საქართველოში კორონავირუსის 3344 ახალი შემთხვევაა, გარდაიცვალა 30 ადამიანი
საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 30 პაციენტი.
ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 27 969ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 3344 შემთხვევა.
სამთავრობო საიტ stopcov.ge-ის თანახმად, დადებითობის მაჩვენებელია:
დღიური - 11,96%;
ბოლო 7 დღის - 9,64%;
ბოლო 14 დღის - 8,62%.
ბოლო დღე-ღამეში 3376-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. 15 მარტიდან გაკეთებულია 626 343აცრა.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 447 913 შემთხვევა. მათგან 400 616 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 6 084 ადამიანი.