14-მდე გაიზარდა ჩრდილოეთ მაკედონიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა
![14-მდე გაიზარდა ჩრდილოეთ მაკედონიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა](https://gdb.rferl.org/d8393557-1029-47ba-8111-52fac2c87a35_w800_h450.jpg)
ჩრდილოეთ მაკედონიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ხანძარმა, რომელიც წუხელ გაჩნდა კორონავირუსით დაავადებულთა იმპროვიზებულ ცენტრში, სულ მცირე 14 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
„ტეტოვოს COVID-19-ის ცენტრში დიდი ტრაგედია მოხდა. გაზის აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია, ხანძარი ჩავაქეთ, მაგრამ ბევრი ადამიანი დაიღუპა“, - წერს ტვიტერში ჩდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა, ზორან ზაევმა.
მეხანძრეები ხანძარს რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდნენ. ადგილობრივ სახანძრო-სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ ვითარებას ართულებდა ჰოსპიტალში არსებული ჟანგბადის ბალონების აფეთქება.