Мы в Telegram
Добавить новость





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


<
>

განწყობები არჩევნებამდე 23 დღით ადრე „ედისონ რისერჩის“ მიხედვით - რა არ უნდა გამოგრჩეს 10 სექტემბერს

პარტიების რეიტინგი - „ედისონ რისერჩის" გამოკვლევის შედეგები გამოქვეყნდა

ტელეკომპანია „ფორმულის“ დაკვეთით კომპანია „ედისონ რისერჩის" მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგები 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე პარტიების შესახებ საზოგადოების განწყობას ასახავს.

გამოკითხვა ჩატარდა 13 აგვისტოდან 5 სექტემბრის პერიოდში. პირისპირ გამოიკითხა 1500 ადამიანი, 18 წელს ზემოთ.

შეკითხვაზე, „დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?" გამოკვლევის თანახმად, ალოკაციით, პარტიული რეიტინგების პირველი ხუთეული ასეთია:

„ქართული ოცნება" - 33%;

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 25%;

„საქართველოსთვის" - გიორგი გახარია - 10%;

„ლეიბორისტული პარტია" - 6%;

„გირჩი - მეტი თავისუფლება" (ზურაბ ჯაფარიძე) - 4%;

ამავე გამოკვლევის თანახმად, ასე გადანაწილდა შედეგები შეკითხვაზე, ვის დაუჭერენ მხარს 2021 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ის რესპონდენტები, რომლებიც აცხადებენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმა მისცეს „ქართულ ოცნებას".

გამოკვლევის თანახმად, 2020 წლის არჩევნებში მიღებული ხმების 67%-ს ინარჩუნებს „ქართული ოცნება". დანარჩენი რესპონდენტები კი ასე გადანაწილდნენ:

11% - „საქართველოსთვის" - გიორგი გახარია;

6% - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"

3% - „ლეიბორისტული პარტია";

2% - „გირჩი - მეტი თავისუფლება" (ზურაბ ჯაფარიძე)

2% - „პატრიოტთა ალიანსი"

1% - „ლელო";

1% - „ხალხისთვის" - ანა დოლიძე;

7% - სხვა.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ლაშქარავას გარდაცვალებას 78% სრულად ან ნაწილობრივ უკავშირებს 5 ივლისის მოვლენებს - „ედისონ რისერჩი"  

ყვარელში, ბანკის ფილიალზე თავდამსხმელი ცნობილია - გამოძიება ტერორისტული აქტის მუხლით დაიწყო

ყვარელში, საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა სადაც მისი სახელი და გვარი ინიციალებით არის აღნიშნული, თუმცა რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ დაკავებული 1972 წელს დაბადებული შალვა მელიქიშვილია.

შსს-ს განცხადებით, ის დაკავებულია ბაკის ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით.

გამოძიების ვერსიით, შეიარაღებული შალვა მელიქიშვილი ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის" ფილიალში 9 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში შეიჭრა და დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით 13 პირი მძევლად აიყვანა. როგორც შსს აღნიშნავს, ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მობილიზება და დაიწყო ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და თავდამსხმელს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად, შალვა მელიქიშვილმა მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაკავების შემდეგ კომენტარი გააკეთა მომხდარზე. მისი თქმით თავდამსხმელი სხვადასხვა რაოდენობის თანხას მოითხოვდა, თუმცა ამჯერად შსს-ს მისი მოთხოვნა არ შეუსრულებია.

წაიკითხე მეტი.

 

ნიკა მელია უარს ამბობს ამნისტიაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია უარს ამბობს მასზე გავრცელდეს ამნისტიის კანონი, რომელიც 7 სექტემბერს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო და რომელიც 20 ივნისის მოვლენებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს ყველას ვინც ამნისტიას დათანხმდა.

