აშშ: რუსმა ჰაკერებმა გატეხეს ფედერალური პროკურორების ელექტრონული ფოსტის ანგარიშები
![აშშ: რუსმა ჰაკერებმა გატეხეს ფედერალური პროკურორების ელექტრონული ფოსტის ანგარიშები](https://gdb.rferl.org/86477721-AE1D-44FA-94D3-E8EE8B530EDC_cx0_cy2_cw0_w800_h450.jpg)
რუსმა ჰაკერებმა, რომლებიც გასული წლის ბოლოს აშშ-ის კომპანია SolarWinds-ის პროგრამული უზრუნველყოფის გატეხვის უკან დგანან, შარშან მაისშიც გატეხეს აშშ-ის ფედერალური პროკურორების ელექტრონული ფოსტის ანგარიშები. ამის შესახებ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა.
როგორც Associated Press-ი აღნიშნავს, ჰაკერებმა ელექტრონული ფოსტის მონაცემთა 80% გატეხეს Microsoft-ის სერვერებზე, რომლებითაც სარგებლობდნენ ნიუ-იორკის ოთხი პროკურორის ოფისების თანამშრომლები. მთლიანობაში ელექტრონული ფოსტის ანგარიშები გაუტეხეს სხვადასხვა შტატის პროკურორების 27 ოფისის თანამშრომლებს.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ დააზუსტა, რომ ანგარიშები გატეხეს 2020 წლის შვიდი მაისიდან 27 დეკემბრამდე პერიოდში.