ოკუპირებულ ცხინვალში ვაქცინების ახალ პარტიას ელოდებიან, მაგრამ აცრის მსურველი ცოტაა
![ოკუპირებულ ცხინვალში ვაქცინების ახალ პარტიას ელოდებიან, მაგრამ აცრის მსურველი ცოტაა](https://gdb.rferl.org/afa12b31-9d53-4370-bd0e-905e921c7467_cx0_cy6_cw0_w800_h450.jpg)
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, რუსეთიდან ვაქცინების ახალი პარტიის შეტანას ელოდებიან. მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს ცხინვალში „Sputnik V“-ის პირველი 2 ათასი დოზა ჩაიტანეს, საიდანაც, არაოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ ნახევარზე ოდნავ მეტი გამოიყენეს.