ყირგიზეთში დაიხურა საარჩევნო უბნები
![ყირგიზეთში დაიხურა საარჩევნო უბნები](https://gdb.rferl.org/e0560000-0aff-0242-f16d-08d9b27f4932_w800_h450.jpg)
ყირგიზეთში დაიხურა საარჩევნო უბნები 28 ნოემბრის საპარლამენტო კენჭისყრაზე. უბნების დახურვამდე ორი საათით ადრე საარჩევნო კომისია აცხადებდა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიღებული ჰქონდა ამომრჩევლის დაახლოებით 28 პროცენტს. ანალიტიკოსები არჩევნების წინ გამოთქვამდნენ ვარაუდს ამომრჩევლის აპათიის შესახებ, რადგან ეს, ერთ წელზე ცოტა მეტი დროის განმავლობაში, ყირგიზეთისთვის მეოთხე არჩევნები იყო.
საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე, ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ 15 პირი დააკავა კენჭისყრის შემდეგ სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვის ბრალდებით.
ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ყირგიზეთში ქუჩებში განვითარებულ საპროტესტო აქციებს სამჯერ მოჰყვა მთავრობის ცვლილება, მათ შორის შარშან, კამათის საგნად ქცეული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რამაც ამჟამინდელი პრეზიდენტი, სადირ ჯაფაროვი მოიყვანა ხელისუფლებაში, ციხიდან გამოსვლის მერე. ჯაფაროვმა დანიშნა საპრეზიდენტო არჩევნები და მასთან ერთად რეფერენდუმი კონსტიტუციის შესაცვლელად, საიმისოდ, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება გაფართოებულიყო - რასაც მისი კრიტიკოსები ძალაუფლებაზე დაპატრონებად მიიჩნევენ.
მიმდინარე კენჭისყრა იმეორებს შარშან ოქტომბერში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც კომისიამ სწრაფად გააუქმა, საარჩევნო დარღვევების შესახებ ცნობების გამო დაწყებული ქაოსური საპროტესტო აქციების ფონზე.
90-ადგილიან, ერთპალატიან პარლამენტში მოსახვედრად 21 პარტია და ასობით რეგიონული კანდიდატი იბრძვის.