160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


<
>

როგორ უღალატა 28 წლის ექთანს სისტემამ - ოჯახმა დღემდე არ იცის, რატომ მოკვდა მეგი ბაქრაძე

მეგის სისტემამ უღალატა. ის ექიმები, რომლებსაც მისი სიცოცხლისთვის უნდა ებრძოლათ, მასთან არ იყვნენ. გონდაკარგული ქალი რეანიმაციაში 40 წუთის დაგვიანებით შეიყვანეს. რაც მთავარია, მეგის გარდაცვალებიდან რვა თვის თავზეც კი, გამოძიებამ არ გასცა პასუხი კითხვას, რომელმაც მთელ ქვეყანაში შეანელა ვაქცინაციის პროცესი - რატომ მოკვდა მეგი ბაქრაძე?


„კაშკაშებდა ეს გოგო“





მეგი ბაქრაძე ბავშვობიდან ქვემო ენთელში ცხოვრობდა. აქ გაიცნო მანუჩარიც და მალევე გათხოვდა. ორი შვილი გააჩინა, საბა და სალომე. ბავშვები რომ წამოიზარდნენ და სკოლაში წავიდნენ, ოჯახის ახლობელი პედიატრი, ქეთევან ჯინჭველაძე, რომელიც ახალციხის საავადმყოფოში მუშაობს, მეგის მუშაობის დაწყებაში, 2017 წელს დაეხმარა.



„უნარიანი იყო და შევთავაზე, მოდი, დაიწყე-თქო. ყოველთვიური ხელფასი გექნება, გამოხვალ სახლიდან-მეთქი“, - ასე მოხვდა მეგი კლინიკა „იმედში“.


მეგის მხოლოდ სკოლა ჰქონდა დამთავრებული და მუშაობაც სანიტრად დაიწყო. კლინიკაში არცერთ საქმეს არ თაკილობდა, ქეთევანი ამბობს, საუკეთესო იყოო.



„წავეჩხუბე, როდემდე უნდა ატრიალო ეს ცოცხი და ტილო. თან ლამაზი იყო და შემენანა. იცით სოფლის ოჯახები, დიდი ჯაფა აქვთ. ვინ გამიშვებსო, რანაირად მომიხერხდებაო. მაგრამ ერთხელაც ჩამოვიდა და შემომეხვია კისერზე, მითხრეს, რომ კი, მიდიო“.



საექთნო კურსებზე ახალციხიდან შორს წასვლა მოუწია, სადაც ნათესავები ეგულებოდა - რუსთავში. დროს სწავლას, ოჯახსა და მუშაობას შორის სიხარულით ანაწილებდა.






„დაავადდა მედიცინით, გაითავისა. შპრიცით რომ ამოიღებდა წამალს ფლაკონიდან, თავის თავს ხედავდა გვერდიდან თითქოს, ეპრანჭებოდა საკუთარ თავს. იქ მუშაობის ყოველი დღე იყო მისი ბედნიერი დღე. ხელს რომ მოვკიდებდი, ხაოიანი, ნამუშევარი ხელი ემჩნეოდა“.



მეგის ორი კურსი უკვე დასრულებული ჰქონდა, როცა 2020 წლის ზამთარში პანდემიამ საქართველომდე მოაღწია, ახალციხის პატარა, პროფილური საავადმყოფო დღე-ნახევარში ცხელების ცენტრად გადააკეთეს. ექიმებმა და ექთანმა სამსახურიდან წასვლაზე დაიწყეს ფიქრი.



„იყო პანიკა, შიშები. მეგი ძალიან მხნედ იყო და ერთი წუთით არ ფიქრობდა წასვლას. რაო, იქ ვერ მომაგნებსო, ენთელშიო? უშიშარი გოგო იყო, ბუნებით ლიდერი. პირველ რიგში უნდოდა დგომა“.






