ირაკლი ღარიბაშვილი აიცრა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სრულად ვაქცინირებულია. მთავრობის მეთაური კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის” ვაქცინის მეორე დოზით 16 სექტემბერს აიცრა. ვაქცინაცია ირაკლი ღარიბაშვილს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ჩაუტარდა.
პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ვაქცინების უსაფრთხოების და პანდემიის დამარცხების პროცესში ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ. მან მოქალაქეებს პროცესში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი:
საქართველოში 16 სექტემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 589 024 აცრა.
სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულია 928 192 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 32.5%.
სრულად ვაქცინირებულია 660 832 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 23.1%.
14 სექტემბერს აიცრა 25 150 ადამიანი.