160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


<
>

შეწყალება და სხვა გზები სააკაშვილის დაკავების შემთხვევაში - რა არ უნდა გამოგრჩეს 30 სექტემბერს

შეიწყალებს თუ არა მეხუთე მესამეს?



ბოლო დღეებში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ქართულ ოცნებას“ აშკარა პოლიტიკური უხერხულობა შეუქმნა კოალიციური მთავრობის საჭიროებასთან დაკავშირებული მოსაზრებით, რომელიც მან ფრანგულ გამოცემა "კვირის ჟურნალთან" (JDD) ინტერვიუში გაახმაურა.


„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი პარტია პრეზიდენტს იმდენად აღარ ენდობა, რომ მისგან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასაც მოელის და თადარიგის დაჭერას ცდილობს.


მელიამ „ძალიან სარწმუნო“ უწოდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „პროკურატურაში „ტოპ“ რამდენიმე პროკურორს დაავალეს სასწრაფოდ ახალი სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში ნიადაგის მომზადება“, - სწორედ იმ შემთხვევისთვის, თუკი პრეზიდენტი ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს.


მიხეილ სააკაშვილის შეწყალების პერსპექტივას ვერ ხედავს „ქართული ოცნება“. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა 28 სექტემბერს უთხრა ჟურნალისტებს, მმართველ გუნდში ამგვარი მოლოდინი არ არსებობს.


ის, რომ დაკავების შემთხვევაში ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ყველაზე სწრაფი გზა სწორედ ზურაბიშვილის შეწყალებაა, იურისტებისთვისაც ნათელია. პრეზიდენტს შეუძლია შეიწყალოს ის დაკავებულიც, ვისაც მისთვის შეწყალების მოთხოვნით არ მიუმართავს.


არსებობს კიდევ ერთი გზაც. სააკაშვილის დაკავების შემთხვევაში საქმეში შესაძლოა უკრაინა ჩაერთოს. კიევს აქვს უფლება მისი ექსტრადიცია მოითხოვოს.


თუ მართლაც დააკავეს, როგორ შეეძლება ექსპრეზიდენტს ციხის დატოვება? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.


 




ფიქრობს თუ არა ევროკავშირი საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე?



გუშინ გამოცემა euobserver-მა ევროკავშირის შიდა დოკუმენტზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ევროკავშირმა საქართველოს, მოლდოვისა და ბალკანეთის ქვეყნებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ იმსჯელოს.


გამოცემის თანახმად, ამის ინიციატორი საფრანგეთი, იტალია და გერმანია იყო. მიზეზად კი ამ ქვეყნებიდან თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნები და არალეგალი მიგრაცია სახელდება.


მალე ამ ინფორმაციას გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გამოეხმაურა და მას ცრუ ინფორმაცია უწოდა.


ევროკავშირის მხრიდან საქართველოს, მოლდოვისა და ბალკანეთის ქვეყნებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ მსჯელობის შესაძლო დაწყებას უარყოფს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც. ისიც გამოქვეყნებულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს.


„მე მინდა დავამშვიდო ყველა და ასევე, იმედი გავუცრუო იმ ადამიანებს, რომლებმაც ძალიან აიტაცეს ეს ამბავი. მე ვიცი, რომ დიდი აღტკინებაა ჩვენს ოპონენტებში და წარმოუდგენელია, როცა ოპონენტები ხარობენ სავარაუდოდ ქვეყნის წარუმატებლობით და მათ მინდა იმედები გავუცრუო და ვუთხრა, რომ ეს ძალიან დიდი ტყუილია. ამ სტატიაში კონკრეტულად საქართველოზე არ არის საუბარი, მოლდოვაზე და აღმოსავლეთ ბალკანეთის ქვეყნებზეა საუბარი და არათუ გაზრდილია თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა, პირიქით, საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 75%-ით არის შემცირებული. ასე რომ, ეს ძალიან დიდი ტყუილია, არაფერი არ გვემუქრება, ყველაფერი ძალიან კარგად არის", - განაცხადა ზალკალიანმა.


