Мы в Telegram
Добавить новость





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


<
>

უკრაინის „ევროპული პერსპექტივა“ და გზავნილი მოსკოვიდან

უკრაინის „ევროპული პერსპექტივა“ და გზავნილი მოსკოვიდან

600 მილიონი ევროს მოცულობის დახმარება და ევროკავშირთან შემდგომი დაახლოებისკენ მიმართული სამი მნიშვნელოვანი შეთანხმება - ასეთია კიევში გამართული ერთდღიანი ევროკავშირ-უკრაინის 23-ე სამიტის მთავარი შედეგი, რომელმაც მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უფრო ამბიციური განაცხადის გაკეთებისკენ უბიძგა.

„მოველით, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობა და წევრი სახელმწიფოები გაბედულებას და წინდახედულებას გამოიჩენენ უკრაინის, როგორც ევროპული სივრცის განუყოფელი ნაწილის დასანახად. ევროპული პერსპექტივის მიცემა უკრაინისთვის, რომელიც ევროკავშირთან ერთად საერთო ფასეულობებს იზიარებს, ლოგიკური და მოსალოდნელი ნაბიჯია. ამ მიზნის მისაღწევად უკრაინა დაჟინებით იმუშავებს ევროკავშირის სახელმწიფოებთან და ყველა თავის პარტნიორთან“, - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელთან და ევროკომისიის პრეზიდენტ, ურზულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

სამიტზე ჩასულ ევროკავშირის ლიდერებს მასპინძლისათვის არ მიუციათ არანაირი დაპირება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე. თუმცა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა კიევს შესთავაზა სამი გზა, რომლითაც უკრაინის ხელისუფლებას მოუწევს სიარული, თუკი სურს, რომ უკრაინა-ევროკავშირის ურთიერთობა ახალ სიმაღლეზე ავიდეს. ესაა რეფორმები, თანდათანობითი ეკონომიკური ინტეგრაცია და ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმებების სრული დანერგვა, რაც, ევროკომისიის პრეზიდენტის თანახმად, „დაახლოებისკენ მიმართული მძლავრი, მამოძრავებელი ძალაა“.

დახმარება ენერგოუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

გარდა ამისა, ევროკავშირისკენ მიმავალ უკრაინას ამ ეტაპზე ყველაზე მეტად სჭირდება ენერგორესურსების საკითხის გადაწყვეტა კარსმომდგარი ზამთრის წინ, როდესაც ქვეყანას რუსეთის გაზის ტრანსპორტირებით მიღებული შემოსავლის დაკარგვისა და ბუნებრივი აირის მარაგების შემცირების სერიოზული საფრთხე ემუქრება.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინა დაინტერესებულია შეინარჩუნოს რუსული გაზის სატრანზიტო მარშრუტი, რომლის დაკარგვა ქვეყნის ბიუჯეტს 2 მილიარდ დოლარს აზარალებს.

„საფრთხის გამო ჩვენ სხვადასხვა შესაძლებლობას ვეძებთ. ჩვენ დღეს განვიხილეთ მესამე ენერგეტიკული პაკეტის და ცალკე სანქციების პოლიტიკის ამოქმედება „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ“,- ხაზი გაუსვა 12 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსჯელობას ამ თემაზე, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დიდი დრო დასჭირდება, მაშინ როდესაც ევროპასთან დამაკავშირებელი „ჩრდილოეთი ნაკადი 2“-ის რუსული გაზსადენის პირველი ხაზი უკვე ივსება ბუნებრივი აირით.

ექსპლუატაციაში გაზსადენის შესვლამდე დარჩენილი ეს ბოლო ნაბიჯი უკავშირდება ბუნებრივ აირზე ფასების მკვეთრ ზრდას და რეზერვების შემცირებას, რაც მოახლოებული ზამთრის წინ, საფრთხეს უქმნის კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზიანებული ევროპის კონტინენტის ეკონომიკურ აღორძინებას.

გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის საერთო სიმძლავრე 55 მილიარდი კუბური მეტრი აირია და, პროექტის თანახმად, უკრაინის გვერდით ავლით, საწვავს რუსეთიდან ბალტიის ზღვის ფსკერის გავლით პირდაპირ გერმანიას მიაწვდის.

უკრაინა განაგრძობს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის საწინააღმდეგო ლობირებას და პარალელურად საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ცდილობს მოაგვაროს მოახლოებული ზამთრის წინ ქვეყნის ბუნებრივ აირით უწყვეტი მომარაგების საკითხი.

