160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


<
>

დღეს ლექსო ლაშქარავას დაკრძალავენ - რა არ უნდა გამოგრჩეს 13 ივლისს

 


შსს ლექსო ლაშქარავაზე: შესაძლოა გარდაიცვალა ზედოზირებით, სისხლში აღმოაჩნდა ნარკოტიკული ნივთიერებები



შინაგან საქმეთა სამინისტროში ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას საქმეზე მისი გარდაცვალებიდან მესამე ბრიფინგი გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ შუალედური ქიმიური ექსპერტიზის მიხედვით, მის სისხლში აღმოჩნდა ნარკოტიკული ნივთიერება და შესაძლოა გარდაცვალების მიზეზი იყოს ზედოზირება. უწყების თქმით 2 დღეში 200-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა.


შინაგან საქმეთა სამინისტროში ასევე ისაუბრეს გარდაცვალებამდე ლექსო ლაშქარავას გადაადგილების მარშრუტზე. ითქვა, რომ მან ნარკოტიკული ნივთიერებები ფონიჭალაში იყიდა - ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენას მოწმეთა ჩვენებებით ადასტურებს შსს. უწყების მტკიცებით, ლაშქარავამ და მისმა თანხლებმა მეგობარმა შეძენილი ნარკოტიკი ორთაჭალაში, ტყის მასივში მოიხმარეს, სადაც ლაშქარავა შეუძლოდ გახდა, თუმცა მოგვიანებით შინ დაბრუნდა.


შსს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში ირიბად მიანიშნებდა რომ ის სავარაუდოდ წამალდამოკიდებული იყო. პირველივე ბრიფინგზე ითქვა, რომ ის ფონიჭალაში იმყოფებოდა, რამაც ვერსიები მაშინვე გააჩინა სოციალურ ქსელში. ამის პარალელურად უკვე დაწყებული იყო „ტვ პირველის“ ოპერატორის მისამართით ონლაინ დისკრედიტაციის კამპანია სხვადასხვა მიმართულებით.


ლექსო ლაშქარავას საქმეზე „ტვ პირველმა“ დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე დაიქირავა. მან რადიო თავისუფლებასთან ბოლო კომენტარში გუშინ საღამოს, აღნიშნა, რომ რაიმეს თქმა რთულია სანამ თავის ტვინის ჰისტოგიური კვლევის შედეგი არ იქნება.


„გვამის სახის ჰაბიტუსი, გამომეტყველება, შეშუპება, მკვეთრი ციანოზი და ე.წ. ქაფნარევი თეთრი სითხე ტუჩთან, მიუთითებს ფილტვების შეშუპებაზე, სუნთქვის მწვავე უკმარისობაზე“, - ამბობს ექსპერტი.


წაიკითხე ვრცლად ნინო თარხნიშვილის სტატიაში.


ამ თემაზე ასევე ნახე:



კობახიძე ლაშქარავას გარდაცვალებაზე: საზოგადოებამ უკვე იცის, რაშიც იყო საქმე; მელაძემ დილიდან იცოდა
ილია მეორე უსამძიმრებს ლექსო ლაშქარავას ოჯახს - "ჩვენ ვლოცულობთ მისთვის"
კუბილიუსი და იუკნევიჩიენე: ლაშქარავას გარდაცვალება და პოლიციის გამაოგნებელი უმოქმედობა მიუკერძოებლად უნდა გამოიძიონ


 




 


დღეს ლექსო ლაშქარავას დაკრძალავენ



„ტვ პირველის“ ოპერატორს ლექსო ლაშქარავას დღეს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ. „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ გუშინ პარლამენტთან აქციაზე მოუწოდა ხალხს, რომ დაკრძალვაზე მივიდნენ. გამოსვენება 3 საათზეა დაგეგმილი.


"ტვ პირველი" ოპერატორის კოლეგები შსს-ის ინფორმაციას შესაძლო ზედოზირების შესახებ ცილისწამებას უწოდებენ. „მკვლელებო“ - ამ შეძახილებით შეხვდნენ დემონსტრანტები უწყების განცხადებას გუშინ. შემდეგ კი პროტესტმა პარლამენტიდან „ქართული ოცნების“ ოფისთან გადაინაცვლა.


