ნიუ-ორლეანში ელექტროენერგია გაითიშა, ქარიშხალ "იდას" გამო
![ნიუ-ორლეანში ელექტროენერგია გაითიშა, ქარიშხალ](https://gdb.rferl.org/a966dd5b-0611-4d0e-98de-defcec371c18_cx0_cy9_cw0_w800_h450.jpg)
ქარიშხალმა "იდამ", რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქარიშხალია, რომელიც კი ლუიზიანაში ყოფილა, 29 აგვისტოს მთელ ნიუ-ორლეანში გამოიწვია ელექტროენერგიის გათიშვა. ენერგოკომპანია Entergy აცხადებს, რომ 400,000 მოსახლის მქონე ქალაქი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა "ტრანსმისიის კატასტროფული დაზიანების გამო", და ქალაქში ენერგიის ერთადერთ წყაროდ გენერატორები რჩება. ლუიზიანაში სულ 1 მილიონზე მეტი სახლი და ბიზნესია დარჩენილი ელექტროენერგიის გარეშე.
ქარიშხლების ეროვნული ცენტრი (NHC) აცხადებდა, რომ ადგილობრივი დროით საღამოს 8 საათზე შტორმის ცენტრი ნიუ-ორლეანიდან დასავლეთით ინაცვლებდა. "იდას" უწინდელი მეოთხედან მესამე კატეგორია შეუფარდეს, ქარის სიჩქარე საათში 185 კილომეტრს აღწევს.