Мы в Telegram
Добавить новость





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


<
>

30 წელი, 3 არჩეული და 9 დანიშნული მერი - ვინ როგორ მართავდა თბილისს

2021 წელს თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისი მეოთხედ აირჩევს მერს - ბოლო 30 წლის განმავლობაში დედაქალაქს 10-ზე მეტი სხვადასხვა პარტიის, ინტერესების, განათლების, პროფესიის ადამიანი მართავდა. განსხვავებების მიუხედავად ყველას აერთიანებდა ორი რამ - ცენტრალური ხელისუფლების უპირობო ერთგულება და ქალაქის განვითარების გრძელვადიანი ხედვის არარსებობა.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ცნობილი არ არის არც მმართველი გუნდის და არც რეიტინგული ოპოზიციური პარტიების კანდიდატები. საჯარო განცხადებებიდან ვიცით მხოლოდ ის, რომ თბილისის მერობა ხიბლავთ ჰომოფობიური განცხადებების ავტორს, ულტრაკონსერვატორ ბიზნესმენსა და პოლიტიკოს ლევან ვასაძეს, პარტია “ხალხისთვის” ლიდერ ანა დოლიძეს, ადვოკატ მიხეილ რამიშვილს და ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილს. ოპოზიციამ ჯერ არ იცის ერთიანი კანდიდატით შეეცდება არჩევნების მოგებას თუ პარტიები ცალ-ცალკე ცდიან ძალას, ხელისუფლება კი არ აზუსტებს, მოქმედი მერი მეორედ იბრძოლებს პოსტისთვის თუ არა.  

ტრადიციულად თბილისის მერი ყოველთვის მმართველი პარტიის წარმომადგენელია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვნების წაგება კი მმართველი პარტიისთვის ხელისუფლებაში ყოფნის დასასრულს მოასწავებს.

მერების ცვლილებების მიუხედავად, უცვლელია დედაქალაქის ქაოტური განაშენიანება, გაუმართავი სატრანსპორტო სისტემა, რეკრეაციული სივრცეები მწირია, ძველ უბნებში ფასადური რესტავრაციები გრძელდება და მოქალაქეები არ წყვეტენ თავისი ქალაქის ბედს, დედაქალაქის ცენტრი და პერიფერიები გათიშულია ერთმანეთისგან.

თბილისში წლიდან წლამდე არ იხსნება ავარიული სახლების, გაუმართავი სანიაღვრე თუ სატრანსპორტო სისტემების და ფეხით მოსიარულესთვის მოუხერხებელი გზების პრობლემები. ქალაქის ყველა მთავრობა თავს ვალდებულად თვლის მოწესრიგებულად გადაუხადოს ფული მართლმადიდებელ ეკლესიას.

მხოლოდ კაცები 

გასული 30 წლის განმავლობაში თბილისს ყოველთვის კაცები მართავდნენ. მხოლოდ ერთხელ, 2013 წელს მერის მოვალეობას რამდენიმე თვით ასრულებდა სევდია უგრეხელიძე.

ყველაფერი თავიდან

თბილისის მერის არჩევნები სულ სამჯერ ჩატარდა. ყველაზე მაღალი 55%-ით 2010 წელს გიგი უგულავა აირჩიეს, 2014 წელს დავით ნარმანიას მეორე ტური დაჭირდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის, ნიკა მელიას დასამარცხებლად. მოქმედი მერი, კახა კალაძე, 2017 წელს ამომრჩეველთა 51%-ის მხარდაჭერით გახდა თბილისის მერი. მიუხედავად იმისა, რომ ის იმავე პოლიტიკური ძალის წარმომადგენელია, რისიც მისი წინამორბედი დავით ნარმანია, მასთან გამიჯვნას ცდილობდა თვითონაც და მისი ადმინისტრაციაც. თბილისის მმართველობის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრობლემა ინსტუტუციური მემკვიდრეობითობის არარსებობაა.

