შსს პრაიდის კინოჩვენებაზე: მივიღებთ ზომებს ღონისძიების უსაფრთხოდ ჩასატარებლად
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მიიღებენ ყველა იმ ზომას, რომელიც საჭირო იქნება დღეს, 1 ივლისს დაგეგმილი პრაიდის კინოჩვენების უსაფრთხოებისთვის. ამ შინაარსის განცხადება უწყებამ კინოჩვენების დაწყებამდე გაავრცელა.
როგორც "პრაიდის კვირეულის" ორგანიზატორები აცხადებენ, დღევანდელ კინოჩვენებას საქართველოში მყოფი უცოხელი დიპლომატების ნაწილიც დაესწრებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა უზრუნველყოფილ იქნას 1 ივლისს დაგეგმილი ღონისძიების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება, მართლწესრიგის დაცვა, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების დაცვა, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.
მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები, ასევე, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი", - ვკითხულობთ განცხადებაში.
გარდა ამისა, შსს-ის განცხადების მიხედვით, "პრაიდის კვირეულის" ორგანიზატორებთან შეხვედრა გამართეს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ, საპატრულო პოლიციიის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ და სამინისტროს სხვა თანამშრომელმა და ილაპარაკეს კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე.
ბოლო დღეების განმავლობაში ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველაზე მკაფიო განცხადებაა, რომელიც პრაიდის კვირეულის ფარგლებში მონაწილეთა უსაფრთხოებას ეხება.