რუმინეთის პრეზიდენტმა მთავრობის ფორმირება მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიის ლიდერ, დაჩიან ჩოლოშს, დაავალა
![რუმინეთის პრეზიდენტმა მთავრობის ფორმირება მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიის ლიდერ, დაჩიან ჩოლოშს, დაავალა](https://gdb.rferl.org/7e8d29a0-9f53-4ae2-be8b-c2c77086dde7_w800_h450.jpg)
რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა, მემერჯვენე-ცენტრისტული
„რუმინეთის ხსნის კავშირის“( USR) ლიდერ, დაჩიან ჩოლოშს დაავალა მთავრობის ფორმირება. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც 5 ოქტომბერს რუმინეთის პარლამენტმა ხმების დიდი უმრავლესობით დაუჭირა მხარი პრემიერ-მინისტრ ფლორინ კიცუს მემარჯვენე-ცენტრისტული მთავრობის გადადგომას.
11 ოქტომბრის განცხადებაში კლაუს იოჰანისმა აღნიშნა, რომ ის დაიწყებს კონსულტაციებს პარლამენტში შემავალ ყველა პარტიასთან და დასძინა, რომ მომავალი მთავრობის მთავარი ამოცანა უნდა იყო დამანგრეველ COVID-19-ის მეოთხე ტალღასთან. რუმინეთში პრობლემებს ქმნის ასევე ენერგომატარებლების ფასის ზრდა მოახლოებული ზამთრის წინ.
49 წლის კიცუ - აშშ-ში განათლებამიღებული ბანკირი - შარშან დეკემბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. მაგრამ მან დაკარგა მემარჯვენე-ცენტრისტულ კოალიციაში შემავალი პარტნიორების მხარდაწერა კიცუს „დიქტატორული ქცევის“ გამო, როცა მან USR-ის რამდენიმე წევრი გაათავისუფლა მთავრობიდან, მათ შორის, იუსტიციისა და ჯანდაცვის მინისტრები.
USR-ს 5 ოქტომბერს შეუერთდა რადიკალურ ნაციონალისტურ პარტია AUR-ს, რათა მხარი დაეჭირა მთავრობის მიმართ უნდობლობის ვოტუმისთვის, რომელიც სოციალ-დემოკრატების მიერ იყო ინიცირებული.