რუსეთში კიდევ ერთ ოპოზიციონერ კანდიდატს დაუპირისპირეს „ორეულები“
![რუსეთში კიდევ ერთ ოპოზიციონერ კანდიდატს დაუპირისპირეს „ორეულები“](https://gdb.rferl.org/7fae6568-2518-4777-a6ba-6ae04264e067_w800_h450.jpg)
რუსეთის ამურის ოლქის საკანონმდებლო კრების დეპუტატობის კანდიდატი ქალაქ ბელოგორსკიდან, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი, ჟურნალისტი, ნატალია მიხაილოვა აცხადებს, რომ მას დაუპირიპირეს ზუსტად მისი სახელისა და გვარის მქონე ორი კანდიდატი, რათა მას ხმები წაართვან. „სპოილერებს“, როგორც მიხაილოვა უწოდებს მეტოქეებს, მამის სახელიც კი ერთნაირი აქვთ.
რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის საიტის თანახმად, მე-11 საარჩევნო ოლქში დარეგისტრირებულია სამი ნატალია იურიევნა მიხაილოვა.
ერთ-ერთი ორეული, 1972 წელს დაბადებული ნატალი მიხაილოვა ამურის ოლქის ხელისუფლებაში საბინაო-სამეურნეო საკითხების სამინისტროში განყოფილების გამგედ მუშაობს. ამასთან ის ცხოვრობს არა ბელოგორსკში, საიდანაც წამოაყენეს მისი კანდიდატურა, არამედ მეზობელ ბლაგოვეშჩენსკში.
კიდევ ერთი კანდიდატი, 23 წლის ინდმეწარმე ნატალია მიხაილოვა, საოლქო საარჩევნო კომისიამ არჩევნებიდან მოხსნა, რადგან ნასამართლევი აღმოჩნდა.
თავად ჟურნალისტი ნატალია მიხაილოვა ბელოგორსკის საქალაქო საბჭოს მოქმედი დეპუტატია და რეგიონში იგი ცნობილია თავისი ანტიკორუფციული საქმიანობისთვის, რასაც ადგილი აქვს გზების მშენებლობისა და რემონტრის დროს.
ერთ-ერთი გამოძიების დროს მიხაილოვას და მის კოლეგას მანქანა დაუწვეს, მაგრამ პოლიციას დამნაშავე დღემდე არ მოუძებნია.
მიხაილოვა ცხადებს, რომ „კლონების“ საშაულებით ხელისუფლება ცდილობს, რომ არ დაუშვას მისი გამარჯვება მუნიციპალურ არჩევნებში.
ანალოგიური სიტუაციაა პეტერბურგში, სადაც ერთ საარჩენო ოლქში სამი ბორის ვიშნევსკი აღმოჩნა დარეგისტრირებული. აქედან ერთი ოპოზიციური პარტია „იაბლოკოს“ წარმომადგენელი, უფლებათდამცველი ბორის ლაზარევიჩ ვიშნევსკია. ორმა მისმა მეტოქემ კი საარჩევნო კამპანიის წინ შეიცვალეს სახელები და ოპოზიციონერ ვიშნევსკის სრულ „კლონებად“ იქცნენ. „იაბლოკოს“ წარმოამდგენლის განცხადებით, მისმა ორეულებმა ასევე მოუშვეს წვერ-ულვაში, რათა მას დამსგავსებოდნენ.