სომალის დედაქალაქში მინიმუმ რვა ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, დაიღუპა ტერაქტის შედეგად
![სომალის დედაქალაქში მინიმუმ რვა ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, დაიღუპა ტერაქტის შედეგად](https://gdb.rferl.org/B6288D73-CCF5-455F-875E-8C3C3BD7BB79_cx23_cy14_cw75_w800_h450.jpg)
სომალის დედაქალაქ მოგადიშოში მინიმუმ რვა ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, დაიღუპა თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად.
ტერაქტისთვის, რომელიც პრეზიდენტის სასახლის მახლობლად მოხდა, პასუხისმგებლობა იკისრა ტერორისტულმა დაჯგუფება „ალ-შაბაბმა“.
როგორც პოლიციის პრესსპიკერმა უთხრა ჟურნალისტებს აფეთქების ადგილზე, მსხვერპლის რიცხვი შეიძლება უფრო დიდი იყოს, ვინაიდან ზოგიერთი დაღუპული და დაჭრილი ნათესავებმა მოაშორეს შემთხვევის ადგილს.
მისი თქმით, მოკლულია რვა ადამიანი, მათ შორის - ერთი ჯარისკაცი, ქალი და მისი ორი ბავშვი. „ალ-შაბაბი“ სამოქალაქო პირებს ხოცავს“, დასძინა მან.
„ალ-შაბაბი“, რომელიც ქვეყანაში უფრო მკაცრი რელიგიური კანონის დამყარებისთვის იბრძვის, წლების განმავლობაში აწყობს თავდასხმებს სამოქალაქო პირებსა და სამთავრობო ჯარებზე. მეამბოხეთა მიზანია, ჩამოაგდონ მთავრობა, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა უჭერს მხარს.