12 ოქტომბრის სამიტზე, უკრაინამ და ევროკავშირმა აღნიშნეს, რომ ამ მიმართულების მოვლენათა განვითარების „ყველა სცენარს“ განიხილავენ.

„ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ იმისთვის, რომ გავზარდოთ გაზის მოწოდების შესაძლებლობა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან. ეს გულისხმობს ასევე სლოვაკეთთან დამაკავშირებელი გაზსადენიდან ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობის რევერსის შესახებ შეთანხმების შემუშავებას“, - ითქვა 12 ოქტომბრის პრესკონფერენციაზე.

ევროკავშირი განიხილავს ასევე უკრაინის გაზ-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აქტიურად გამოყენებისა და უკრაინის მიწისქვეშა ბუნებრივი აირების საცავების გამოყენების შესაძლებლობას, რათა ქვეყანა არ იყოს დამოკიდებული ბუნებრივი აირის იმპორტზე.

უკრაინამ ევროკავშირისგან „ღია სივრცე“ მიიღო

ასეთი ამბიციური პროექტების განხორციელებას და უკრაინის ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევას საკმაოდ დიდი თანხა, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გათვლით, 300 მილიარდი ჰრივნა (დაახლოებით 1,2 მილიარდი დოლარი) ესაჭიროება.

ამ თანხის მობილიზება თავად უკრაინამ უნდა მოახერხოს კორუფციასთან ბრძოლითა და ეკონომიკური რეფორმების წყალობით, რომლის წარმატებით განხორციელებისთვის კიევი სოლიდურ საერთაშორისო დახმარებას იღებს. უკრაინა-ევროკავშირის 23-ე სამიტზე აღინიშნა, რომ ევროკავშირის უკრაინას გამოუყოფს 600 მილიონი ევროს მოცულობის მაკროსაფინანსო დახმარების მეორე ტრანშს.

„ჩვენ მივესალმებით უკრაინისათვის ევროკავშირის მაკროსაფინანსო დახმარების პროგრამით გათვალისწინებულ პირობათა შესრულებას და ცნობად მივიღეთ 600 მილიონი ევროს მოცულობის მეორე ტრანშის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება. ჩვენ მიგვაჩნია მნიშვნელოვნად შესაბამისი რეფორმების გაგრძელება. ჩვენ დავადასტურეთ უკრაინის მაკორეკონომიკური სტაბილურობის მხარდაჭერისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინაშე აღებულ ვალდებულებათა შესრულების აუცილებლობა“, - ნათქვამია 12 ოქტომბრის ევროკავშირ-უკრაინის სამიტის ერთობლივ განცხადებაში.

უკრაინისგან განსხვავებით, "აღმოსავლეთის პარტნიორობაში" მონაწილე საქართველომ აგვისტოს ბოლოს უარი თქვა ევროკავშირის მაკროსაფინანსო დაფინანსებაზე-იაფ სესხზე, რომელიც ქვეყნისთვის იყო გამიზნული.

საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალის „ქართული ოცნების“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ ევროკავშირის მორიგ ტრანშზე, 75 მილიონ ევროზე, უარს იმ მიზეზით ამბობენ, რომ ბიუჯეტში ფული დაგროვდა, ეკონომიკა ვითარდება და ქვეყნის წინაშე სესხის აღების საჭიროება აღარ დგას.

31 აგვისტოს ევროკავშირმა ხელისუფლების საპასუხოდ განაცხადა, რომ მოთხოვნა დაკმაყოფილდება და საქართველო აღარ მიიღებს მაკროსაფინანსო დახმარების მორიგ ტრანშს. იქვე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ არ იყო შესრულებული ამ თანხის მისაღებად აუცილებელი პირობები და სამომავლო დახმარებაც პროგრესის შესაბამისი იქნება.

გარდა ამისა, კიევში გამართული უმაღლესი დონის შეხვედრაზე ხელი მოეწერა კანონს „ღია ცის“ შესახებ, რომელსაც ევროკავშირის ორი წევრ სახელმწიფოს, ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებული დაპირისპირების გამო, უკრაინა 8 წლის განმავლობაში ელოდა.

ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლამ გზა გაუხსნა „ღია ცის“ ხელშეკრულებასთან უკრაინის მიერთებას, რომელიც ამიერიდან თანასწორ პირობებში ჩააყენებს უკრაინულ და ევროპულ ავიაკომპანიებს და აამაღლებს უკრაინის ტურისტულ მიმზიდველობას.

