რევაზ აფხაზავა - "გვჯერა, სკოლების დეპოლიტიზების მოძრაობა საბოლოოდ შედეგს მოიტანს"
განათლების სპეციალისტი, რევაზ აფხაზავა სკოლების პოლიტიზაციასა და ამ სისტემაში დასაქმებულებზე ზეგავლენის ბერკეტებზე ლაპარაკობს, მათ შორის, ამბობს - "განათლების სამინისტროს სადამსჯელო ბერკეტები მთლიანად უნდა ჩამოერთვას. დირექტორი თუ რამეს აშავებს, ამისთვის არიან სამართალდამცავი უწყებები".