პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებული ცვლილება
82 ხმით საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტთა პაკეტი, რომლითაც უქმდება სახელმსიფო ინსპექტორის სამსახური.
კანონპროექტის პარლამენტში წარდგენა დროში დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას დეკრეტულ შვებულებაში ყოფნას. ის ამბობს, რომ მისი უწყების გაუქმებაზე რაიმე სახის კომუნიკაცია ხელისუფლების წარმომადგენლებთან არ ჰქონია.
პარლამენტმა დაჩქარებულად განიხილა კანონპროექტი "სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე". ამ ცვლილებების პროექტის მიხედვით, უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და იქმნება ორი უწყება, რომელშიც გამიჯნული იქნება საგამოძიებო და პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხი.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია უწყების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირებდა. იგივე პოზიცია აქვს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილსაც.