თბილისში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა
თბილისში ვაზისუბანში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე აფეთქება მოხდა, რაც, სავარაუდოდ, ბუნებრივ აირს უკავშირდება. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით, გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე სახანძო-სამაშველო ჯუფები მუშაობენ. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.