160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


<
>

ისევ უარი? დიაბეტის მქონე ბავშვები სახელმწიფოს პასუხის მოლოდინში

„იმედი გვქონდა, რომ სახელმწიფო, გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის ე.წ. CGM სისტემას დაგვიფინანსებდა. ახლა კი გვაქვს განცდა, რომ შვილები ჩვენც მოვატყუეთ და სახელმწიფომაც“, - გვეუბნება ნანი გოგიაშვილი, 15 წლის ანას დედა.


ანას რამდენიმე წელია ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი დაუსვეს და სისხლში შაქრის მუდმივად გაზომვის გარეშე გარეთ გასვლასაც კი ერიდება.


ერთხელ, როცა საზომი ჩხირები გამოელიათ და ის დათქმულ ვადაზე ადრე მოითხოვეს, სახელმწიფოსგან უარი მიიღეს. ანა მაშინ ისე გაბრაზდა, თქვა: „მე არ ვარ ამ ქვეყნის მათხოვარი, მე ამ ქვეყნის მომავალი ვარ და ამას ასე არ უნდა ვითხოვდეო“.


თუ ანა და მის მსგავსად, კიდევ, დაახლოებით, 1300-დან 1500-მდე ბავშვი, ვისაც იგივე დიაგნოზი აქვს, სისხლში შაქრის დონეს მუდმივად არ გაიკონტროლებს, ამან შესაძლოა, ჰიპო ან ჰიპერ გლიკემია გამოიწვიოს - ბავშვი საერთოდ ვერ მიხვდეს სისხლის შაქრის ცვლილებას და ამან მის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას. ერთხელ, ამის გამო, ანა, რომელიც ცეკვაზე დადის, სცენაზე დაეცა.


თუ ეს აპარატი არ გაქვს - უკონტაქტო გლუკომეტრი, მუდმივ კონტროლს დღეში ექვსჯერ და რვაჯერაც კი, თითებში ჩხლეტა სჭირდება - ამ ტკივილის და მუდმივი დისკომფორტის ასაცილებლად ითხოვენ მშობლები უკვე რა ხანია სახელმწიფოსგან CGM სისტემის დაფინანსებას და ამაზე რადიო თავისუფლებაც დეტალურად მოგითხრობდათ რამდენიმე თვის წინ აი, ამ სტატიაში.




თითქოს ყველაფერი წესრიგში იყო, ჯანდაცვის სამინისტრო, ისევე როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი, აცხადებდნენ, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდებოდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ მშობლებმა, რომლემაც თავად დააფუძნეს ორგანიზაცია საკუთარი შვილების უფლებების დასაცავად, განაცხადეს, რომ დაპირება არ შესრულდა - 2022 წლის ბიუჯეტში ეს ხარჯი არსად ჩანს და რომ სავარაუდოდ, ეს მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირება იყო.


უკონტაქტო გლუკომეტრის დაფინანსების გარდა მშობლები სახელმწიფოსგან ასევე ითხოვდნენ, რომ როგორმე რეგიონში მცხოვრები ბავშვებისთვის ადგილზე ყოფილიყო ხელმისაწვდომი ენდოკრინოლოგი და იქვე შესძლებოდათ როგორც ინსულინის, ასევე საზომი ჩხირების მიღებაც, რისთვისაც მათ ასობით კილომეტრის გამოვლა და თბილისში ჩამოსვლა უწევდათ. ცხადია, თითებში გამუდმებული ჩხვლეტის და ასე შაქრის გაზომვის თანხლებით.


ითხოვდნენ იმას, რაც განვითარებული სამყაროსთვის დიდი ხანია ნორმაა და სადაც CGM სისტემა უკვე ოცი წელია არსებობს.


12 ოქტომბერს რადიო თავისუფლებამ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდგომ გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ სთხოვა დაზუსტება - მომდევნო წლის ბიუჯეტში ჩაიდება თუ არა ეს ხარჯი - დააფინანსებს თუ არა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დიაბეტიანი ბავშვებისთვის სისხლში შაქრის მზომი უწყვეტი მონიტორინგის სისტემას?


ასევე, სიმართლეა თუ არა, ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის რამდენიმე დღის წინანდელი განცხადება, რომ „ზუსტად უნდა დათვალონ რა რაოდენობის აპარატი იქნება საჭირო, ამას რა თანხა დასჭირდება და რომ ეს თანხა, ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში სრულად იქნება ჩადებული“.


