ნიკოლოზ ბასილაშვილი ოლიმპიურ თამაშებზე მერვედფინალში გავიდა
![ნიკოლოზ ბასილაშვილი ოლიმპიურ თამაშებზე მერვედფინალში გავიდა](https://gdb.rferl.org/25AA1A36-B7A0-4DF6-B96C-F1DDDBCAA760_cx19_cy0_cw73_w800_h450.jpg)
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტოკიო-2020-ზე მეორე შეხვედრა მოიგო და მერვედფინალის საგზური მოიპოვა. ქართველმა ჩოგბურთელმა ესპანელ რობერტო კარბალიეს ბაენასთან 24 ივლისს მოპოვებული იოლი გამარჯვების (6:3 6:2) შემდეგ, დღეს იტალიელ ლორენცო სონეგოს თითქმის სამსაათიან მატჩში, სამ სეტში აჯობა - 6:4 3:6 6:4.
მერვედფინალში ბასილაშვილი ოლიმპიადის ერთ-ერთ ფავორიტს, გერმანიის სახელით მოთამაშე ალექსანდრ ზვერევს, შეხვდება.