"არანაირი თანხმობა [არ ექნება] ბიძინა ივანიშვილის სასამართლოს ჩემი მხრიდან. მე მას მოწყალებას არ ვთხოვ, ჩემზე გავრცელდეს ის, რაც მე არ ჩამიდენია... ეს საპროცესო გარიგება უფრო არის... ჩემ გამო ჩაწერეს დათქმა, რომ თუ მელია არ მიიღებს ამ ამნისტიის კანონს, არ გავრცელდეს მასზე. პარალელურად, რეალური მოძალადეები არიან გათავისუფლებულები", - თქვა ნიკა მელიამ, რომლის სასამართლო სხდომაც გუშინ საქალაქო სასამართლოში ჩატარდა.

"ამნისტიის კანონის" გავრცელებასთან დაკავშირებით კითხვა მისი საქმის განმხილველ ნინო ჩახნაშვილმა პირადად ნიკა მელიას ვერ დაუსვა, რადგან ის სხდომიდან არის გაძევებული. მოსამართლეს პასუხი მის ნაცვლად დაცვის მხარემ გასცა.

ამნისტიის შესახებ კანონის მიღება იყო „შარლ მიშელის შეთანხმების“ ერთ-ერთი პუნქტი, თუმცა პრაქტიკაში ოპოზიციამ და ხელისუფლებამ მასზე შეთანხმება ვერ მოახერხა. პარლამენტში ამნისტიის ორ ვერსიაზეც კი იყო საუბარი, თუმცა საბოლოოს „ოცნების“ ვარიანტი  იქნა მიღებული. ოპოზიციის გარდა მას არ ეთანხმებიან 20 ივნისს დაზარალებულები და მათი ოჯახის წევრებიც.

წაიკითხე მეტი.

 

დღეს ბრალს წაუყენებენ შანაი ბრუკის მკვლელობაში ეჭვმიტანილს - კიდევ რას ედავებიან მას?

ავსტრალიის მოქალქის შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ რაფაელ მურსაკულოვს ბრალს დღეს წაუყენებენ. დაკავებული დუმილის უფლებას ნარჩუნებს.

საკმაოდ მოცულობით, 8 ტომიან საქმეს ახლა მისი ადვოკატი სოფიო გოგლიჩიძე ეცნობა. „ჯერ ძალიან მცირე რაოდენობით მასალას გავეცანი. ამ ეტაპზე რასაც გავეცანი, საქმის მასალებში არც მკვლელობის მოტივი და არც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის საქმესთან შემხებლობა არ იკვეთება. ბრალდებული კვლავ დუმილის უფლებას იყენებს. ვინაიდან მას ამ საქმესთან არანაირი შემხებლობა არ აქვს, მისთვის ეს დაკავება აბსოლუტურად მოულოდნელია“, - ეუბნება ადვოკატი რადიო თავისუფლებას.

რაფაელ მურსაკულოვის დაკავების შემდეგ ფეისბუკში სავარაუდოდ მის მიერ ჩადენილი კიდევ ერთი დანაშაულის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

ფეისბუკმომხმარებელი ანი გაგუა წერს, რომ რამდენიმე თვის წინ მის მეგობარს რაფაელ მურსაკულოვი და მასთან ერთად მყოფი კიდევ ერთი პირი მთაწმინდაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ.  

წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

 

"სილქნეტი" "ალტ-ინფოს" ქსელში ჩართავს

სატელეკომუნიკაციო კომპანია "სილქნეტი" ჰომოფობიური ჯგუფების ტელევიზიას "ალტ-ინფოს" მოთხოვნას, მისი მაუწყებლობა ჩაესვა ყველა პაკეტში, დათანხმდა. იმის გამო, რომ სატელეკომუნიკაციო კომპანია ამ მაუწყებელს მოთხოვნაზე უარს ეუბნებოდა, საკითხი კომუნიკაციების კომისიაში განიხილებოდა.

საქართველოს კანონმდებლობით "სილქნეტი" ვალდებული იყო "ალტ-ინფოს" მოთხოვნა შეესრულებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში საკითხის გადაჭრამდე მუდმივად დააჯარიმებდნენ. "სილქნეტმა" "ალტ-ინფოს" უარი 8 ივნისს უთხრა - წერილში აღნიშნული იყო, რომ მათ იმ ეტაპზე არ ჰქონდათ ტექნიკური შესაძლებლობა.

