"ბათუმის ბულვარი" დამსვენებელს მოქმედ წესებსა და ჯარიმებს ახსენებს
"ბათუმის ბულვარი" დამსვენებელს ბულვარში მოქმედ წესებსა და დაწესებულ ჯარიმებს ახსენებს. ბულვარის ადმინისტრაცია მოქალაქეებს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისა და წესების დამორჩილებისკენ მოუწოდებს.
მოქმედი წესები და ჯარიმები:
2კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით ბულვარის ტერიტორიის დანაგვიანებისთვის პირი 80 ლარით ჯარიმდება;
მოტოციკლით, კვადროციკლით, ველოსიპედით ან სხვა მსგავსი მოძრავი საშუალებებით გადაადგილება ველობილიკის მიღმა აკრძალულია - წესის დამრღვევს გააფრთხილებენ ან დააჯარიმებენ 20 ლარით. განმეორების შემთხვევაში 50 ლარით;
ველობილიკზე ქვეითთა მოძრაობა აკრძალულია;
ელექტრომობილით, მოტოციკლითა და კვადროციკლით (ელექტროტრანსპორტით) გადაადგილება აკრძალულია (დასაშვებია დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიიდან ახალი ბულვარის მიმართულებით);
ძაღლის ალიკაპის გარეშე ყოლა აკრძალულია. ძაღლის პატრონს გააფრთხილებენ ან 20 ლარით დააჯარიმებენ.