ტყიბულში გრძელდება მეშახტეების გაფიცვა
![ტყიბულში გრძელდება მეშახტეების გაფიცვა](https://gdb.rferl.org/0EDD86BB-69DC-4247-9BE4-144F15C5E5F9_cx0_cy16_cw0_w800_h450.jpg)
ტყიბულში მეშახტეები კვლავ გაფიცულნი არიან და მუშაობაზე უარს ამბობენ. მათი ძირითადი მოთხოვნა ხელფასების 300 ლარით გაზრდაა.
"საქნახშირში" აცხადებენ, რომ 3 ივლისს საკონსულტაციო საბჭომ მეშახტეთა მოთხოვნაზე იმსჯელა და კომპანია მათ ხელფასის ბონუსური სისტემით გაზრდას შესთავაზებს. „მეშახტეთა პირველადი პროფკავშირების“ თავმჯდომარის გაგა ისაკაძის ინფორმაციით, 4 ივლისს იგეგმება მეშახტეების და კომპანიის ადმინისტრაციის წარმომადგენლების შეხვედრა, სადაც მეშახტეთა მოთხოვნები განიხილება.