Добавить новость





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


<
>

კრემლი უკრაინას რუსული პასპორტებით უტევს

რუსეთის ჰიბრიდული პოლიტიკა აღმოსავლეთ უკრაინაში ახალ-ახალი ფორმებით ცდილობს ესკალაციის გრადუსის აწევას ე. წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში. თუ აპრილის თვეში რუსეთმა სეპარატისტული ანკლავების მახლობლად დამატებით სამხედრო ძალის კონცენტრაციით სცადა კიევის პროვოცირება, ამჟამად კრემლის გადაწყვეტილებით სეპარატისტულ დონეცკსა და ლუგანსკში მცხოვრებ რუსეთის პასპორტის მქონე ასობით ათას ადამიანს უფლება ეძლევა მონაწილეობა მიიღოს დუმის არჩევნებში.

თანაც, თუ გასულ ზაფხულში „პუტინის“ საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად რუსეთის პასპორტის მქონე დროებით ოკუპირებული დონბასის ტერიტორიების მცხოვრებნი რუსეთის როსტოვის ოლქში სპეციალური სარეისო ავტობუსებით გადაჰყავდათ, ამჯერად კრემლმა უფრო დახვეწა დონბასელთათვის საარჩევნო უფლებით სარგებლობის  ფორმები.

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირები ამას დისტანციურად, ონლაინ კენჭისყრის სახით შეძლებენ და მათ აღარც რუსეთის ტერიტორიაზე მოუწევთ წინასწარი რეგისტრაციის გავლა.

კიევი ამ ცნობას საკმაოდ მშვიდად შეხვდა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ასეთი კენჭისყრის შედეგებს არც უკრაინა აღიარებს და არც საერთაშორისო საზოგადოება.

ამასთან, საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით მწვავე რეაგირების გარდა, კიევი მოკლებულია შესაძლებლობას ხელი შეუშალოს დროებით ოკუპირებულ დონბასის ტერიტორიაზე რუსეთის პასპორტების მასობრივი დარიგების პროცესს, რაც რუსეთმა ჯერ კიდევ 2019 წლის ივნისში დაიწყო.

მანამდე, 24 აპრილს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა,  ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელმაც გააადვილა რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება „დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ მცხოვრებთათვის.

თანაც, რუსეთი შეეცადა ეს უკანონობა ჰუმანიტარული ზრახვებით შეეფუთა.

კრემლის ოფიციალური პოზიციის მიხედვით, რაც ორი დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, კიდევ ერთხელ გაიმეორა, პასპორტები აღმოსავლეთ უკრაინაში ჰუმანიტარული მიზნებით და ადამიანის უფლებების დასაცავად გაიცა.

 

არშესრულებისთვის განწირული შეთანხმება

 

მოსკოვი არაფერს ამბობს იმაზე, რომ დონბასში რუსეთის პასპორტების მასობრივი გაცემა სათავეშივე ეწინააღმდეგება „მინსკის სამშვიდობო შეთანხმებას“, მაგრამ თავად ამ საერთაშორისო დოკუმენტის მიმართ უკრაინის ხელისუფლების დამოკიდებულება იმდენად კრიტიკულია, რომ კიევი ბოლო ხანებში ცდილობს საერთოდ არ გააკეთოს აქცენტი ამ კაბალურ შეთანხმებაზე.

„რუსეთმა ესკალაციის გრადუსი ასწია მაშინ, როცა დაიწყო პასპორტების დარიგება. ახლა ჩვენ ვხედავთ, უბრალოდ, ამ პროცესის გაგრძელებას. რაკი მისცეს პასპორტები, როგორც რუსეთის მოქალაქეებს, მათ შეუძლიათ ხმის მიცემა. დამატებითი ესკალაცია იქნებოდა საარჩევნო უბნების გახსნა პირდაპირ არაღიარებულ რესპუბლიკებში, რაც, საბედნიეროდ, არ ხდება. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, ნეგატიურად აღიქმება, როგორც რუსეთის მხრიდან უკრაინაზე ზეწოლის მცდელობა, რათა აიძულოს კიევი, დაეთანხმოს მინსკის შეთანხმებას იმ სახით, როგორიც მაქსიმალურად ხელსაყრელია მოსკოვისთვის და მაქსიმალურად არახელსაყრელია უკრაინისთვის“, - ამბობს იური პანჩენკო, საინფორმაციო პორტალ „ევროპეისკა პრავდას“ საერთაშორისო მიმომხილველი.

2015 წლის თებერვალში მინსკში მოწერილი სამშვიდობო შეთანხმება დონბასში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, ძალთა დაშორიშორებას, გამყოფ ხაზებზე ეუთოს სამშვიდობო სადამკვირვებლო მისიის განთავსებას და კონფლიქტის მოსაგვარებლად პოლიტიკური  გზების გამოძებნას ითვალისწინებდა, რაც შემდგომ უკვე ე.წ. „შტაინმაიერის ფორმულაში“ დაზუსტდა.

მაგრამ თუ 6 წლის წინანდელი გააფთრებული ბრძოლების შეჩერებისა და დიდძალი მსხვერპლის თავიდან აცილების მხრივ მინსკის შეთანხმებამ თავის მოკლევადიან მიზანს ძირითადად მიაღწია, მიჩნეულია, რომ მისი პოლიტიკური შემადგენელი წინასწარვე განუხორციელებლობისთვის იყო განწირული.

გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის მიერ „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრის მონაწილეებისათვის 2015 წელს პარიზში შეთავაზებული ფორმულა მოკონფლიქტე მხარეთაგან შემდეგი კომპრომისული პირობების შესრულებას ითვალისწინებდა:

კიევის კონტროლის მიღმა მყოფ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ცალკეულ რაიონებში  ადგილობრივი  არჩევნების ჩატარება უკრაინის სპეციალური კანონის შესაბამისად;

 ადგილობრივი დროით 20:00 საათზე, არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, დონეცკსა და ლუგანსკს ენიჭებათ „განსაკუთრებული სტატუსი“ უკრაინის შემადგენლობაში;

დონეცკელ და ლუგანსკელ სეპარატისტულ ხელისუფლებებთან შეთანხმებით იწყება უკანონო შეიარაღებული ფორმირებების განიარაღება;

ხოლო სულ ბოლოს, უკრაინელი მესაზღვრეები იწყებენ რუსეთის მიმდებარე სასაზღვრო მონაკვეთის კონტროლზე აყვანას.

პრეზიდენტად არჩეული ვოლოდიმირ ზელენსკი თავდაპირველად მხურვალედ  უჭერდა მხარს შტაინმაიერის ფორმულით კონფლიქტის მოწესრიგებას, მაგრამ მას შემდეგ, რაც მემკვიდრეობით მიღებული შეთანხმების გამო ოპოზიციის მწვავე კრიტიკას წააწყდა, უკრაინის პრეზიდენტმა პოზიცია შეცვალა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2020 წლის 2 ოქტომბერს პირობაც კი დადო, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში არჩევნები არ "ჩატარდება ავტომატის ქვეშ" და არ დაუშვებს „წითელი ხაზების“ გადაკვეთას და „კაპიტულაციას“, რაშიც მას ოპონენტები ადანაშაულებდნენ.

მაგრამ ის, რაც არ მოსწონს კიევს, სავსებით ხელს აძლევს კრემლს, რომელიც, რომ იტყვიან, კბილებით იცავს მინსკის 2015 წლის შეთანხმების სულისკვეთებას და ყველა ტრიბუნიდან მოუწოდებს უკრაინას შეასრულოს 6 წლის წინ მაშინდელი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

და არა მხოლოდ მოუწოდებს, არამედ „რბილი ძალის“ გამოყენებით ცდილობს აიძულოს კიევი შეასრულოს მისთვის მიუღებელი პირობები.