„ღია ცის“ ხელშკრულება გზას გაუხსნის უკრაინის საავიაციო ბაზარზე დაბალბიუჯეტიან კომპანიებს, აღკვეთს მონოპოლიებს და შეამცირებს ბილეთის საფასურს“, - უთხრა საინტერნეტო გამოცემა „ევროპეისკაია პრავდას“ მიმომხილველმა იური პანჩენკომ რადიო თავისუფლებას.

12 ოქტომბრის სამიტზე უკრაინამ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს კიდევ ორ ხელშეკრულებას, რომლებიც ითვალისწინებს უკრაინის მონაწილეობას ორ საკმაოდ მაღალბიუჯეტიან პროგრამაში.

„ევროპის ჰორიზონტი“ - ეს არის 2021-2027 წლებზე გათვლილი ევროკავშირის უმსხვილესი პროგრამა, რომელიც მეცნიერებისა და ინოვაციების დაფინანსებას ითვალისწინებს 95,5 მილიარდი ევროს ბიუჯეტის ფარგლებში.

პროგრამა „კრეატიული ევროპა“, რომლის ბიუჯეტი 2,4 მილიარდი ევროა, სამ მიმართულებას: კულტურას, მედიას და სხვადასხვა სექტორს შორის თანამშრომლობას მოიცავს.

12 ოქტომბერს ვოლოდიმირ ზელენსკიმ წინასწარვე გამოაცხადა, რომ უკრაინა-ევროკაშირის შემდგომ სამიტზე ხელი მოეწერება უკრაინისათვის ძალიან მნიშვნელოვან „სავაჭრო-ეკონომიკურ უვიზო მიმოსვლას“, რომლითაც ევროკავშირის მიერ აღიარებული იქნება უკრაინაში წარმოებული პროდუქციის სერტიფიკატი.

„შესაბამისად ამ სერტიფიკატებით შესაძლებელი გახდება უკრაინული პროდუქციის გაყიდვა ევროკავშირის ბაზრებზე, რაც დამატებით შემოსავალს მოუტანს ქვეყნის ბიუჯეტს და წაახალისებს მეწარმეობას“, - ამბობს იური პანჩენკო.

რუსეთის აგრესიული რიტორიკა ევროკავშირ-უკრაინის სამიტის წინ

უკრაინა-ევროკავშირის სამიტზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას და აღინიშნა, რომ რუსეთს, უკრაინის მიმართ ქმედებების გამო შემდგომშიც მოიხსენებენ აგრესორ ქვეყნად.

„ჩვენ ვადასტურებთ და გადაჭრით ვგმობთ, 2014 წლის თებერვლიდან მოყოლებული რუსეთის შეიარაღებული ძალების აგრესიული აქტების შედეგად უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აშკარა ხელყოფას“, - ნათქვამია ევროკავშირ-უკრაინის სამიტის ერთობლივ განცხადებაში.

ყირიმის ანექსია 2014 წლის მარტში განხორციელდა, როცა ნახევარკუნძულზე შევიდნენ რუსეთის არმიის ნაწილები და მათი კონტროლის ქვეშ ჩატარდა რეფერენდუმი რუსეთთან მიერთების თაობაზე. ის უკრაინის კანონების დარღვევით გაიმართა. კენჭისყრის შემდეგ, რომელსაც არ ცნობს მსოფლიოს უმეტესი ქვეყანა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 18 მარტს გამოაცხადა, რომ რუსეთი საკუთარ შემადგენლობაში იღებს ყირიმსა და სევასტოპოლს.

უკრაინა ყირიმს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს. დასავლეთის ქვეყნები რუსეთისგან ითხოვენ, უარი თქვას ანექსიაზე და დააბრუნოს ნახევარკუნძული. კრემლი აცხადებს, რომ ყირიმის კუთვნილების საკითხი საბოლოოდ არის გადაწყვეტილი.

კონფლიქტი გრძელდება აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც მოსკოვის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტულ ძალებსა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის მიმდინარე ბრძოლების შედეგად 13 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის მოწესრიგების მიზნით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს კოლეგას, ვლადიმირ პუტინს მიმდინარე წლის აპრილში „დონბასის ნებისმიერ წერტილში“ შეხვედრა შესთავაზა.