თამარ გაბუნიამ გვიპასუხა, რომ ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტა არ დგას ეჭვქვეშ. მან დაასახელა საჭირო თანხა - 7 მილიონი ლარიც, რომელიც ბიუჯეტში უნდა ჩაიდოს და თქვა, რომ „აუცილებლად იქნება ეს გადაწყვეტლება და ის იქნება დადებითი“.


ჯანდაცვის სამინისტროს, მისივე სიტყვებით, თითქმის ერთი წელია აქვს დაწყებული ამ საკითხზე მუშაობა, მოლაპარაკებები მიდის მომწოდებელთან, ექსპერტებთან და მუშაობა გრძელდება საბოლოო ბიუჯეტის თაობაზე ფინანსთან სანინისტროსთან.


თამარ გაბუნია აცხადებს, რომ მათ „უკვე აქვთ ბაზრის კვლევის შედეგებიც და ყველაფერი არის დეტალურად განსაზღვრული“:


„კითხვის ნიშნების არც კი მრჩება ეს შესყიდვა შედგება თუ არა და ბავშვები მიიღებენ თუ არა ამ აპარატებს“, - თქვა თამარ გაბუნიამ.


მაგრამ მშობლებს აქვთ კითხვები. იქედან დაწყებული თუ როგორ დაითვალა სახელმწიფომ ეს 7 მილიონი ლარი, იმით დამთავრებული, კონკრეტულად რომელი აპარატების ყიდვას გეგმავს სახელმწიფო და ვისგან.


„ჩვენ ვერ მოვიპოვეთ ვერანაირი დამატებითი ინფორმაცია ამაზე. არავინ გვაძლევს გარანტიას, რომ ნოემბერში ბიუჯეტის განხილვისას ეს საკითხი მართლაც დადებითად გადაწყდება. ამიტომ მაინც გვგონია და ვშიშობთ, რომ უბრალოდ ხელზე გვიხვევენ და ალბათ ნოემბერშიც იტყვიან, რომ სახსრები არ მოიძებნა“, - უთხრა ნანი გოგიაშვილმა რადიო თავისუფლებას.




ერთ-ერთ მშობელს, თეა სორდიას, რომელიც დღეს ოჯახთან ერთად შვეიცარიაში ცხოვრობს და ასევე არის მშობლების ორგანიზაცია ტიპი 1 დიაბეტისთვის წევრი, ეჭვი არაერთმა უპასუხო კითხვამაც გაუჩინა.


მისი ეს კითხვები სწორედ ჯანდაცვის სამინისტროს მიემართება. მაგალითად, მას აინტერესებს:



სამედიცინო ხელსაწყოების რეგისტრაციის სახელმწიფოში შემოსვლის რეგულაციების მიხედვით მიიღეს თუ არა განაცხადი, საქართველოში, მწარმოებელი კომპანია „აბოტისგან“ CGM სისტემის აპარატ „ლიბრეს“ ოფიციალური რეგისტრაციის შესახებ?
რომელი დაფინანსების მექანიზმია ჩართული ამ სამედიცინო აპარატის დაფინანსებაში, სახელმწიფო დაზღვევა თუ სხვა, ბიუჯეტით თანადაფინანსება?
ვის ხელში იქნება ამ ხელსაწყოების გაცემის ბაზა?
მხოლოდ „აბოტთან“ აწარმოეს მოლაპარაკებები თუ მის კონკურენტ კომპანია „Dexcom“-თანაც?
მოხდა თუ არა შედარება ამ ხელსაწყოების და რომელი ხელსაწყოა უფრო ხელსაყრელი სხვა და სხვა ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებისთვის?
რა რეკომენდაციებს იძლევიან ამის შესახებ საქართველოს ექსპერტი ენდოკრინოლოგები? და ა.შ.


ეს მხოლოდ რამდენიმე კითხვაა, რომელზე დეტალური პასუხებიც მშობლებს აინტერესებთ და ჯერ პასუხებს ვერ იღებენ.


თეა სორდიაც შიშობს, რომ არათუ 2022 წლის ბიუჯეტში არ არის გაწერილი ეს ხარჯები, სახელმწიფოს დაწყებულიც კი არა აქვს ოფიციალურ წარმომადგენელთან მოლაპარაკებები. მისი სიტყვებით, სავარაუდოდ, ხელსაწყო საქართველოში რეგისტრირებულიც არ არის და არც ლიცენზიის მოპოვების პროცესი დაწყებულა.


