ცესკომ "ნაციონალური მოძრაობის" საჩივრები არ დააკმაყოფილა
პარტია "ნაციონალურ მოძრაობას" ცესკოში დღეს განსახილველად 11 საჩივარი ჰქონდა წარდგენილი, თუმცა, არცერთი არ დაკმაყოფილებულა.
როგორც სხდომაზე განმარტეს, პარტიის საჩივრები, მათ შორის, მტკიცებულებების წარუდგენლობის გამო არ დაკმაყოფილდა.
"ვფიქრობ, საჩივრებში მოყვანილი გარემოებები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს", - განაცხადა სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა.
ცენტრალური კომისია ამავე სხდომაზე 2021 წლის არჩევნების მეორე ტურის შედეგებს აჯამებს.