ყოფილი პოლიციის ოფიცერი წითელ მოედანზე გამოვიდა პლაკატით: „პუტინი მკვლელია“
![ყოფილი პოლიციის ოფიცერი წითელ მოედანზე გამოვიდა პლაკატით: „პუტინი მკვლელია“](https://gdb.rferl.org/08ef0000-0a00-0242-d7cb-08d9c2fe2072_w800_h450.jpg)
პოლიციამ მოსკოვში, კრემლის შორიახლოს დააკავა პოლიციის მაიორი ოლეგ კაშინცევი, რომელმაც 19 დეკემბერს ერთკაციანი პიკეტი მოაწყო წითელ მოედანზე. მას ხელში ეჭირა პლაკატი წარწერით“ თავისუფლება ნავალნის! პუტინი მკვლელია“ (Putin is a killer).
პოლიციელის ფორმაში გამოწყობილი კაშინცევი პლაკატით ხელში რამდენიმე წუთი იდგა წითელ მოედანზე, სადაც ყოფილი კოლეგა პოლიციამ დააკავა და ადგილობრივი პოლიციის განყოფილებაში წაიყვანა. დაკავებული ბრალი წაუყენეს პიკეტის გამართვის წესების დარღვევასა და სამართალდამცავი ორგანოს სიმბოლოიანი ფორმის უკანონო ტარებისთვის.
ადმინისტრაციული ოქმის შედგენის შედეგ კაშინცევი განყოფილებიდან სასამართლოს ჩატარებამდე გაათავისუფლეს.
რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, ოლეგ კაშინცევი სამართალდამცველი ორგანოებში 18 წლის განმავლობაში მუშაობდა, მათ შორის 14 წელი დაყო სისხლის სამართლის სამძებროში. 2019 წელს მაიორმა კაშინცევმა ოპოზიციის წინააღმდეგ რუსეთის ხელისუფლების ქმედების მიმართ უთანხმოების გამო დატოვა შინაგან საქმეთა ორგანოები. ოლეგ კაშინცევმა ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ რამდენიმე აქციაში მიიღო მონაწილეობა და ერთხელ უკვე იყო ამის გამო დაკავებული.