როდიდან ვირჩევთ მერს

თბილისის მერის თანამდებობა არჩევითი 2006 წლიდან არის. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, 2006 წლამდე მერებს პრეზიდენტი ნიშნავდა, 2006 წელს კი საკრებულომ აირჩია. თვითმმარველობის არჩევნები პირველად 2010 წლის მაისში გაიმართა. თბილისის მერების წყვეტილებები ხშირად არა თვითმმართველობის ინტერესებით, არამედ მმართველი პარტიის ინტერესებით არის განპირობებული.

დედაქალაქის ბიუჯეტი

თბილისის ბიუჯეტი 2003 წლიდან 2021 წლამდე დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი. ბიუჯეტის ნაწილი რეგულარულად იხარჯება დედაქალაქის  ეკლესია-მონასტრებზე. მნიშვნელოვანი თანხები იხარჯება კვლევებსა და სტრატეგიული დოკუმენტების შექმნაში, რომელთა გათვალისწინებაც თითქმის არასოდეს ხდება. ქალაქის ბიუჯეტის საკმაოდ დიდი ნაწილი გზების მოწესრიგებასა და თბილისის გამწვანებას ხმარდება - საგზაო სამუშაოების უმეტესობა დათქმულ დროზე დიდხანს და ხშირად უხარისხოდ კეთდება, პარკებით და სკვერებით თბილისი ევროპულ ქალაქებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. იმის მიუხედავად, რომ თბილისი სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებში მილიონობით ლარს ხარჯავს, ასობით მოქალაქეს სარეზერვო ბიუჯეტიდან ჭირდება ჯანმრთელობის პრობლემებისთვის მერიისგან დახმარების მიღება.

 

მერია და კორუფცია

 

იმის მიუხედავად, რომ სხვადასხვა დროს არსებობდა კითხვები მერიაში არსებული კორუფციის შესახებ, დედაქალაქის მმართველებიდან სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი მხოლოდ გიგი უგულავას შემთხვევაში დადგა ცენტრალური ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მისი მერობის ვადის მიწურულს.

დანიშნული და არჩეული მერები - ვინ რამდენ ხანს მართავდა ქალაქს და რა გააკეთა აღსანიშნავი

ირაკლი ანდრიაძე

მერად ყოფნის დრო: 1991 წლის 2 ოქტომბერი - 1992 წლის 6 იანვარი

დედაქალაქის პირველი მერი და პრეფექტი.

მერობის შემდეგ იყო პარლამენტის წევრი 1995 წლამდე.

ირაკლი ანდრიაძე იყო თბილისის სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობის ფონდის თავმჯდომარე და საავტორო ჯგუფის ხელმძღვანელი.

თამაზ ვაშაძე

მერად ყოფნის დრო: 1991 წლის 2 ოქტომბერი- 1992 წლის 6 იანვარი

თბილისის ყოფილი მერი კენჭს იყრიდა 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებშიც. პატრიოტთა ალიანსის შემომწირველია 2014 წელს.

 

ოთარ ლითანიშვილი

მერად ყოფნის დრო: 1992 წლის 6 იანვარი – 1993 წლის 21 იანვარი

არქიტექტორი, 1993-1995 წლებში მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „მშვიდობა“.

1996 წელს აირჩიეს თბილისის აღორძინების ფონდის პრეზიდენტად.

ოთარ ლითანიშვილი არის ვაკის პარკში დიდების მემორიალის ერთ-ერთი ავტორი. აფხაზეთის ომის დროს ჩამოაყალიბა ბატალიონი “თბილისელი".

კოტე გაბაშვილი

მერად ყოფნის დრო: 1993 წლის 21 იანვარი - 1993 წლის 16 ოქტომბერი

მერობამდე იყო მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთობა“. მერობის შემდეგ კი მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები“.

მერობის შემდეგ სხვადასხვა დროს ელჩი გერმანიაში, პოლონეთში, იტალიაში, მალტასა და სან-მარინოში.

ნიკო ლეკიშვილი

მერად ყოფნის დრო: 1993-1995

მერობის შემდეგ იყო სახელმწიფო მინისტრი. სამი (მესამე, მეხუთე, მეექვსე) მოწვევის პარლამენტის წევრი. 2019 წელს კახა კალაძემ მიანიჭა საპატიო თბილისელის წოდება.

