საქართველოში COVID-19-ით გარდაიცვალა კიდევ 26 ადამიანი, ვირუსი დაუდასტურდა 1264-ს
საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 26 პაციენტი.
სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 19 375 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 1264 შემთხვევა.
უქმე დღეებში, როგორ წესი, ტესტირებულთა რაოდენობა მცირდება. გასული კვირის სამუშაო დღეებში, ყოველდღიურად 30-40 ათასზე მეტი ტესტირებულიდან კორონავირუსი უდასტურდებოდა 2 ათასზე მეტს.
26 ივლისისთვის დადებითობის მაჩვენებელია:
დღიური - 6.52%;
ბოლო 7 დღის - 6.44%;
ბოლო 14 დღის - 5.73%.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 1665-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. გასული დღის განმავლობაში აიცრა 1572 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 404 339 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 139 756.