 

პუტინის სტატია, რომელსაც „სპეცოპერაცია“ უწოდეს

 

მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი არ ჩქარობს დონეცკისა და ლუგანსკის ცნობას, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, ამასწინანდელი პუბლიცისტურ-ისტორიული ნარკვევი („რუსებისა და უკრაინელების ერთობის შესახებ“) მოწმობს, რომ რუსეთის ლიდერი აღმოსავლეთ უკრაინის ამ მიწებს სწორედ ისტორიული რუსეთის ნაწილად განიხილავს.

პუტინის სტატია უკვე შეადარეს „სპეცოპერაციას“, რომლის ცალკეულ ფაზად შეიძლება წარმოვიდგინოთ დონბასელი სეპარატისტების მხარდაჭერა თუ იქ დარჩენილი მოსახლეობის მასობრივი გადაყვანა რუსულ მოქალაქეობაზე.

ამის შემდეგ შესაძლოა სპეცოპერაციას უკვე რეალური სამხედრო განვითარებაც მოჰყვეს, როგორც ეს თავის დროზე საქართველოს შემთხვევაში მოხდა.

ღირს გავიხსენოთ, რომ 2000-იან წლებში მოსკოვმაც ასევე დაიწყო საქართველოს ავტონომიური ნაწილების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების - უკანონო პასპორტიზაცია, რაც წინ უსწრებდა 2008 წლის აგვისტოს ომს, საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის სამხედრო ძალით ანექსიას, სულ ბოლოს კრემლმა მათი დამოუკიდებლობის უკანონო აღიარებით რომ დაასრულა.

ნიშანდობლივია, რომ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე სტუმრად მოწვეული უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, 19 ივლისს, საქართველოს მიწაზე ფეხის დადგმისთანავე, სოფელ ხურჩაში გაემგზავრა, ენგურის ხიდზე მივიდა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

თუ რაზე ფიქრობდა სამხედრო ჭოგრიტში ენგურის ხიდის გადაღმა აღმართული რუსეთის საოკუპაციო ძალების საგუშაგოს დანახვაზე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ალბათ, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს.

ისევე როგორც თავის დროზე საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში, დონბასის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი მოსახლეობისათვის რუსული პასპორტების დარიგება და დონბასელი ელექტორატის ხმებით დუმის არჩევნებში მანიპულაციაც სწორედ მოსკოვის იმ გეგმის ნაწილია, რაზეც, შექმნილ ვითარებაში, საქართველოზე ბევრად დიდ და ძლიერ უკრაინასაც კი, სამწუხაროდ, მხოლოდ ერთადერთი პასუხი აქვს.

„უკრაინის საზოგადოებაში არსებობს კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ კონფლიქტის გაყინულ მდგომარეობაში არსებობა, რაც გამორიცხავს უკრაინის მიერ კონტროლის მალე აღდგენას ამ ტერიტორიებზე, რა თქმა უნდა, ცუდი ვარიანტია. მაგრამ მინსკის შეთანხმების იმ სახით შესრულება, როგორც ეს რუსეთს სურს, უბრალოდ, კატასტროფაა, რადგან ის საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი უკრაინული სახელმწიფოს არსებობას“, - ამბობს იური პანჩენკო.

კონსენსუსი კონსენსუსად, მაგრამ ვიდრე კონფლიქტი დონბასში გაყინულია, ადგილობრივი მოსახლეობის დაჩქარებული პასპორტიზაცია დემოგრაფიული კატასტროფის ნიშნებს იძენს.

თუ დაჩქარებული წესით და შეღავათიანი პირობით აღმოსავლეთ უკრაინაში 2019 წელს მცხოვრებმა 12 ათასმა ადამიანმა აიღო რუსეთის პასპორტი, ზუსტად ორი წლის შემდეგ ეს რიცხვი სულ მცირე გაოცმაგებულია და თუ პასპორტიზაციის პროცესი ამ ტემპით წარიმართა, კიევში შიშობენ, რომ დროებით ოკუპირებულ აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე რამდენიმე წელიწადში საერთოდ აღარ დარჩება უკრაინის პასპორტის მქონე მოქალაქე.

