სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება კოლინ პაუელის გარდაცვალებას
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის გარდაცვალებას „ტვიტერზე" გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
„კოლინ პაველის გარდაცვალება დიდი დანაკლისია მსოფლიო დიპლომატიისათვის. დიადი გონება, რომელმაც 21-ე საუკუნეში გლობალური მიმართულების ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო. მისი ღვაწლი მაგალითია ახალგაზრდა თაობებისათვის, რომლებიც ცდილობენ სამყარო გახადონ უფრო უსაფრთხო", - წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.
COVID-19-ის გართულების შედეგად გარდაიცვალა აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და შტაბის უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე, კოლინ პაუელი. ის 84 წლის იყო.