგრამ საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე, დოპინგ-ტესტი ვერ გაიარა და შეჯიბრებიდან მოხსნეს. აბრამიანის ორგანიზმში სამი აკრძალული სტეროიდი აღმოჩნდა.

ტოკიოს ოლიმპიადაზე აბრამიანის ამბავზე გაცილებით დიდი თავისტკივილი საქართველოს დელეგაციისთვის ზვიად გოგოჭურის ამბავი აღმოჩნდა. პარაძიუდოისტთა ნაკრების ლიდერი იაპონიაში მოქმედი პარალიმპიური ჩემპიონის რანგში ჩავიდა და წინასწარი გეგმით, ისევ ოქროს მედლისთვის უნდა ებრძოლა, მაგრამ... მაშინ, როდესაც მის წონაში შეჯიბრება გახურდა, თავად დაპატიმრებული იყო.

იაპონური მედიის ცნობით, გოგოჭური სამართალდამცავებმა პარალიმპიადის გახსნამდე რვა დღით ადრე დააკავეს, რადგან ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ქართველმა სპორტსმენმა სასტუმროში სამოცდასამი წლის დაცვის თანამშრომელს სცემა და ნეკნი გაუტეხა.

წლის სიურპრიზი

ზაფხულის დასაწყისში, საფეხბურთო კლუბმა „დინამო თბილისმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის „ვალენსიაში" გაუშვა. 20 წლის მეკარე ახალმა გუნდმა ერთწლიანი იჯარით აიყვანა და წინასწარი გეგმით, სარეზერვო გუნდისთვის განიხილავდა, მაგრამ... ლა ლიგის პირველსავე ტურში, მამარდაშვილი „ვალენსიას" სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა და საწყისი სამი შეხვედრიდან ორში კარი მშრალად შეინახა. „ხეტაფეს" წინააღმდეგ მატჩის 93-ე წუთზე მისი რეაქცია და ურთულესი დარტყმის მოგერიება კი ლა ლიგის აგვისტოს საუკეთესო სეივი გახდა.

მოულოდნელ სიხარულზე საუბრისას აუცილებლად უნდა გავიხსენოთ საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების თამაში ინგლისის ნაკრებთან. რამაზ სვანაძის შეგირდებმა პრემიერლიგის მოთამაშეებით დაკომპლექტებულ გუნდს საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში 3:2 მოუგეს.

აქვე, დამოუკიდებელი ქართული ჩოგბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან გამარჯვებაზეც - მარტში, დოჰას საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირის მეოთხედფინალში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მოუგო თანამედროვე მსოფლიოს ჩოგბურთის ლეგენდას, შვეიცარიელ როჯერ ფედერერს. ქართველი ჩოგბურთელი ისტორიული შეხვედრის პირველ სეტში დამარცხდა და შემდეგ შეძლო თამაშის სათავისოდ შეტრიალება.

დაბოლოს, რა თქმა უნდა, ქართული ფიგურული სრიალი! წლის დასაწყისში ყველაზე ოპტიმისტი გულშემატკივარიც ვერ წარმოიდგენდა, რომ ქართველი მოციგურავეები 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გუნდურ შეჯიბრებაში გამოსვლის უფლებას მოიპოვებდნენ. ამისთვის ხომ აუცილებელი იყო ოლიმპიადის ლიცენზიის აღება ფიგურული სრიალის ოთხივე დისციპლინაში: ქალებში, მამაკაცებში, სპორტულ წყვილებსა და სპორტულ ცეკვებში.

მომავალი ოლიმპიადის სალიცენზიო ნორმატივი პირველმა ალინა ურუშაძემ შეასრულა, ცხრა თვის წინ, შვედეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე. იქვე გაინაღდა პეკინის საგზური მორის ყვითელაშვილმაც. წყვილებში კი საქართველოს ნაკრების წევრებმა წარმატებას გერმანიაში მიაღწიეს, დასკვნით საკვალიფიკაციო ტურნირზე. სპორტულ წყვილებში კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ მოიპოვეს ლიცენზია, ხოლო სპორტულ ცეკვებში - მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ. ყველაზე სასიამოვნო კი ისაა, რომ ქართველი მოციგურავეები ოლიმპიადაზე აუტსაიდერების რანგში არ მიდიან.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Преподаватель из Архангельска вышла в финал международного конкурса «Педагогическое начало – 2024»



Здоровье

Новые звуковые зубные щетки Revyline RL 075 в персиковом цвете появились в Новосибирске




Українські новини

Відомий аграрій Кормишкін, складає свої депутатські повноваження



Новости 24 часа

В Красноярском крае будут судить азербайджанца, который в 2006 году избил и изнасиловал певицу



Game News

The original Counter-Strike mod is 25 years old, Valve calls it 'the greatest videogame ever made'



Москва

Психолог Ольга Романив: как научиться расслабляться на отдыхе и не думать о работе



News Every Day

Sophie Turner Keeps it Glam While Attending Grand Opening of Peninsula London



Происшествия

Военные следователи провели рейд по бывшим мигрантам в Феодосии



Москва

С 1 июля миллионы россиян больше не смогут получить кредитную карту



Валерий Гергиев

Про царя в голове: Гергиев привез в «Большой» «Ивана Сусанина»



Москва

Папа хотел забодать. Маленький як появился на свет в Московском зоопарке



Кирилл Скачков

Скачков и Тайлакова выиграли соревнования по настольному теннису на Играх БРИКС



Москва

Топ-5 самых ярких зарубежных архитектурных проектов на первичном рынке Москвы



#123ru.net

Российские компании придерживаются собственного подхода в ESG



Симферополь

Фольклорно-литературная программа «Сказки детства, полные чудес, нас уводят в царство тридесятое»



Москва

Как Россия уступила Азербайджану значительные территории Дагестана и два села



Москва

Сергей Собянин: Активно укрепляем отношения с Китаем



Москва

Топ-5 самых ярких зарубежных архитектурных проектов на первичном рынке Москвы



Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Козлов: Россия и КНДР прорабатывают возможность запуска прямых рейсов





Путин в России и мире
Москва

СЕНСАЦИОННЫЙ ДОКЛАД ПРО ДЕЛО СКРИПАЛЕЙ, САФРОНОВА, ГОЛУНОВА.


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Бато Багдаев

Театр и Цирк, Культура и Концерт, Россия и Дети: Учащиеся Гурульбинской школы восхитились мастерством жонглирования, игрой с хула-хупами, иллюзионистами цирка Бурятии



Москва

Навка: во время болезни Заворотнюк возили по Москве только в парандже

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net