ჯო ბაიდენმა სანქციები დაუწესა კუბის ხელისფულების მაღალჩინოსნებს
![ჯო ბაიდენმა სანქციები დაუწესა კუბის ხელისფულების მაღალჩინოსნებს](https://gdb.rferl.org/9103a4b1-c9b3-4aab-b74b-576803134091_w800_h450.jpg)
კუბაში ბოლო ხანს განვიTარებული მოვლენებისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ რეჟიმის მიერ ძალის გამოყენების გამო, შშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სანქციები დაუწესა კუბის ხელისუფლების რამდენიმე სტრუქტურას და მათ ხელმძღვანელებს.
„დღეს ჩემი ადმინისტრაცია ახალ სანქციებს უწესებს კუბის რეჟიმის იმ ელემენტებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან და უნდა ზღონ კიდეც ამ რეპრესიების გამო“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტის თანხმად, სანქციები შეეხება კუბის შეიარებულ ძალებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელთა დანაყოფებიც დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების უკან დგანან.
კუბის ქუჩებში დემონსტრანტები 11 ივლისს გავიდნენ, ქვეყანაში საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ დამდგარი ყველაზე მძიმე ეკონომიკური კრიზისის, კორონავირუსის ინფექციის სარეკორდო გავრცელების და არასაკმარისი საკვებისა და მედიკამენტების პრობლემების ფონზე. ეს წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური დემონსტრაცია იყო ხელისუფლების წინააღმდეგ ქვეყანაში, სადაც ანტისამთავრობო გამოსვლებს თითქმის არ ითმენენ.
ახალი სანქციების გამოცხადების დროს აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მხარს უჭერს იმ მამაც კუბელებს, რომლებიც ქუჩებში გამოვიდნენ, „რათა წინ აღუდგნენ კომუნისტური რეჟიმის მიერ 62 წლის განმავლობაში გატარებულ რეპრესიულ პოლიტიკას.“
კუბის მთავრობა დარწმუნებულია, რომ დემონსტრაციების უკან დგანან კუბელი ამერიკელები, რომლებიც საამისოდ სოციალურ მედიას იყენებენ.
კუბის რეჟიმმა ვითარების დეესკალაციის მიზნით 5000-ზე მეტი ადამიანი დააკავა. მათ შორის 120-ზე მეტი აქტივისტი და ჟურნალისტი. იუწყებიან, რომ პოლიციასთან შეტაკების დროს არიან დაღუპულებიც.