თეამ ასევე გვითხრა, რომ რამდენიმე თვის წინ ის პირადად ესაუბრა CGM სისტემის ცნობილი „დექსკომის“ მთავარი გაყიდვების უფროსს, რომელმაც მას უთხრა, რომ „საქართველოს ბაზარზე შესვლის პროცესი დაწყებული არ არისო“ და დაჰპირდა, რომ აცნობებდა სიახლის შემთხვევაში.




ამ პროცესში, დასაწყისიდანვეა ჩართულია ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, რომლის წარმომადგენელმა სოფი მენაბდიშვილმა გვითხრა, რომ ამ წუთამდე ელის პასუხებს დეტალურ კითხვებზე როგორც ჯანდაცვის, ისე ფინანსთა სამინისტროებისგან.


17 სექტემბერს PHR-ისთვის ჯანდაცვის სამინისტროსგან გამოგზავნილ წერილში პირდაპირ ეწერა, რომ ტიპი 1 დიაბეტის მქონე ბავშვების პრობლემების დროულად გადაჭრა მათი პრიორიტეტიც იყო და რომ უველა ბავშვს ეტაპობრივად დააკმაყოფილებდნენ.იქვე ეწერა, რომ მათ „CGM სისტემის შესყიდვის კომპონენტი ჩადებული ჰქონდათ საბიუჯეტი განცხადებაში, 2022 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის ფარგლებში“, თუმცა ელოდნენ ფინანსთა სამინისტროს პასუხს.


„რადგან ეს წერილი რეალურად ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება იყო, იმ ეტაპზე სასამართლოში დავას ვერ დავიწყებდით. ველოდით მოვლენების განვითარებას, თუმცა, ჩვენ არ ვიცით, ჯანდაცვამ ამ განაცხადში როგორ დაასაბუთა ეს საკითხი და ახლა მათგან სწორედ ამას ვითხოვთ“, - უთხრა სოფი მენაბდიშვილმა რადიო თავისუფლებას.


ამ პასუხებზე იქნება დამოკიდებული ბავშვთა დამცველი ადვოკატების შემდგომი ნაბიჯებიც.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Территорию у метро «Бульвар Генерала Карбышева» ждёт масштабное озеленение



Жизнь

Орган в Планетарии на Halloween






Новости 24 часа

В Подмосковье сотрудники Росгвардии провели встречу со студентами финансового университета



Game News

Rise of Eros 3.0.200



Москва

В Подмосковье сотрудники Росгвардии провели встречу со студентами финансового университета



News Every Day

New $100M DOJ lawsuit details the 'unseaworthy' condition of the ship behind Baltimore bridge collapse



Настроение

Загоралось утро....



Москва

База ЧВК «Вагнер» загорелась под Краснодаром



Фридерик Шопен

Шопен зазвучит при свечах



Москва

Виртуальный концертный зал открылся в Вихоревке благодаря нацпроекту «Культура»



WTA

Вероника Кудерметова победила Викторию Томову и пробилась в полуфинал WTA-500 в Сеуле



Москва

МВД: в Москве лжесотрудница соцслужбы похитила у пенсионерки 1,7 млн рублей



Анджелина Джоли

Анджелина Джоли наняла лучшего пластического хирурга США для своего сына



Симферополь

Презентация экстравагантного учебника по журналистике прошла в Крыму



Москва

Родители 317,2 тыс. детей в Московской области получают единое пособие



Москва

Сергей Собянин рассказал о передовых российских разработках ИИ в области медицины



Москва

МВД: в Москве лжесотрудница соцслужбы похитила у пенсионерки 1,7 млн рублей



Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

На севере Москвы жители стали дежурить по ночам из-за незаконной вырубки деревьев





Путин в России и мире
Москва

Лавров заявил об отсутствии у Москвы предпочтений на выборах президента США


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Минск продолжит выступать за расширение взаимоуважительного и конструктивного диалога с Ереваном – Лукашенко




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Глава МИД Польши попытался оправдаться за свои слова про Крым


Навальный в России и мире
Москва

Иван Дроботов: «Молоток — неподходящий инструмент решения политических конфликтов»



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Нюша

Другое ощущение: почему Нюша сменила имидж после развода



Москва

Захарова: Россия исходит из необходимости адаптировать ООН к современным реалиям

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net