Добавить новость





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


<
>

აღმოსავლეთის პარტნიორობის მე-6 სამიტი: „აღდგენა, მდგრადობა და რეფორმები“

აღმოსავლეთის პარტნიორობის მე-6 სამიტი: „აღდგენა, მდგრადობა და რეფორმები“

15 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართება ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის მე-6 სამიტი, რომელიც, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის სიტყვებით, „წარმოადგენს შესაძლებლობას იმის დასამტკიცებლად, რომ მიუხედავად დღევანდელი გამოწვევებისა, აღმოსავლეთის პარტნიორობას სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება“.

ეს მნიშვნელობა და აღმოსავლეთის პარტნიორი ქვეყნების კეთილდღეობის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიული განვითარების მიმართ ნაკისრი ვალდებულებებისადმი ერთგულება მკაფიოდ არის ხაზგასმული სამიტის დეკლარაციის პროექტში, რომელსაც რადიო თავისუფლება გაეცნო.

15 დეკემბრის სამიტს დაესწრება აღმოსავლეთის პარტნიორი ყველა ქვეყნის ლიდერი, გარდა ბელარუსისა, რომლის ავტოკრატმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, ევროკავშირის მიერ შემოღებული სანქციების პასუხად, აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამიდან ბელარუსის გამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო.

აღმოსავლეთ პარტნიორობა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები

ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტის ფონია რუსეთის სამხედრო ძალების მზარდი კონცენტრაცია ევროკავშირის ერთი-ერთი დაწინაურებული პარტნიორი ქვეყნის, უკრაინის საზღვარზე, რაც ევროკავშირის შეშფოთებას იწვევს.

სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, ევროპის კავშირმა უკვე გააფრთხილა რუსეთი, რომ თუკი უკრაინაში შეიჭრება, ამას შედეგები მოჰყვება.

„აგრესიას თავისი ფასი უნდა ჰქონდეს, ამიტომაც ამას წინასწარ ვატყობინებთ რუსეთს“, განაცხადა ევროპის კომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა 10 დეკემბერს, გერმანიის ახალ კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

დიდი ალბათობით, ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტზე რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი აგრესიის თემაზე ყურადღებას გაამახვილებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც „ნორმანდიული ფორმატის“ გარშემო 15 დეკემბერს ბრიუსელში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და გერმანიის ახალ კანცლერ ოლაფ შოლცთან აპირებს შეხვედრას.

აღმოსავლეთის პარტნიორობის რეგიონის ბევრ ნაწილში მიმდინარე „დესტაბილიზაციის“ და „საერთაშორისო სამართლის პრინციპების“ დარღვევების გამო „ღრმა შეშფოთება“ გამოთქმულია აღმოსავლეთის პარტნიორობის მე-6 სამიტის ერთობლივი დეკლარაციის პროექტში. თუმცა, წინა დოკუმენტის მსგავსად, მასში ასევე არ არის ნახსენები ამ დესტაბილიზაციის კონკრეტული წყარო და, შესაბამისად, ბუნდოვანია, თუ როგორ უნდა მოხდეს რეზოლუციის მე-4 პუნქტის რეალიზება: აღმოსავლეთის პარტნიორობის სივრცეზე „მოუგვარებელი კონფლიქტების მშვიდობიანი მოწესრიგება“ იმ საერთაშორისო ნორმებისა და პრინციპების დაცვით, რომელსაც არ ცნობს დეკლარაციაში არნახსენები ქვეყანა - რუსეთი.

რადიო თავისუფლების ბრიუსელის კორესპონდენტი, რიკარდ იოზვიაკი შენიშნავს, რომ სამიტის ორგანიზატორები აქ არა იმდენად რუსეთის წყენინებას მოერიდნენ, არამედ ამით შეეცადნენ თავიდან აეცილებინათ აზერბაიჯანისა და სომხეთის დაპირისპირება, რაც წინა სამიტზე ვერ მოახერხეს.

რაც შეეხება სომხეთსა და აზერბაიჯანს, აღსანიშნავია, რომ სამიტის დაწყებამდე ყურადღების ცენტრში სწორედ სამხრეთ კავკასიის ეს ორი ქვეყანა აღმოჩნდა.

14 დეკემბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ცალ-ცალკე შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს. შემდეგ კი მოლაპარაკება სამმხრივ ფორმატში გაგრძელდა.

წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრის მიზანია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ნდობის ატმოსფეროს შექმნის უზრუნველყოფა.

„ამჟამად ჩვენ ბევრს ვმუშაობთ ჩვენს სომეხ და აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად იმ ზომებზე, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს მათ შორის ნდობის განმტკიცება, ამის საფუძველს გვაძლევს პრეზიდენტ მიშელის შუამავლობით რამდენიმე კვირის წინ წარმატებულად ამოქმედებული პირდაპირი ხაზი ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს შორს“, - უთხრა სამმხრივი შეხვედრის წინ რადიო თავისუფლებას ევროკავშირის მაღალჩინოსანმა.