„ჩემი ინფორმაციით, დასახულია ამოცანა, რომ 2025 წლისთვის იქ უკრაინის პოსპორტის მქონე ადამიანები აღარ დარჩნენ... რუსეთის ფედერაცია მიზანმიმართულად ახდენს ამ ტერიტორიის უკრაინისგან იზოლირებას“, - განაცხადა საინფორმაციო სააგენტო „უკრინფორმთან“ ინტერვიუში მინსკის მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის წევრმა, სერგეი გარმაშმა.

ასეთ ვითარებაში, გარმაშის განმარტებით, რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირები საკონტროლო-გამშვები პუნქტების გავლით  ვეღარ შეძლებენ შეუფერხებლად გადმოსვლას უკრაინის ტერიტორიაზე და დაკარგავენ ყველა უფლებას, რომელთაც თავის მოქალაქეებს უკრაინა სთავაზობს.

აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების კონტროლქვეშ არსებულ დონბასის ტერიტორიაზე 2018 წელს ცხოვრობდა 3,8 მილიონი ადამიანი (ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში“ იყო 2,3 მილიონი, „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში“ - 1,4 მილიონი ადამიანი). მათგან დონეცკსა და ლუგანსკში უკვე, დაახლოებით, 600 000 ადამიანი ფლობს რუსეთის პასპორტს.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Актера Игоря Меркулова похоронят на Николо-Архангельском кладбище



Мода

АФК «Система» планирует модернизировать Вологодский текстильный комбинат




Українські новини

Відомий аграрій Кормишкін, складає свої депутатські повноваження



Новости 24 часа

Легенда о «300-х русских школах» в Азербайджане



Game News

Вышла мобильная игра Super Marionette Hero про Пиноккио в Аду



Москва

Показ мод, объединивший европейские и африканские мотивы, стал ярким событием вечерней программы фестиваля «Планета Юго-Запад»



News Every Day

PGA Tour Commissioner Jay Monahan shuts down Saudi agreement rumors: “complex scenario”



Авто

«Байкал Сервис» снижает тарифы из городов Сибири



Москва

Фигуранты по делу о взятках в МГМСУ записывали свои разговоры на диктофон



Жанна Агузарова

Жанну Агузарову -награждённую титулом «Легенда вне времени» вырезали



Москва

Студенты столичного колледжа представят свои разработки на международном чемпионате



Андрей Рублёв

Теннисисты Рублев, Хачанов и Самсонова не сыграют на Олимпиаде-2024



Москва

Топ-5 самых ярких зарубежных архитектурных проектов на первичном рынке Москвы



Динамо

«Понял, что скоро позовут в «Динамо»: 17-летний ставропольский футболист играет за команду мастеров



Симферополь

Футболисты ЮФУ одержали три победы в домашнем турнире



Москва

СЕНСАЦИОННЫЙ ДОКЛАД ПРО ДЕЛО СКРИПАЛЕЙ, САФРОНОВА, ГОЛУНОВА.



Москва

Собянин: Москва и Пекин подписали программу сотрудничества на 2024-2026 годы



Москва

Топ-5 самых ярких зарубежных архитектурных проектов на первичном рынке Москвы



Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Обмен электронными транспортными накладными стал доступен участникам «Биржи грузоперевозок ATI.SU»





Путин в России и мире
Москва

ДОКЛАД ПРО ДЕЛО СКРИПАЛЕЙ, САФРОНОВА, ГОЛУНОВА. ПРО НАУКУ АКТИВНОЙ ВСЕЛЕННОЙ. ЭКСПЕРТ АНАТОЛИЙ ГОЛОД.


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Сергей Брановицкий

Кинопродюсер.



Москва

Хуситы атаковали американский авианосец Dwight Eisenhower в Красном море

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net