მეგი ბაქრაძე ბედნიერი იყო იმით, რომ ექთანი იყო, უნდოდა, სამაგალითო გამხდარიყო პანდემიასთან ბრძოლაში. ერთ-ერთი პირველი აიცრა მთელ ქვეყანაში და აღელვებული, კამერების წინაც დადგა - ყველას მოგიწოდებთ, აიცრათ, საშიში არაფერიაო.



დაახლოებით ოც წუთში მეგი ცუდად გახდა, ალერგიის სამართავი პრეპარატები გაუკეთეს, მაგრამ მდგომარეობა ძალიან სწრაფად დაუმძიმდა. როცა საღამოს, თბილისში ჩამოიყვანეს, საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმებმა მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ შეაფასეს.


აცრის შემდეგ დრო გაჩერდა





„დღე და ღამე ჩვენ მეტი საფიქრალი არ გვაქვს, რითი გარდაიცვალა და რატომ გარდაიცვალა. ბოლო ხო უნდა ჰქონდეს. ვიღაცამ ხომ უნდა იდანაშაულოს თავი, რითი დაიღუპა, ვაქცინით დაიღუპა, ნემსის გაკეთებით დაიღუპა, ვიღაცამ ყურადღება არ მიაქცია და იმიტომ დაიღუპა? ჩვენც, ოჯახიც ხომ ცოდო ვართ ამ შემთხვევაში, სულ განვიცდით, სულ იმას ვფიქრობთ, რატომ?“ - მანანა კობახიძე, მეგის დედამთილი, რძალს დედობას იმ დღიდან უწევდა, რაც მეგის დედა ემიგრაციაში წავიდა. მანანა მეგის ოთახს ვერ ეხება - აქ დღემდე ყველაფერი ისეა, როგორც უკანასკნელ დილას, როცა მისი რძალი აცრაზე წავიდა. მხოლოდ ერთ კუთხეში, მეგის ფოტოები გამოფინა და ყოველდღე უნთებს სანთელს.






„დედა ადრე თავისთან გვაწვენდა, ახლა ბებოსთან გვძინავს“, - მიხსნის 7 წლის სალომე, როცა საგულდაგულოდ გასწორებულ ლოგინს ვუყურებ. სალომე დედას ოთახში სამეცადინოდ შემოდის ხოლმე.



სალომეს და საბას არ ახსოვთ, იმ დღეს რა მოხდა. თუ დედაზე ლაპარაკობენ, სულ წარსულს იხსენებენ. დედას ყავა არ უყვარდა, ჩაის სვამდა. ეს დედას სტეპლერი იყო. ეს ფოტო დედამ გადაგვიღო.






„წინა საღამოს სახლში თქვა საავადმყოფოზე, ან ავიცრით ყველა, ან არავინო. რომ ხედავდა ხალხს, ცუდად როგორ იყვნენ, ავიცრიო და ხალხსაც მიტო უთხრა ალბათ, ყველა უნდა ავიცრათო. ხოდა, მეთქი, ახლა ყველა იცრის და, თან ეპიდემიაა კორონავირუსის, ეს რომ არ მომხდარიყო, მეც ავიცრიდი, რა პრობლემაა“, - მანუჩარს კარგად ახსოვს ის დღე, როცა მის ცოლს აცრა უნდა გაეკეთებინა.






18 მარტს, 9 საათისთვის მეგი სამსახურში წავიდა, ოთხის ნახევარზე კი მანუჩარს მეგის თანამშრომელმა დაურეკა, შენი ცოლი „ცოტა ცუდად“ არის, ახალციხეში ჩამოდიო. საავადმყოფოში მისულ მანუჩარს ატირებული პერსონალი დახვდა.






„მეთქი, სად არის მეგი, ვიღაც ყარაული ყავთ ერთი და იმან წამიყვანა, რომ ავედით, მეორე სართულზე არის რეანიმაცია, იქ იწვა, ტაპჩანი იყო, ალბათ მაგით შეიყვანეს რეანიმაციაში, რომ ავიყვანე, ტანზე გადაფარებულივით ჰქონდა, მკერდი ჰქონდა დაფარული, თავი უჩანდა გასიებული. მტერს არ ვუსურვებ ასეთ რაღაცას, ჩემი თვალებიდან ჩემი ცხოვრება არ ამოვა“.



გამწარებული მანუჩარი იმუნიზაციის ოთახში ჩავიდა და ყველაფერი დალეწა, რაც ხელში მოხვდა. პოლიციელებმა გააკავეს, განყოფილებაში წაიყვანეს და მხოლოდ ღამე გაუშვეს პირდაპირ თბილისში, საუნივერსიტეტო კლინიკაში.




„იქ თქვა რატიანმა, ყველაფერი კარგად იქნებაო, რომ ჩავედით. უბრალოდ, თუ გადავარჩენთო, ალბათ დამბლადაცემული იქნებაო და მოგიწევთ მოუაროთო. საერთოდ არ მქონდა მაგის პრობლემა, ცხოვრების ბოლომდე კოვზით ვაჭმევდი, ოღონდ გადარჩენილიყო“.



მეგი ბაქრაძე საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანომობილით 18 მარტს, 19:45-ზე მიიყვანეს. 19 მარტს გარდაიცვალა. მეგის ბიოლოგიური სიკვდილი 12:00 საათზე დადასტურდა.


გამოძიება



მეგი ბაქრაძის საქმეზე გამოძიება 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობაზე მიმდინარეობს. ახლა გამოძიება სისტემური პრობლემის გამო გაჩერდა - 6 თვის განმავლობაში, ექსპერტიზისთვის საჭირო ალერგოლოგ-იმუნოლოგი ვერ მოიძებნა. ამ სპეციალისტს ჯანდაცვის სამინისტრო არჩევს, თუმცა ექსპერტს აქვს უფლება, უარი თქვას გამოძიებასთან თანამშრომლობაზე. კანონი ექსპერტის დანიშვნას კრიტიკულ ვადას არ აძლევს, ამიტომ გამოძიება იქამდე იქნება გაჩერებული, სანამ რომელიმე ადამიანი მეგის სიკვდილის მიზეზების დადგენაში მონაწილეობას არ დათანხმდება.



მეგის ოჯახის ადვოკატი, ვახო ბარამიშვილი ამბობს, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უკვე ორმა სპეციალისტმა თქვა უარი: „აქ ეთიკის საკითხი დგება - ექიმს ხომ უნდა ჰქონდეს გააზრებული საკუთარი ვალდებულებები, ისინი კი გვერდს უვლიან. ამაში დამატებით თანხას არ იღებენ და არ აქვთ არანაირი მოტივაცია, მონაწილეობა მიიღონ პროცედურაში“. მიუხედავად იმისა, რომ მანუჩარმა არაერთხელ თქვა, ექსპერტის ფულს მე გადავიხდიო, კერძო ექსპერტის ჩართვა ოჯახს არ შეუძლია - ეს პროკურატურამ უნდა გააკეთოს.



გამოძიებაში სხვა სისტემური ხარვეზებიც გამოვლინდა. მაგალითად, მეგის რეანომობილით გადაყვანის ვიდეოჩანაწერები არ არსებობს, გამოძიებამ კადრები ერთი კვირის შემდეგ მოითხოვა, ამ დროისთვის კი ისინი უკვე წაშლილი იყო.



ფლაკონი, რომლიდანაც მეგი აცრეს, ადვოკატებისთვის გაურკვეველი მიზეზით მის საქმეზე მიმაგრებული არ იყო. ეს ნივთმტკიცება მეგის გარდაცვალების საგამოძიებო დოკუმენტაციას ორი თვის დაგვიანებით მას შემდეგ დაურთეს, რაც მანუჩარმა იკითხა, რატომ არის ფლაკონი ახალციხეში და არა თბილისშიო, სადაც საქმეს იძიებდნენ.




დანამდვილებით გამოძიებამ, მოწმეთა ჩვენებებით და კლინიკის პერიმეტრზე კამერის ჩანაწერებით, აი, რა გამოავლინა: მთავარმა ექიმმა, ვიოლეტა ინასარიძემ დაინახა, რომ მეგი ბაქრაძე შეუძლოდ იყო, თუმცა, ამისდა მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებულ, ვაქცინაციის მართვის ტრენინგზე წავიდა. რეანიმატოლოგი გიორგი აფციაური ანაფილაქსიამდე ოდნავ ადრე კლინიკიდან გადის, თან რეკავს და კითხულობს, ხომ ყველაფერი წესრიგშიაო. ადგილზე მყოფი რეანიმატოლოგის დამხმარე, ბექა ლიპარტელიანი ამას უდასტურებს, თუმცა 15 წუთში, თავად ურეკავს გიორგი აფციაურს და ეუბნება, რომ სასწრაფოდ დაბრუნდეს. სანამ მეგის რეანიმაციაში გადაიყვანდნენ, ბექა ლიპარტელიანმა მას დახმარება აღმოუჩინა, დექსამეტაზონი და დიმედროლი გაუკეთა. ადრენალინის ფლაკონი ადგილზე არ ყოფილა.



დექსამეტაზონი ალერგიის სამართავი პრეპარატია და ვაქცინაციის შემდგომ იყენებენ, თუმცა, პროტოკოლის მიხედვით, დექსამეტაზონს არ ხმარობენ კოვიდვაქცინაციის შემდგომ - ამისთვის ადრენალინია. კოვიდაცრის შემდეგ ალერგიის მართვის გადამზადების კურსი გავლილი ჰქონდათ სწორედ ვიოლეტა ინასარიძესა და გიორგი აფციაურს, რომლებიც ადგილზე არ იყვნენ. ვიოლეტა ინასარიძემ, პირველ ჩვენებაში თქვა, რომ ექთანს ადრენალინი „წამებში გაუკეთა“, რაც სიცრუე აღმოჩნდა. ამჟამად ეს ექიმები და ერთი ექთანი ცრუ ჩვენების მიცემაში არიან ბრალდებული.



„ბექა ლიპარტელიანმა საკუთარი მომზადებიდან გამომდინარე ყველაფერი გააკეთა, რომ სტანდარტული ალერგია ემართა და როგორმე გადაერჩინა მეგი“, - ამბობს ვახო ბარამიშვილი. მეგის ცუდად გახდომიდან, შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენამდე 40 წუთამდე გავიდა. აცრა 12:15-ზე გაკეთდა, მეგი დაახლოებით ოც წუთში ცუდად გახდა, რეანიმაციაში ის 13:17-ზე შეიყვანეს.






სამედიცინო კაბინეტის დალეწვის გამო მანუჩარს სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს, მაგრამ მოგვიანებით ის კიდევ ერთხელ დაბრუნდა კლინიკაში და დარაჯს დანით დაემუქრა. მანუჩარის წინააღმდეგ ახლა სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მას 6 თვიდან ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება. არასწორად მოვიქეცი, მაგრამ თავს დამნაშავედ არ ვგრძნობო.



„სამართალს ვეძებდი, არაა სამართალი და...“



„რომ ვკითხულობ ახლა, მეუბნებიან, შეიძლება ორი წელი გაგრძელდეს და რა არის ესეთი? აზრი არ აქვს, სადაც არ უნდა მიხვიდე, ბოლოს მაინც შენ გაგამტყუვნებს ყველა“.


„მთელი არსებით გრძნობდა, რომ ეპიდემია უნდა შეჩერებულიყო“





„აგერ, აქედან ვხედავ ახლა ყოველდღე“, - ნათია როგავას სახლი პირდაპირ სოფლის პატარა სასაფლაოს უყურებს. მეგის საფლავი შორიდანაც კარგად ჩანს. ადიგენის რაიონის პატარა სოფელს, სადაც სამას ადამიანამდე ცხოვრობს, ჯერ კიდევ ვერ მოუნელებია ექთნის დაკარგვა, რომელიც ყოველთვის მზად იყო, მეზობლებისთვის წნევა გაეზომა. გადასხმებსაც აკეთებდა და ნემსებსაც, თუ საჭირო იყო. „მეგი რომ გარდაიცვალა, მერე რამდენი ხანი შიშით ვერ ვისვენებდი, ისეთი მომცინარი შემოირბენდა ხოლმე აქ, მაგას ოდესმე რამე თუ დაემართებოდა, ვერ ვიფიქრებდი“.






ნათია როგავა ამბობს, რომ ქვემო ენთელში დღეს აცრილი არავინაა. არც თვითონ.



„არა, არ მინდა, შიში მაქვს. და გარშემოც არავინ ვიცი, რომ იძახდეს აქ, აცრა მინდაო“, - ამბობს ის. სოფელში ამბობენ, რომ მეგის გარდაცვალების შემდეგ „მთავრობიდან“ არავის უცდია ხალხის გადარწმუნება იმაში, რომ აცრა უსაფრთხოა.




„არავინ ჩამოსულა აქ, არაფერი უთქვამთ“, ამბობს მეგის კიდევ ერთი მეგობარი, ნათია ჩიტაია. „საერთოდ, აქ რომ ვინმეს რამე დაემართოს, ახალციხის იმედი არავის ექნება, ყველა თბილისში გარბის, რამე თუ სჭირთ“, - რაიონის ჯანდაცვას არ ენდობიან. თუ გაიგეს, რომელიმე მეზობელ სოფელში ვინმე აიცრა, ეჭვით უყურებენ; ამბობენ, რომ „ეგ აცრა წყალია“. მანუჩარი კი ამბობს, რომ საქართველოში საერთოდ არ აიცრება, რადგან აქ „ჯანდაცვა არ არის“.



საქართველოს რეგიონებიდან სამცხე-ჯავახეთში აცრის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. საქსტატის მონაცემებით, რეგიონის მოსახლეობა 151 100 ადამიანია, სრულად აცრილია 17 706, ანუ 11.7%. „ასტრაზენეკათი“ აცრა საქართველოში 1 ნოემბერს შეჩერდა, რადგან აუთვისებელ დოზებს ვადა გაუვიდა. ამ ვაქცინით ყველაზე ცოტა ადამიანი აიცრა - 58 723, თითქმის 9-ჯერ ნაკლები, ვიდრე „ფაიზერით“.



„ამ შემთხვევამ ჩაშლის პირას მიიყვანა ვაქცინაციის პროცესი“, - ამბობს ქეთევან ჯინჭველაძე, რომელიც კოვიდკლინიკად გადაკეთებულ „იმედში“ მუშაობს. მისი თქმით, საავადმყოფო მუდმივად სავსეა. პირად საუბრებში პაციენტები მეგის სახელის ხსენებას ერიდებიან, მაგრამ ხშირად ეკითხებიან, რა აზრის არის აცრაზე. თავად ქეთევანი აცრილია და ლამის გაბრაზებული მოუწოდებს ადამიანებს აცრისკენ.



„ვერ გვაქვს სახარბიელო სიტუაცია ახლა ვაქცინაციაში, თან ზამთარი მოდის. სიმართლე რომ გითხრათ, უკვე გული მომდის მათზე. უნდა აიცრან, რა, არ შეიძლება, იღუპება ხალხი“.






ბოლო კვირის განმავლობაში საქართველოში კოვიდით 578 ადამიანი გარდაიცვალა (12 ნოემბრის მონაცემები), სულ კი - 10,816. კლინიკაში შიშობენ, რომ ზამთრის მოსვლასა და იმუნიტეტის დაქვეითებასთან ერთად ეს რიცხვიც გაიზრდება.



„ეს გოგონა მთელი თავისი არსებით გრძნობდა, რომ ეპიდემია უნდა შეჩერებულიყო. ეს დიდი უბედურება რომ დატრიალდა, არ ნიშნავს, რომ არ უნდა გავუფრთხილდეთ დანარჩენ სიცოცხლეებს. რამდენი არავაქცინირებული ადამიანი დაგვეღუპა. გადავსებულია საავადმყოფოები და ყველა რესურსი ამოწურვადია, მედპერსონალი ქანცგაწყვეტამდე მუშაობს და ამიტომ მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ რამე რომ დაემართოს, შეიძლება საწოლი ვერ მონახოს, ან ადგილზე დაღლილი ექიმი დახვდეს. და კიდევ ერთხელ გავიმეორებ მეგის სიტყვებს, რომ აცრა აუცილებელია“.






„ასტრაზენეკას“ წარმომადგენლობა საქართველოში შემთხვევას ღიად არ გამოხმაურებია. პასუხს იმაზე, როგორ ჩაერთო კომპანია მეგის საქმის შესწავლაში, აღნუსხა თუ არა მისი შემთხვევა, როგორც ანაფილაქსიური რეაქცია „ასტრაზენეკაზე“, და ატარებს თუ არა შიდა კვლევას, რადიო თავისუფლება კომპანიის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან ელოდება. პასუხი მიღებისთანავე დაემატება მასალას.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Выставка «Времени живая нить» открылась в Доме народного творчества в Архангельске



Мир

Лучшие каратисты со всей России собрались в Екатеринбурге






Новости 24 часа

Росгвардия обеспечила правопорядок на футбольном матче «ЦСКА» - «Краснодар» в Москве



Game News

Rise of Eros 3.0.200



Москва

«Чистильщик» вновь в центре скандала: маньяк Артур Рыно похитил дочь



News Every Day

Los Alamitos horse racing consensus picks for Saturday, September 21, 2024



Авто

В Санкт-Петербурге состоится Международный фестиваль робототехники «РобоФинист 2024»



Москва

Shot: Маньяк Рыно, убивший 37 человек, похитил у экс-жены свою 4-летнюю дочь



Концерт

Концерт «Бах vs Бетховен»



Москва

Летом москвичей побаловали кулинарными изысками на двух фестивалях



Даниил Медведев

«Это очень лёгкое чувство». Даниил Медведев — об ощущениях перед началом Кубка Лэйвера



Москва

Поздравления с днем референдума о независимости



Росгвардия

Росгвардия обеспечила правопорядок на футбольном матче «ЦСКА» - «Краснодар» в Москве



Симферополь

Урок безопасности «Огонь ошибок не прощает».



Москва

Набор в резерв сборных для участия в школьных олимпиадах объявили в Москве



Москва

Сергей Собянин рассказал о передовых российских разработках ИИ в области медицины



Москва

Реклама на радио точно достигает своей аудитории



Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

На севере Москвы жители стали дежурить по ночам из-за незаконной вырубки деревьев





Путин в России и мире
Москва

Лавров: Путин пошутил, говоря о поддержке Харрис на выборах президента США


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Минск продолжит выступать за расширение взаимоуважительного и конструктивного диалога с Ереваном – Лукашенко




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Глава МИД Польши попытался оправдаться за свои слова про Крым


Навальный в России и мире
Москва

Иван Дроботов: «Молоток — неподходящий инструмент решения политических конфликтов»



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Порнофильмы

На лидера группы "Порнофильмы" составили протокол за дискредитацию армии



Москва

Shot: Маньяк Рыно, убивший 37 человек, похитил у экс-жены свою 4-летнюю дочь

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net