მაგრამ ორ ქვეყანას შორის, რომლებსაც შარშან შემოდგომაზე სისხლისმღვრელი 44-დღიანი შეიარაღებული კონფლიქტი ჰქონდათ მთიანი ყარაბაღის გარშემო, ნდობის აღდგენა საკმაოდ რთული ჩანს იმ ფონზე, როდესაც ჯერჯერობით ვერ ხერხდება ისეთ, ერთი შეხედვით, ბევრად უფრო მარტივ საკითხზე შეთანხმების მიღწევა, როგორიც ე.წ. ლაჩინისა და ზანგეზურის დერეფნების გახსნაა.

ბრიუსელში მყოფმა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ზანგეზურის დერეფნის გახსნა სომხეთის მიერ 2020 წლის 10 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებაა და მის შესრულებაზეა დამოკიდებული, გაიხსნება თუ არა ტვირთებისა და მომსახურებისათვის ლაჩინის დერეფანი.

„სამმხრივ შეთანხმებაში ღიად არის ლაპარაკი იმაზე, რომ აზერბაიჯანი უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და დაშვებას ლაჩინის დერეფანში. სომხეთმა უნდა უზრუნველყოს ასეთივე შეუფერხებელი დაშვება ზანგეზურის დერეფანში. დღესდღეობით ლაჩინის ხეობაში არ არსებობს საბაჟო პუნქტები. იგივე უნდა იყოს ზანგეზურის დერეფანშიც. თუ ტვირთებისა და ადამიანების მოძრაობის გასაკონტროლებლად სომხეთი დაიჟინებს საბაჟო პუნქტების შექმნას ზანგეზურის დერეფანში, მაშინ ჩვენი მოვითხოვთ ანალოგიური პირობების შექმნას ლაჩინის ხეობაში, რაც ლოგიკურია“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა 13 დეკემბერს ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რადიო თავისუფლების ბრიუსელელი კორესპონდენტის რიკარდ იოზვიაკის შეკითხვის პასუხად.

ილჰამ ალიევის განცხადებას მალე გამოეხმაურა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, რომელმაც აზერბაიჯანის ლიდერი დაადანაშაულა „რეგიონული კომუნიკაციების გახსნის საკითხის ჩიხში შეყვანაში“ და დასძინა, რომ ლაჩინის დერეფანში რეგიონული კომუნიკაციების გახსნას არაფერი აქვს საერთო აქამდე ხელმოწერილ ერთობლივ განცხადებასთან და მსგავსი პარალელის გავლება ზანგეზურის დერეფანთან „მიუღებელია სომხეთისათვის“.

ზანგეზურის გახსნა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია აზერბაიჯანისთვის, რომელიც პირდაპირ და უმოკლესი გზით დაამყარებს კავშირს ნახიჩევანის ავტონომიასთან, რომელიც ანკლავს წარმოადგენს. ამჟამად აზერბაიჯანი ნახიჩევანს ირანის ტერიტორიის გავლით უკავშირდება.

ერევანი აცხადებს, რომ ზანგეზურის გახსნას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ გაიხსნება ასევე იჯევანიდან აზერბაიჯანის გავლით სომხეთთან დამაკავშირებელი გზა, ე.წ. ჩრდილოეთის მარშრუტი, რასაც ერევანი თავის მხრივ უფრო მეტად მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა არაერთგზის განაცხადა, რომ ზანგეზურის დერეფანი უნდა ამოქმედდეს სომხეთის ტერიტორიაზე, სიუნიქის ოლქში. ერევანი კი დაჟინებით აცხადებს, რომ დერეფანი არ ფიგურირებს არც 2020 წლის 9 ნოემბრის და არც 2021 წლის იანვრის შეთანხმებაში, რომელიც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 2020 წლის 27 სექტემბერში დაწყებული 44 დღიანი ომის შემდეგ, რუსეთის შუამავლობით დაიდო

ყარაბაღის მეორე ომის შედეგად ორივე მხარეს ათასობით ადამიანი დაიღუპა. ომის შედეგად აზერბაიჯანმა დაიბრუნა კონტროლი ყარაბაღის ნაწილსა და მიმდებარე ტერიტორიებზე, 4 რაიონზე, რომლებიც ეთნიკური სომხების ხელთ იყო 1994 წლიდან.

2020 წლის 10 ნოემბერს რუსეთის შუამავლობით აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ერთობლივ განცხადებას, რომლის შედეგად სომხეთმა აზერბაიჯანს დაუბრუნა კიდევ სამი - აღდამის, ქელბაჯარისა და ლაჩინის რაიონები.

