პარლამენტმა უვადოდ აირჩია უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლე
![პარლამენტმა უვადოდ აირჩია უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლე](https://gdb.rferl.org/08810000-0a00-0242-74cc-08d9cae9f6a9_cx0_cy3_cw0_w800_h450.jpg)
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ პარლამენტმა 79 ხმით, 10-ის წინააღმდეგ, უვადოდ აირჩია ამირან ძაბუნიძე.
ძაბუნიძე 2020 წლის დეკემბრიდან იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი;
2015 წლის დეკემბრიდან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე;
2017-2019 წლებში ეკავა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობა;
2009-2011 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ ამირან ძაბუნიძის კანდიდატურას რეკომენდაცია 28 დეკემბერს გაუწია.