უკრაინა "პრორუსული" პროპაგანდისთვის სანქციებს უწესებს ათობით პირს, მათ შორის კანონმდებელს
![უკრაინა](https://gdb.rferl.org/FA63A28F-8F18-4F0D-94CF-2E675D5BF989_w800_h450.jpg)
უკრაინა სანქციებს დაუწესებს კრემლის პოლიტიკის მომხრე ფიგურებს უკრაინის პოლიტიკაში, ბიზნესსა და მედიაში "პრორუსული" პროპაგანდის გავრცელებისთვის, - განაცხადა ქვეყნის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ 20 აგვისტოს.
სამიზნეთა შორის არის ანდრიი დერკაჩი, უკრაინელი კანონმდებელი, რომელსაც შეერთებულმა შტატებმა სანქცია დაუწესა სექტემბერში მას შემდეგ, რაც ის დაადანაშაულა რუსეთის ჯაშუშობაში, რომელიც აშშ-ის არჩევნებში ჩარევას ცდილობდა.
"სანქციები შეეხება ასევე ექვს ფიზიკურ და სამ იურიდიულ პირს, რომლებიც წარმოადგენენ უცხოური გავლენის ქსელის ნაწილს, რომელიც პარლამენტის ყოფილ წევრთან, ანდრიი დერკაჩთანაა დაკავშირებული", - ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.
"ადრე ამ პირებს შეერთებული შტატებმა დაუწესა სანქციები საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამო".
იანვარში, აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა შვიდ უკრაინელს და ოთხ იურიდიულ პირს რუსეთთან დაკავშირებული საგარეო დაზვერვის ქსელთან მონაწილეობაში, რომელსაც დერკაჩი ხელმძღვანელობს.
დერკაჩს მაშინვე არ გაუკეთებია კომენტარი, თუმცა იქამდე მან უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ ის კორუფციის მხილების გამო ამოიღეს მიზანში.
დერკაჩი დაკავშირებული იყო აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირადი ადვოკატის, რუდი ჯულიანის, მცდელობასთან, მიეკვლია მაკომპრომეტირებელი ინფორმაცისთვის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის, ჰანტერის, შესახებ 2020 წლის საარჩევნო კამპანიის დროს.