ამავე განცხადებაში ასახული კონფლიქტში მონაწილე მხარეთა შეთანხმებით, მალევე მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უზრუნველსაყოფად რუსეთის 2000-კაციანი სამხედრო ძალა შევიდა.

პრინციპი „მეტი მეტისთვის“ და სამი R-ის სიმბოლიკა

როგორც ზემოთ ითქვა, აღმოსავლეთის პარტნიორობის 15 დეკემბრის, ერთდღიანი სამიტი ტრადიციულად სახელმწიფო მეთაურების დეკლარაციის მიღებით დასრულდება.

31 მუხლისაგან შემდგარი დოკუმენტის პრეამბულაში პარტნიორი ქვეყნების ევროპული მისწრაფების შესახებ არსებული ჩანაწერი წინა სამიტის დეკლარაციის ზოგად სულისკვეთებას იმეორებს.

მასში კვლავ ხაზგასმულია „ყველა პარტნიორის სუვერენული უფლება, აირჩიოს ამბიციისა და მიზნის ის დონე, რომელსაც ისინი ესწრაფვიან ევროკავშირთან ურთიერთობაში“.

სამიტის მონაწილეები მიესალმებიან „საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან ხელმოწერილი ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმებების სრულად ამოქმედებას“, რაც ასოცირების შეთანხმების პირობათა შესრულებასთან ერთად პარტნიორ ქვეყნებს ევროკავშირთან კიდევ უფრო ფართო სავაჭრო კავშირურთიერთობების დამყარებისკენ უხსნის გზას.

„ჩვენი თანამშრომლობის მასშტაბი და სიღრმე განისაზღვრება შესაბამისი შეთანხმებებით და, ევროკავშირისა და პარტნიორების საჭიროებისა და ამბიციების გარდა, ამ თანამშრომლობის განმსაზღვრელი კვლავ იქნება რეფორმების ტემპი და ხარისხი. ჩვენ ვაღიარებთ, რომ პირობითობასა და სტიმულირებაზე დაფუძნებული ევროკავშირის მიდგომა („მეტი მეტისთვის“ და „ნაკლები ნაკლებისთვის“) მომავალშიც მოუტანს სარგებელს იმ პარტნიორებს, რომლებიც უფრო აქტიურად მონაწილეობენ რეფორმების განხორციელებაში“, - ნათქვამია ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტის დეკლარაციის პროექტში, რომლის დევიზია „აღდგენა, მდგრადობა და რეფორმები“ (Recovery, Resilience and Reform).

და, რაც ყველაზე მთავარია - აღმოსავლეთის პარტნიორობის 2021 წლის დეკემბრის სამიტის დეკლარაციის პროექტში ნახსენები არ არის „პარტნიორობის ტრიო“, სამი დაწინაურებული ქვეყანა: მოლდოვა, საქართველო და უკრაინა. იმისათვის, რომ ჩანაწერი ტექსტში დაბრუნდეს, სამივე ქვეყანას აქტიური ლობირება დასჭირდება.

„საქართველოსთვის, მოლდოვისა და უკრაინისათვის სახეში სილის გაწვნის ტოლფასია ის, რომ დოკუმენტში ნახსენები არ არის ასოცირებული ტრიო. ამაზე სამივე ქვეყნის ხელისუფლებებმა უნდა იმუშაონ, მათ უბრალოდ უნდა მოახდინონ ამის ლობირება, უნდა უბიძგონ თავიანთ ევროპელ მოკავშირეებს და ეცადონ ამ ჩანაწერის დოკუმენტში შეტანას. წინააღმდეგ შემთხვევაში სამიტი მორიგ ფიასკოდ გადაიქცევა ტრიოსთვის, რომელიც უკვე ეძებს გზებს, რათა გააუმჯობესოს და უფრო დიფერენცირებული გახადოს პარტნიორობა, სანამ ის საერთოდ არ გადაქცეულა ნულოვანი ამბიციის მქონე დამაწყნარებელ პერანგად“, - ამბობა რიკარდ იოზვიაკი.

2021 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ერთობლივი დეკლარაციის პროექტში ხაზგასმულია პარტნიორების მიერ მიღწეული პროგრესი და გამოთქმულია მზადყოფნა, გაგრძელდეს ექვსივე ქვეყნის დახმარება უკვე არსებული შეთანხმებების სრული რეალიზების კონტექსტის გათვალისწინებით.

როგორც აღმოსავლეთის პარტნიორობის მომდევნო სამიტის ერთობლივი დეკლარაციის პროექტიდან ირკვევა, ევროკავშირი კვლავაც დიდ დახმარებას გაუწევს აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში მონაწილე ქვეყნებს კანონის უზენაესობის განმტკიცების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ეფექტიანი მმართველობის, ადამიანის უფლებების დაცვის, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის, ახალგაზრდების ჩართულობისა და კორონავირუსის ეპიდემიის შედეგად დაზარალებული მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობაში.

