მართვის სუნთქვაზე რჩება მიწის ჩამოშლის შედეგად დაშავებული მამაკაცი
![მართვის სუნთქვაზე რჩება მიწის ჩამოშლის შედეგად დაშავებული მამაკაცი](https://gdb.rferl.org/00ef0000-0a00-0242-a061-08d9b1b0c31a_cx15_cy7_cw84_w800_h450.jpg)
65 წლის ვიტალი ტურძელაძეს, რომელიც 27 ნოემბერს ტყიბულში ჩამოშლილი მიწის მასის ქვეშ მოყვა, ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობენ.
„პაციენტი შემოიყვანეს უმძიმეს მდგომარეობაში, გულმკერდისა და მუცლის ღრუს ორგანოების დაჟეჟილობით და ორივე ქვედა კიდურზე ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომით. ამჟამად პაციენტი მკურნალობს რეანიმაციულ განყოფილებაში, მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, იმყოფება ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე“, - განაცხადა 28 ნოემბერს ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის ექიმმა, დავით ჯანაშიამ.
ტყიბულში ქვანახშირის კარიერზე დასაქმებული ორი მუშა მიწის მასის ქვეშ 27 ნოემბერს მოყვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ერთის გადარჩენა ვერ შეძლეს.
27 ნოებმერს ქვანახშირის კარიერის გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას მიწის მასა ჩამოიშალა და ორი დამიანი მოიყოლა. მოგვიანებით, ტყიბულის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა განაცხადა, რომ უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მოქალაქეები ნახშირს ღია კარიერის წესით მოიპოვებდნენ.