თბილისში 17 წლის ბიჭი მოკლეს
![თბილისში 17 წლის ბიჭი მოკლეს](https://gdb.rferl.org/00fa0000-0a00-0242-8fb2-08d9b7578b34_cx0_cy12_cw0_w800_h450.jpg)
თბილისში, "სანზონაში" მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია 17 წლის ბიჭი.
როგორც სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, არასრულწლოვანის მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
„ინტერპრესნიუსი“ იუწყება, რომ არასრულწლოვანი ცივი იარაღით არის მოკლული და მას 10-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული.