დონბასში უკრაინის არმიის ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა
უკრაინის აღმოსავლეთში, დაუდგენელ მოწყობილობაზე აფეთქების შედეგად, უკრაინის არმიის ორი სამხედრო დაიღუპა. ამის თაობაზე იტყობინება უკრაინის გაერიანებული ძალების ოპერაციის პრეს-ცენტრი.
შტაბმა ფეისბუკით გაავრცელა ცნობა, რომ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის ორი შემთხვევა იღირიცხა. სროლა იყო დასახლებული პუნქტის, ზაიცევოს რაიონში. სამთავრობო ძალებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს. უკრაინის ერ-ბე-კას ცნობით, დაღუპული სამხედროები, ვიცეპოლკოვნიკი და მასტერ-სერჟანტი, ნიკოლაევსკიდან იყვნენ.
ერთი დღით ადრე უკრაინის ხელისუფლება იტყობინებოდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის 12 შემთხვევის შესახებ.
თავის მხრივ თვითგამოცხადებული ადმინისტრაციულ ერთეულის წარმომადგენლებმა გამოაცხადეს, რომ უკრაინის სამთავრობო ჯარის მხრიდან გახსნეს ცეცხლი და ერთი პირი დაიღუპა.
გასულ კვირაში კიევი ამტკიცებდა, რომ რუსეთი თავის ჯარს ტოვებს უკრაინის საზღვრებთან მსხვილი სამხედრო მანევრების შემდეგ, რომელიც წელს გაიმართა. უკრაინა ამტკიცებს, რომ სასაზღვრო რაიონებში და კიევის კონტროლის გარეთ მყოფ არეალებში, ყირიმსა და დონბასში, 90 ათასი რუსი სამხედროა განთავსებული.
რუსეთი უარყოფს თავისი ძალების დონბასის კონფლიქტში მონაწილეობას, ასევე ბრალდებას უკრინის მიმართ აგრესიაში.