ადგილზე მისულ აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის რამდენჯერე მოხდა დაპირისპირება, მას მერე რაც აქტივისტებმა "ოცნების" ოფისს კვერცხები დაუშინეს და საღებავებით წარწერების გაკეთება სცადეს. დაკავებულია 12 პირი.


ამ თემაზე ასევე ნახე:



დეკანოზი ზაზა თევზაძე: ჟურნალისტები აკეთებენ იმას, რის გარეშეც ჩვენ წყვდიადში ვიქნებოდით
თბილისში, პარლამენტთან დაიწყო აქცია მთავრობის გადადგომის მოთხოვნით
ინგა გრიგოლია: ან დაამტკიცეთ, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ ვმოქმედებთ, ან მოგვიხადეთ ბოდიში
შსს-მ ლექსო ლაშქარავაზე თავდასხმის ბრალდებით დავით კუტალაძე დააკავა


 




 


დაპირისპირებაა პარლამენტის შიგნით და გარეთ



გუშინ შუადღისას პარლამენტის შიგნით და გარეთ დაპირისპირება იყო. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობის გადადგომის მოთხოვნით შეკრებილი მედიამენეჯერები პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს. როგორც ისინი ამბობენ, მმართველი პარტიის წევრებისთვის რამდენიმე კითხვის დასმა სურდათ.


მედიამენეჯერების ნაწილმა პარლამენტის შენობასა და სხდომათა დარბაზში შესვლაც შეძლო. ამის შემდეგ დაპირისპირება სხდომათა დარბაზში დაიწყო. ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ პარლამენტის დეპუატატებიც.


მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა ტელეკომპანია პირველის დამფუძნებელს ვატო წერეთელს ძალით დაატოვებინეს პარლამენტის შენობა. მანდატურის წარმომადგენლებმა მას საშვის წარდგენა სთხოვეს და იძულებით გაიყვანეს საკანონმდებლო ორგანოდან.


პარლამენტის დარბაზში დაწყებული ხმაურის შემდეგ ოპოზიციის ნაწილმა სხვა ხერხის მიმართვა გადაწყვიტა. ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოს" წევრის სალომე სამადაშვილის თქმით ოპოზიცია მთავრობის გადასაყენებლად პროცედურებს დაიწყებს. ამის შესახებ მან პარლამენტის სხდომათა დარბაზის პროტესტის ნიშნად დატოვების შემდეგ განაცხადა.


ამ თემაზე ასევე ნახე:



ენმ წყვეტს პარლამენტში მუშაობას
პარლამენტის ოპოზიციის უმრავლესობამ სხდომათა დარბაზი დატოვა
ბოკერია: ან ამ პარლამენტმა უნდა გადააყენოს ღარიბაშვილი, ან დემოკრატიულმა ოპოზიციამ უნდა დატოვოს ეს პარლამენტი


 




 


პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში 6 მოსამართლე უვადოდ დანიშნა



საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის 9 კანდიდატიდან 6 აირჩია. კენჭისყრა პარლამენტში 12 ივლისს ჩატარდა, რომელსაც ოპოზიციის 66 დეპუტატიდან მხოლოდ 6 ესწრებოდა.


უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეები გახდნენ:



გოჩა აბუსერიძე: 79 - მომხრე, 5 - წინააღმდეგი;
გიორგი გოგიაშვილი: 79 - მომხრე, 4 - წინააღმდეგი;
ლევან თევზაძე: 77 - მომხრე, 6 - წინააღმდეგი;
რევაზ ნადარაია: 77 - მომხრე, 6 - წინააღმდეგი;
ბიძინა სტურუა: 78 - მომხრე, 6 - წინააღმდეგი;
ლაშა ქოჩიაშვილი: 79 - მომხრე, 5 - წინააღმდეგი.


მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის პროცესს განუდგა ოპოზიცია. მასში ჩართვაზე უარი განაცხადა სახალხო დამცველმაც.


წაიკითხე მეტი.


 




 


„უმრავლესობის დიქტატურა“- საქართველო სახიფათო გზაგასაყარზე?



12 ივლისს გამოჩნდა, რომ ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის, მოძალადეების მიერ სასტიკად ნაცემი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებამ ხელისუფლების პოზიცია უცვლელი დატოვა.


ორშაბათს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაიმეორა და გაამძაფრა 5 ივლისს გაკეთებული განცხადებები, რომლებიც იურისტების, უფლებადამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების დიდმა ნაწილმა, მაშინაც კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ და ძალადობის წამახალისებლად მიიჩნია.


ღარიბაშვილმა პირდაპირ თქვა, რომ არასდროს თვლიდა მიზანშეწონილად „თბილისი პრაიდის“ რუსთაველის გამზირზე ჩატარებას; რომ მთავრობა ამ მხრივ მოქალაქეების 95%-ის სურვილს ემორჩილებოდა, ამიერიდანაც ასე იქნება და დასრულდა დრო, როცა უმცირესობის „ძალადობრივი ხელწერით ნებისმიერ გადაწყვეტილებას ღებულობდნენ საქართველოში“.


პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადებები სახალხო დამცველისთვის იმის დასტურია, რომ სწორედ პრემიერის ნების შესაბამისად, "5 ივლისს არ ყოფილიყო სათანადო რაოდენობით პოლიცია ორგანიზებული" და შეგნებულად არ მოხდა მოძალადეთა თავდასხმების შეჩერება.


პრემიერის განცხადებებში სახიფათო სიმპტომებს ხედავენ იურისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც. დამთხვევები - მოძალადეებთან და განსხვავებები - დასავლეთთან ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებებში. წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.


 




 




 


 




 




 


 

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

ТСД SAOTRON RT41 GUN: практичный, производительный, надёжный



Мода

N°21, коллекция весна-лето 2025






Новости 24 часа

Росгвардия обеспечила правопорядок на футбольном матче «ЦСКА» - «Краснодар» в Москве



Game News

Rise of Eros 3.0.200



Москва

Росгвардия обеспечила безопасность футбольного матча в Дагестане



News Every Day

Eddie Hearn threatens to ‘knock out’ rival promoter in bizarre confrontation on stage at Joshua vs Dubois face-offs



Авто

Массовая авария затруднила движения на бесплатном участке трассы М-4 Дон в Липецкой области



Москва

Полиция задержала в Курганской области подозреваемого в двойном убийстве



Егор Летов

Кот с собачьим именем и споры о жизни. Как омские панки оказались надёжной опорой для отца Егора Летова



Москва

Набор в резерв сборных для участия в школьных олимпиадах объявили в Москве



Ирина Хромачёва

Хромачева и Данилина вышли в финал турнира в Хуахине



Москва

Набор в резерв сборных для участия в школьных олимпиадах объявили в Москве



Андрей Аршавин

Новая пассия Аршавина засветила помолвочное кольцо



Симферополь

Час исторической славы «Сказание о битве Куликовской»



Москва

От заморозков к плюс 20: какой будет погода в Москве в последнюю неделю сентября



Москва

Сергей Собянин: МСД улучшил транспортное обслуживание 5 млн человек



Москва

Сольный концерт Mayot при поддержке Like FM



Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

На севере Москвы жители стали дежурить по ночам из-за незаконной вырубки деревьев





Путин в России и мире
Москва

Песков: Путин выступит на Российской энергетической неделе


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Минск продолжит выступать за расширение взаимоуважительного и конструктивного диалога с Ереваном – Лукашенко




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Глава МИД Польши попытался оправдаться за свои слова про Крым


Навальный в России и мире
Москва

Польские власти арестовали четверых из восьми подозреваемых по «Невзлингейту»



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Карди Би

Карди Би показала свою фигуру через 12 дней после третьих родов. Фото!



Москва

Бабьего лета не будет: россиян предупредили и приходе волны заморозков

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net