სარაგბო კლუბი „შავი ლომი“ თბილისში დამარცხდა „ლოკომოტივ-პენზასთან“
რაგბის პირველმა პროფესიულმა ქართულმა ფრენჩაიზმა - „შავმა ლომმა“ ევროპის სუპერთასის გათამაშებაში პირველი თამაში წააგო. ქართველმა მორაგბეებმა დღეს, თბილისში, რუსეთის "ლოკომოტივ-პენზას" უმასპინძლეს და დამარცხდნენ, ანგარიშით 16:19. ეს გუნდები მიმდინარე შეჯიბრებაზე ერთმანეთს მეორედ დაუპირისპირდნენ. პირველ თამაშში „შავმა ლომმა“ მეტოქეს სტუმრად აჯობა, ბონუს-ქულით - 27:11.
11 დეკემბერს, მეეექვსე ტურის მატჩში „შავი ლომი" რუსეთის კიდევ ერთ გუნდს - „ენისეის" უმასპინძლებს.