წაიკითხე მეტი.


 




ბიუჯეტის დეფიციტი ისტორიულ მაქსიმუმზეა - რას ნიშნავს ეს ჩვენთვის



ისეთი დეფიციტი საქართველოს ბიუჯეტს, როგორიც დღეს აქვს, ბოლო ათი წლის განმავლობაში არ ჰქონია. 2021 წლის პირველ 6 თვეში ბიუჯეტის შემოსავლები მილიარდი ლარით ნაკლებია ამავე პერიოდის ხარჯებთან შედარებით და საბიუჯეტო დეფიციტმა 7,6 %-ს მიაღწია.


დეფიციტის მთავარი მიზეზი პანდემიის პერიოდში გაზრდილი ხარჯები და შემცირებული შემოსავლებია, ეს იმის მიუხედავად, რომ 2021 წელს წინა წელთან შედარებით ეკონომიკამ ნელი გამოცოცხლება დაიწყო და ბიუჯეტშიც ამ წლის პირველ 6 თვეში იმაზე მეტი თანხა შევიდა, ვიდრე დაგეგმილი იყო.


ეკონომიკური თავისუფლების აქტის მიხედვით ბიუჯეტის დეფიციტი 3 %-ს არ უნდა აჭარბებდეს. 2021 წელს ეს მაჩვენებელი დაშვებულზე ორჯერ მეტია და 7 %-ს ცდება. ამავე კანონის მიხედვით, ქვეყნის საგარეო ვალი არ შეიძლება იყოს მთლიანი შიდა პროდუქტის 60 %-ზე მეტი. არადა, ბიუჯეტის დეფიციტის შევსების ყველაზე გავრცელებული გზა საგარეო ვალებია. საქართველომ პანდემიისას გაზრდილი საგარეო ვალებითაც ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და ახლა სურს მისი ოდენობა წლის ბოლომდე 54,6 %-მდე შეამციროს.


ექსპერტების აზრით, დროის მოკლე მონაკვეთში დეფიციტური ბიუჯეტი მოქალაქეების ყოველდღიურობაზე გავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ თუკი ქვეყანა ამ პრობლემას ვერ გადაჭრის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ნდობას დაკარგავს და დეფიციტური ბიუჯეტიც გავლენას იქონიებს მოქალაქეების შემოსავალზე.


წაიკითხე მეტი ნასტასია არაბულის სტატიაში.


 




საქართველოს ადგილობრივ არჩევნებს ევროპარლამენტის დელეგაცია დააკვირდება



ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, საქართველოში დანიშნულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს ეუთო/ODIHR-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, დააკვირდება ევროპარლამენტი, ეუთო/ODIHR-თან და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესთან ერთად.


ევროპარლამენტის დელეგაცია არიან ანა ფოტიგა, მარინა კალიურანდი, მარკეტა გრეგოროვა და სხვები.


წარმომადგენლობის ინფორმაციით, ევროპარლამენტარები საქართველოში ჩამოვლენ 29–30 სექტემბერს და, ოფიციალური პროგრამის ფარგლებში, შეხვდებიან ევროკავშირის ელჩს, ეუთოს წამყვან ჯგუფს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, პოლიტიკური პარტიების, წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს.


ევროპარლამენტის დელეგაციაში შემავალ პირთა სრული სია ნახე აქ.


 




ილია მეორე „სუსის მასალებზე“ განცხადებას აქვეყნებს და მედიის ნაწილს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს



საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე „სუსის მასალების“ გავრცელებას განცხადებით ეხმაურება.