თავის მხრივ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტს შესთავაზა „მოსკოვში ნებისმიერ ხელსაყრელ დროს შეხვედრა“, თუ ამ შეხვედრის საგანი იქნებოდა უკრაინის ხელისუფლების მიერ „დარღვეული“ რუსეთ-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობების აღდგენა.

მაგრამ ბოლო ხანს მოსკოვმა, როგორც ჩანს, მიდგომა შეცვალა და, საერთოდ ამბობს უარს რაიმე სახის მოლაპარაკებაზე უკრაინის ამჟამინდელ პრეზიდენტთან.

ნიშანდობლივია, რომ ევროკავშირ-უკრაინის სამიტის წინ გაზეთ „კომერსანტში“ გამოქვეყნდა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის და ამჟამად ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის, დმიტრი მედვედევის საავტორო სტატია, რომელშიც ვლადიმირ პუტინთან ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული პოლიტიკოსი „უაზროდ“ მიიჩნევს უკრაინასთან მოლაპარაკების გამართვას და ზელენსკის „უბედურ ადამიანს“ უწოდებს.

„უნდა დაველოდოთ უკრაინაში ჭკუათმყოფელი ხელისუფლების გამოჩენას, რომელიც რუსეთთან ომის ზღვარზე მისულ კონფრონტაციასა და დებილურ „ყირიმის პლატფორმაზე“ კი არა, არამედ რუსეთთან ურთიერთსასარგებლო და თანასწორუფლებიანი ურთიერთობის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. უკრაინის სწორედ ასეთ ხელისუფლებასთან შეიძლება საქმის დაჭერა. რუსეთს შეუძლია ლოდინი. ჩვენ მომთმენი ხალხი ვართ“, - წერს დმიტრი მედვედევი.

უკრაინის ხელისუფლებიდან ამ სტატიას მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკა გამოეხმაურა, რომელმაც „უკიდურესად უცნაური, უადგილო და არააქტუალური“ დმიტრი მედვედევის ეპისტოლეს. მედიასთან გაკეთებულ კომენტარში პოდოლიაკამ აღნიშნა, რომ უკრაინა რუსეთთან ურთიერთობაში ანგარიშს უწევს მხოლოდ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პოზიციას და არა მისი თანამოაზრის, დმიტრი მედვედევის მიერ, „შანტაჟის პოზიციიდან“ დაწერილ წერილს.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Express: АПЛ «Архангельск» представляет большую угрозу инфраструктуре НАТО



Мир

Прямые рейсы в Таиланд неожиданно снимают: стали известны подробности и альтернативы




Українські новини

Монтаж димоходів та вентиляційних систем у Києві



Новости 24 часа

«ЯРКО» провела развлекательную программу на фестивале «Крутая песочница»



Game News

Age of Sail: Navy & Pirates 1.0.1.13



Москва

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Свыше 5,2 миллиона жителей Московского региона получают набор социальных услуг в натуральном виде



News Every Day

Creepy King Charles Painting Is Vandalized by Radical Animal Rights Activists, Gets a Cartoon Face and Speech Balloon!



Происшествия

В Коми ввели штрафы за «склонение к абортам»



Москва

Пожарный из Тулы преодолел 113 км на соревнованиях по триатлону за 5 часов



Фёдор Шаляпин

«Всю жизнь я зарабатывал пением и… легким аферизмом». Прохор Шаляпин раскрыл источники дохода в шоу «Вкусно с Анфисой Чеховой» на ТВ-3



Москва

И Индия туда же



Кирилл Скачков

Кирилл Скачков из Новокузнецка стал победителем Игр стран БРИКС-2024



Москва

Концертный директор для музыкантов. Концертный директор для певцов. Концертное агентство в Москве. Букинг агентство. Организация концертов и гастролей.



Музей

Музей Победы ко Дню медика открыл новую площадку



Симферополь

Фольклорно-литературная программа «Сказки детства, полные чудес, нас уводят в царство тридесятое»



Москва

«ЯРКО» провела развлекательную программу на фестивале «Крутая песочница»



Москва

Собянин утвердил проект строительства общественно-делового центра в ЗАО



Москва

«ЯРКО» провела развлекательную программу на фестивале «Крутая песочница»



Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Перечислены виды транспорта, которые выпускаются в «Технополисе Москва»





Путин в России и мире
Москва

Эрдоган рассказал о переговорах Фидана и Путина на тему выборов в курдских районах в Сирии


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



VK Fest

Планы на выходные 15 – 16 июня: VK Fest в Сочи и продолжение «Бриджертонов»



Москва

Массовое ДТП произошло на Тверской улице

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net