საქართველოში COVID-19-ით გარდაიცვალა კიდევ 76 ადამიანი
![საქართველოში COVID-19-ით გარდაიცვალა კიდევ 76 ადამიანი](https://gdb.rferl.org/84cd3eb1-9448-416b-8613-2720fe44cb35_w800_h450.jpg)
საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 76 პაციენტი. საქართველოში კოვიდმა უკვე 13 443 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 48 640 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 2 090 შემთხვევა. 1768-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
25 დეკემბრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:
დღიური - 4.3%;
ბოლო 7 დღის - 5.41%;
ბოლო 14 დღის - 6.12%.
25 დეკემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია - 2 454 879 აცრა, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია -1 273 858 ადამიანი, სრულად ვაქცინირებულია -1 118 799 ადამიანი, 24 დეკემბერს დღიურად აიცრა - 11 808 ადამიანი.