„გაურკვეველი წარმომავლობის გამოქვეყნებულ ფაილებში ტყუილ-მართლის გარჩევა შეუძლებელია; ერთი კი ცხადია: ამ მასალამ ეკლესიისადმი მტრულად განწყობილ ძალებს მისცა ცილისწამების, პატივის, ღირსებისა და რეპუტაციის შემლახველი ჭორების გავრცელების საშუალება, რაშიც სხვებთან ერთად აქტიურად არიან ჩართულნი თავისი სკანდალური ქმედებებით ცნობილი რამდენიმე სასულიერო პირი, ე.წ. თეოლოგები საინფორმაციო საშუალებები და ზოგიერთი ტელევიზია", - აცხადებს პატრიარქი.


ილია მეორის განცხადებაში ლაპარაკია მედიის ორმაგი სტანდარტის შესახებ. პატრიარქი მიუთითებს მედიის ნაწილის მხრიდან დანაშაულის ხელშეწყობაზე.


„იკვეთება აღნიშნული ტელევიზიებისა და, ზოგადად, მასმედიის ორმაგი სტანდარტიც: საზოგადოებას კარგად ახსოვს, როგორი მკვეთრად უარყოფითი რეაგირება ჰქონდათ მათ (ისევე, როგორც ყველას) არც თუ ისე დიდი ხნის წინ მასმედიის წარმომადგენლებზე და სხვა პირებთან დაკავშირებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ეთერში გაშვებაზე. ახლა კი თვითონ არიან დანაშაულის ხელშემწყობნი, - ცილისწამების მთავარი და ყველაზე ფართომასშტაბიანი გამავრცელებელნი, მათ შორის შერჩევითობის პრინციპით.


მაგ. ადრინდელ მნიშვნელოვან მოვლენებზე რომ არაფერი ვთქვათ, მათ ეთერში არაფერი გაჟღერებულა თუნდაც იმ საუბრების შესახებ, სადაც მღვდელმთავრების დაპატიმრებასა და საპატრიარქოს შტურმით აღებაზეა საუბარი; ეს ხომ მეტად საგულისხმო ინფორმაციაა?!" - ვკითხულობთ პატრიარქის წერილში.


წაიკითხე მეტი.


 




ხელოვნური კუნძული - პროექტი, რომელიც ბათუმის ბუნებრივ კონფიგურაციას ცვლის



“ამბასადორი ჯგუფი” ბათუმის სანაპიროზე ხელოვნური კუნძულის კონტურებს კვეთს. მთავრობა, მიუხედავად იმისა, რომ გარემოზე ზემოქმედება შესწავლილი არ არის, პროექტს მხარს უჭერს, ბათუმელების ნაწილი კი შიშით უყურებს იდეას, რომელიც ქალაქს სამუდამოდ შეცვლის.


შპს „ქალაქს პრაქტიკულად, მიწა აღარ დარჩა. ეს კი იქნება ახალი ტერიტორია, განვითარების ახალი ზონა“, - ასე ხედავენ ბათუმის მომავალს კომპანია „ამბასადორ ბათუმი აილენდში“, რომელსაც შავ ზღვაში ხელოვნური კუნძულის შესაქმნელად გადაეცა 90 ჰექტარი ტერიტორია. ის მოიცავს ბარცხანისა და თამარის დასახლების ორკილომეტრიან სანაპირო ზოლს.


შპს „ამბასადორ ბათუმი აილენდის“ (ეს კომპანია სპეციალურად ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის შეიქმნა 2021 წლის ზაფხულში) პროექტს „ამბასადორი ჯგუფი” აფინანსებს, რომელიც საქართველოში არაერთ სასტუმროს ფლობს, მათ შორის თბილისსა და კაჭრეთში.


„ამბასადორ ბათუმი აილენდის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ფრიდონ ქათამაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ხელოვნური კუნძული ზღვაში 50-60 ჰექტარზე შეიჭრება:


„პირველი ეტაპის კვლევებით დადგინდა, რომ ეს ზღვისპირა ზონა - ბარცხანა-ბენზეს ტერიტორია - ყველაზე მდგრადია. აქ ყველაზე ნაკლებადაა აგრესიული ტალღის ზემოქმედება, წყალმარჩხშია, ნაკლებად ეროზიული და ამიტომ გადაწყდა სწორედ ამ ადგილზე ამ პროექტის განხორციელება. წინასწარი კვლევები უკვე ჩატარებულია“.