დახმარება კი, როგორც დოკუმენტშია ხაზგასმული, მოხდება პრინციპით „მეტი მეტისთვის“, ან „ნაკლები ნაკლებისთვის“, იმისდა მიხედვით, თუ რომელი ქვეყანა რას იმსახურებს.

„აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამა 2009 წელს დამტკიცდა ევროკავშირთან აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის - ისევე როგორც ბელარუსის, მოლდოვისა და უკრაინის - დაახლოების მიზნით, მაგრამ მომავალი წევრობის მკაფიო შეთავაზების გარეშე.

საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ მას მერე ევროკავშირთან გააფორმეს ასოცირების შესახებ ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობის ჩათვლით.

მოლდოვა, საქართველო და უკრაინა ე.წ. ასოცირებულ ტრიოში არიან გაერთიანებული და ევროპასთან უფრო ღრმა ინტეგრაციას ითხოვენ.

რაც შეეხება ბელარუსს, მისი ხელისუფლება, 2020 წლის სადავო არჩევნების შემდეგ, ევროკავშირთან აშკარად კონფრონტაციულ გზას დაადგა და ევროკავშირის მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციების პასუხად, შეაჩერა აღმოსავლეთ პარტნიორობაში მონაწილეობა.

მართალია, 15 დეკემბრის სამიტის დარბაზში ბელარუსის ადგილი ცარიელი იქნება, აღმოსავლეთის პარტნიორობის უმაღლესი დონის შეხვედრაზე იგი სიმბოლურად მაინც იქნება წარმოდგენილი ქვეყნის სახელმწიფო დროშით.

სიმბოლურია ისიც, რომ მაშინ როცა ევროპის უკანასკნელ დიქტატორად სახელდებული ალიაქსანდრ ლუკაშენკა ევროკავშირისგან იზოლაციაშია მოქცეული, ამ დღეებში ბრიუსელში იმყოფება ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვიატლანა ციხანოუსკაია, რომელმაც ევროკავშირში უმაღლესი დონის შეხვედრები გამართა. სწორედ მისი ამ ვიზიტის დროს გახდა ცნობილი, რომ ევროკავშირი დამატებით 30 მილიონ ევროს გამოყოფს ბელარუსში სამოქალაქო საზოგადოების დასახმარებლად, მათ შორის, მასმედიისთვის, კულტურის მოღვაწეებისთვის, რომლებიც იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ ბელარუსი, ქვეყნიდან ემიგრაციაში წასული მეწარმეებისა და ახალგაზრდებისთვის.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Актера Игоря Меркулова похоронят на Николо-Архангельском кладбище



Здоровье

Есть или не есть кровянку, прокомментировал гастроэнтеролог Садыков




Українські новини

Відомий аграрій Кормишкін, складає свої депутатські повноваження



Новости 24 часа

Вербовку Зеленского могут успешно применить?!



Game News

BarbarQ 2 вошёл в стадию ЗБТ на Android в Китае



Москва

Более 40 новых автобусов закупят в «Мострансавто» Мытищ до конца года



News Every Day

Anthony Joshua-Daniel Dubois: Two-Weight World Champion Has No Doubt Who Hits Harder



Интернет

Врач предупредил о смертельной опасности спорта после застолья



Москва

Путин возложил цветы к Могиле Неизвестного Солдата в День памяти и скорби



Антонио Вивальди

Вивальди под небом



Москва

Бизнесмена Новицкого отправили под домашний арест по делу о мошенничестве



Кирилл Скачков

Скачков и Тайлакова выиграли соревнования по настольному теннису на Играх БРИКС



Москва

Московский аэропорт Домодедово и Всероссийское общество инвалидов заключили соглашение о сотрудничестве



Сергей Брановицкий

Кинопродюсер.



Симферополь

Аварийное отключение электроэнергии произошло почти в тридцати населенных пунктах Крыма



Москва

Галина Ржаксенская впервые стала участником ПМЭФ в Санкт-Петербурге



Москва

Сергей Собянин: Активно укрепляем отношения с Китаем



Москва

Московский аэропорт Домодедово и Всероссийское общество инвалидов заключили соглашение о сотрудничестве



Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

По каким признакам можно распознать машину-«утопленника»: лайфхак





Путин в России и мире
Москва

СЕНСАЦИОННЫЙ ДОКЛАД ПРО ДЕЛО СКРИПАЛЕЙ, САФРОНОВА, ГОЛУНОВА.


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Александр Розенбаум

Розенбаум проиграл суд из-за неуплаты счетов за энергоснабжение



Москва

Антонов заявил, что визиты Путина в КНДР и Вьетнам посадили американцев в лужу

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net