გეიბლ სტივსონმა თავისუფალ ჭიდაობას WWE ამჯობინა
![გეიბლ სტივსონმა თავისუფალ ჭიდაობას WWE ამჯობინა](https://gdb.rferl.org/9a7c7549-d1b0-4c39-a6a1-33f9db851301_w800_h450.jpg)
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გეიბლ სტივსონი პროფესიული ჭიდაობის ლიგაში (WWE) გადავიდა. ამით, მან უარი თქვა პროფესიული ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც ოქტომბრის დასაწყისში, ოსლოში გაიმართება.
21 წლის სპორტსმენი, რომელმაც ოლიმპიადის ფინალში, ბოლო წამზე დაამარცხა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი, საჭიდაო ხალიჩაზე ქართველ მძიმეწონოსანს სავარაუდოდ აღარასოდეს შეხვდება. სტივსონმა WWE-სთან უკვე გააფორმა კონტრაქტი და ამერიკაში პოპულარულ საჭიდაო შოუში მალე გამოჩნდება.
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში კი, მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატამდე ორ კვირაზე ცოტა მეტი რჩება. სეზონის ბოლო დიდი შეჯიბრება ოსლოში გაიმართება და მასში საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით ჩაებმება.
გენო პეტრიაშვილი ნორვეგიაში ტიტულის ზედიზედ მეოთხედ მოსაგებად იბრძოლებს. ქართველმა მძიმეწონოსანმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლოს 2015 წელს წააგო.