თუმცა მთავარი - გარემოზე ზემოქმედების, გეოლოგიური და ბათიმეტრიული კვლევები ჯერ არ ჩატარებულა. ფრიდონ ქათამაძე დარწმუნებულია, რომ ზღვაში ხელოვნური კუნძული 4 წელიწადში გაშენდება, 7-8 წელიწადში კი კუნძული დასახლდება - დასრულდება შენობა-ნაგებობების და ინფრასტრუქტურის მშენებლობა.


წაიკითხე მეტი ეკა ლორთქიფანიძის სტატიაში.


 




 








 






 


რა უნდა ქნა, თუკი მთელი სამყარო შენ ირგვლივ ერთ დიდ, ცარიელ ოთახად იქცა? თუკი საჭმელმა გემო დაკარგა, ადამიანები უინტერესოები გახდნენ, შენს გონებასა და სხეულს კი უზარმაზარი ქვის ფილა ადევს? რა ხდება მაშინ, როცა მძიმედ ხარ ავად, შენ კი საკუთარ თავსაც ვერ უტყდები ამაში? ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2018 წლის მონაცემების მიხედვით, იმ დროისთვის მსოფლიოში 264 მილიონი ადამიანი დეპრესიით იტანჯებოდა. ზუსტი ციფრები არ გვაქვს, თუმცა დიდი ალბათობით, პანდემიასთან ერთად ეს ციფრი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

В Архангельской области спрос на хирургов вырос в два раза



VIP

Дистрибьюция Музыки. Дистрибьюция Музыки в России. Дистрибьюция музыки в вк. Яндекс музыка дистрибьюция. Цифровая дистрибьюция музыка. Дистрибьюция музыки под ключ.




Українські новини

Як обрати дверну ручку для дому: Поради та рекомендації



Новости 24 часа

ИНСТРУКТАЖ ПО БЕЗОПАСНОСТИ



Game News

After nearly 10 years of waiting, the sequel to one of the weirdest games I've ever played is finally almost here



Москва

Обвиняемый в мошенничестве экс-замглавы МО Булгаков увиделся с женой в суде



News Every Day

Elle King shares major life update after opening up about 'toxic' relationship with dad Rob Schneider



Авто

«Байкал Сервис» удвоил складскую площадь в Калининграде



Москва

Новый Афганистан на пороге своего признания



Песня

Фестиваль «Песня года» 2024 состоится в ДС «Мегаспорт» в Москве



Москва

В Москве проходит прощание с единственным сыном Ирины Понаровской – первые фото



WTA

Теннисистка Касаткина прошла в полуфинал турнира WTA в Сеуле



Москва

В Подмосковье сотрудники Росгвардии задержали подозреваемого в убийстве



Сбер

Руководители МФЦ Марий Эл посетили выездную конференцию Сбера



Симферополь

Литературно-биографическая страничка "Жизнь, отданная людям", к 120-летию со дня рождения Н.Островского



Москва

В Подмосковье сотрудники Росгвардии задержали подозреваемого в убийстве



Москва

Собянин: Более 10,5 млн человек посетили главный летний фестиваль Москвы



Москва

На матче "ЦСКА-Динамо" родилась новая семья



Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

1114 кг мусора и вторсырья за час: новый рекорд акции «Живи Экологично»





Путин в России и мире
Москва

Владимир Путин направил приветствие участникам и гостям Международного форума «Российская энергетическая неделя — 2024»


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Николай Лукашенко рассказал, как готовился к выступлению на «Минск-Арене»




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Трамп назвал Зеленского "лучшим торгашом в истории"


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Анастасия Волочкова

«Это было последним ударом»: Волочкова вспомнила как ее бросил Керимов



Москва

Отопительный сезон начнется в Люберцах 27 сентября

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net