"გუშინ გავაფორმეთ ხელშეკრულება, კანონის შესაბამისად სავალდებულო გატარების თაობაზე და დაადასტურებს მხარე", - თქვა კომისიის სხდომაზე "სილქნეტის" მთავარმა იურისტმა, კახი ყურაშვილმა.

"ალტ-ინფომ" "სილქნეტს" ქსელში ჩართვის მოთხოვნით დაახლოებით ორი თვის წინაც უჩივლა, თუმცა საჩივარი 29 ივლისს უკან გაითხოვა.

წაიკითხე მეტი.

 

„ხალხს 20 ათასი ლარი ჰქონდა გადახდილი“ - ახალი კანონით, ნასვამ მძღოლებს დააპატიმრებენ

3 თვეში ამოქმედდება კანონი, რომლის მიხედვითაც, ნასვამ მდგომარეობაშიმანქანის მართვა ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება.

გამკაცრდა სასჯელი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე, საგრძნობლად გაიზარდა ფულადი ჯარიმები. ნასვამი მდგომარეობაში მანქანის მართვისას კი (თუკი ეს განმეორებით ხდება) მძღოლს ჯარიმის გარდა, ადმინისტრაციული წესით პატიმრობაც (5-15 დღე) ემუქრება.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის ინიციატორები პარლამენტარები ლევან იოსელიანი და ალეკო ელისაშვილი იყვნენ. ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ბოლო ოცი წლის მონაცემებით, ავტოავარიებში საქართველოში 460 ადამიანია დაღუპული, 7 ათასამდე კი დაშავებული, მიზეზი ხშირ შემთხვევაში ნასვამი მძღოლი იყო.

წაიკითხე მეტი.

 

დმანისში  ჰომინიდების გავრცელების ახალი კერა იპოვეს

მუზეუმის მკვლევართა გუნდმა დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ოროზმანთან, საქართველოში აფრიკის კონტინენტის ფარგლებს გარეთ ჰომინიდების გავრცელების ახალი კერა გამოავლინა, რომელიც 1.77-1.84 მილიონი წლით თარიღდება.

კარგად შემონახულ განამარხებულ ცხოველთა ნაშთებთან ერთად, გამოვლინდა დმანისის მსგავსი ადრეპალეოლითური (1.77-1.84 მილიონი წელი) არტეფაქტები – ქვის იარაღები, ანატკეცები და ა.შ. ამ აღმოჩენით გაჩნდა მტკიცებულება, რომ დმანისის ცნობილი არქეოლოგიური ძეგლის გარდა, კიდევ ერთი მსოფლიო მნიშვნელობის პრეისტორიული ობიექტი არსებობს.

წაიკითხე მეტი.

 

ანქვაბი და  მოშლილი ტომოგრაფი - რა ხდება აფხაზეთში?

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ეკონომიკური და ენერგეტიკული კრიზისია, ვერ ხერხდება პანდემიის ეფექტიანი მართვა. მოუგვარებელია წყლისა და დენის სტაბილური მიწოდების საკითხი; დროულად ვერ გაიცემა ხელფასი და სოციალური დახმარებები; გამოუძიებელია გახმაურებული შემზარავი მკვლელობები. 

