სახალხო დამცველის თანამშრომლებს სამსახურში კოვიდ საბუთის წარდგენის ვალდებულება დაეკისრათ
![სახალხო დამცველის თანამშრომლებს სამსახურში კოვიდ საბუთის წარდგენის ვალდებულება დაეკისრათ](https://gdb.rferl.org/9914ba7f-9eb0-41a9-85e2-250afccc44ce_w800_h450.jpg)
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს სამსახურში კოვიდ საბუთის წარდგენის ვალდებულება დაეკისრათ. ინფორმაციას სახალხო დამცველის ოფისი ავრცელებს:
"უმძიმესი ეპიდვითარების გამო, რაც ინდივიდუალურად და კოლექტიურად სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ასევე სახალხო დამცველის აპარატში უსაფრთხო გარემოს შექმნისა და იმ პირთა დაცვის მიზნით, ვისთანაც აპარატის თანამშრომლებს აქვთ ურთიერთობა, სახალხო დამცველმა კოვიდ საბუთის წარდგენის ვალდებულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.ბრძანების თანახმად, სახალხო დამცველის აპარატის ყველა თანამშრომელი ვალდებულია წარადგინოს სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან კვირაში ერთხელ, საკუთარი ხარჯით აღებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.