ადგილობრივი პოლიცია და მართლმსაჯულების ორგანოები არ მალავენ თავიანთ კავშირს კრიმინალურ სამყაროსთან - დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებას კი არ აქვს გეგმა, როგორ გამოვიდეს შექმნილი კრიზისიდან. მეტიც, როგორც აფხაზი პოლიტოლოგი, "ეხო კავკაზას" კონტრიბუტორი, იზიდა ჭანია ამბობს, პრობლემების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მოქმედი ხელისუფლების მიერ არის შექმნილი, მთავარ დამნაშავედ კი დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი, ალექსანდ ანქვაბი სახელდება.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უმაღლესი ხელისუფალი პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტია. 2020 წლის 23 აპრილიდან საქართველოს ამ ოკუპირებული რეგიონის პირველ პირად ასლან ბჟანია ითვლება, თუმცა აფხაზეთში მოქმედი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების უმეტესი ნაწილის აგრესია, გამოწვეული მასშტაბური კრიზისით, მიმართულია არა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, არამედ პრემიერ-მინისტრის, ალექსანდ ანქვაბის წინააღმდეგ. როგორც ჩანს, უკმაყოფილების მასშტაბი იმდენიად დიდია, რომ საქმე ქუჩის საპროტესტო გამოსვლებამდეც მივა. ყოველ შემთხვევაში, აფხაზ ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაას“ -ს (“მეომრები“) ხელმძღვანელმა, ტიმურ გულიამ უკვე მოუწოდა აფხაზეთის მოსახლეობას, მოემზადონ საპროტესტო აქციებისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, დაიწყება ოქტომბერში, როცა პრობლემები კიდევ უფრო მეტი სიმწვავით იჩენენ თავს.

წაიკითხე მეტი ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.

 

 

 

1. როგორ ხასიათზე დადექით, როცა გაიგეთ, რომ სწავლა ისევ ონლაინ იწყება? 2. რა გირჩევნიათ, ონლაინ სწავლა თუ სწავლა საკლასო ოთახებში? 3. რა უნდა გაეკეთებინათ უფროსებს, რომ სწავლა ბავშვებს სკოლაში დაეწყოთ? გაიგეთ, რაზე მსჯელობენ ბავშვები ამ და სხვა საკითხებზე

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

АО «Транснефть - Север» оказало благотворительную помощь детскому саду в Архангельской области



Мир

Сэкономить и оторваться с Angsana Velavaru




Українські новини

Монтаж димоходів та вентиляційних систем у Києві



Новости 24 часа

В Дубне сотрудники Росгвардии помогли утиному семейству перейти оживленную трассу



Game News

По аниме и манге «Кайдзю № 8» выпустят PC и мобильную игру — Kaiju No. 8 THE GAME



Москва

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Свыше 5,2 миллиона жителей Московского региона получают набор социальных услуг в натуральном виде



News Every Day

Creepy King Charles Painting Is Vandalized by Radical Animal Rights Activists, Gets a Cartoon Face and Speech Balloon!



Настроение

Утро нового лета....



Москва

До 28 градусов тепла и переменную облачность спрогнозировали в Москве 16 июня



Игорь Бутман

«Культурная столица мира!»: Бутман раскрыл подробности Moscow Jazz Festival



Москва

Испания после трёхмесячного перерыва возобновила покупку железа и стали из России



Кирилл Скачков

Кирилл Скачков из Новокузнецка стал победителем Игр стран БРИКС-2024



Москва

травят изгоя писателя на районе даже менты тоже



Динамо

В Москве тушат пожар в здании у метро «Динамо»



Симферополь

Аварийное отключение электроэнергии произошло почти в тридцати населенных пунктах Крыма



Москва

«Москва востребована мировым сообществом»: какое значение имеют военно-морские учения России и Египта



Москва

Собянин рассказал о новом вольере для снежных барсов в Московском зоопарке



Москва

травят изгоя писателя на районе даже менты тоже



Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

О вызовах и возможностях России достижения углеродной нейтральности на форуме «Экология» рассказала Н.В. Лукина





Путин в России и мире
Москва

Муфтий Гайнутдин пожелал Путину помощи Аллаха для побед


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко обратился к Рамафосе




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Трамп назвал Зеленского «величайшим торговцем» и пообещал разобраться с траншами Киеву


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Николай Фоменко

Актер Фоменко наградил миллионного зрителя мюзикла "Ничего не бойся, я с тобой"



Москва

Губернатор Подмосковья Воробьев поздравил медработников с праздником

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net