ნიკო ლეკიშვილის სამოქალაქო ომის შემდეგ დამწვარი და განადგურებული ქალაქის ხელმძღვანელობამ მოუწია. მისივე მოგონებების მიხედვით, მისი მერობის დროს აღდგა პირველი გიმნაზია, მუშაობა განაახლა ტროლეიბუსმა და ავტობუსებმა, განათდა ფუნიკულიორი და ხიდები.

ბადრი შოშიტაიშვილი

მერად ყოფნის დრო: 1995-1998

მერობამდე იყო თბილისის მუნიციპალიტეტის ვიცე-პრემიერი, ვიცე-მერი და მუნიციპალიტეტის პრემიერი;

მინისტრობის შემდეგ ჯერ მრეწველობის მინისტრი, შემდეგ კი ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის პირველი მოადგილე;

მისი მერობის პერიოდში გამოიცა პრეზიდენტის განკარგულება, რომელიც 1991-1992 წლებში თბილისში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულთა სახლების აღდგენა-მშენებლობას და კომპენსაციის გაცემას ითვალისწინებდა.

ვანო ზოდელავა

მერად ყოფნის პერიოდი: 1998-2004

პირველი პოლიტიკოსი, რომელიც ამბობდა, რომ საჭიროა კონსტიტუციის შეცვლა, რათა ედუარდ შევარდნაძეს პრეზიდენტობის მესამე ვადით არჩევის საშუალება ჰქონოდა.

ვანო ზოდელავას იმპიჩმენტს ითხოვდა თბილისის საკრებულო, პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ის მერის პოსტზე დატოვა და საბოლოოდ ამ თანამდებობიდან ვარდების რევოლუციის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა გაათავისუფლა.

ამ პერიოდში ქალაქის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა ქალაქის ელექტროენერგიით მომარაგება.

2002 წელს თბილისში მასშტაბური მიწისძვრა მოხდა, რომელმაც 6 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ასეულობით ნაგებობა გაანადგურა.

ზურაბ ჭიაბერაშვილი

მერად ყოფნის ვადა: 2004-2005

მერად დანიშნა მიხეილ სააკაშვილმა დანიშნა და ეს პოსტი მხოლოდ რამდენიმე თვე ეკავა. თბილისის მერად ის გიგი უგულავამ ჩაანაცვლა, ჭიაბერაშვილი კი დიპლომატიურ სამსახურში გადავიდა.

მისი მმართველობის დროს გაკეთდა "ვარაზის ხევის სამკუთხედი". ჭიაბერაშვილმა მერის თანამდებობაზე ყოფნისას ძვირადღირებული საათის ჩუქების გამო თანამდებობიდან გაათავისუფლა ერთ-ერთი უბნის გამგებელი.

გიგი უგულავა

მერად ყოფნის დრო: 2005-2013

გიგი უგულავა ორი ვადით იყო თბილისის მერი 2005 წელს მას მიხეილ სააკაშვილი ნიშნავს, 2010-ში კი თვითმმართველობის არჩევნებზე 55%-ით ხდება თბილისის პირველი არჩეული მერი სლოგანით "გასაკეთებელი კიდევ ბევრია."

გიგი უგულავას მერობის პერიოდში:

დაიწყო ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტები

გადაიდგა პირველი ნაბიჯები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებისთვის

მერიამ ყვითელი ავტობუსები და სამარშუტო ტაქსები შემოიყვანა

თბილისს 24 საათის აღუდგა ელექტროენერგიის მიწოდება

გაიცა ნებართვა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრის აშენებისთვის მთაწმინდის ქედზე, რაც ქალაქის ისტორიულ ლანდშაფტში ჩარევის პირველი უხეში მაგალითი იყო

აშენდა გმირთა მოედნის ესტაკადა და გავიდა ვერეს ხეობაში გზა

რიყე გათავისუფლდა რესტორნებისგან და იქ პარკი გაკეთდა

აშენდა მნიშვნელოვანი და თბილისისთვის მანამდე უჩვეულო არქიტექტურული ძეგლები: იუსტიციის სახლი, მშვიდობის ხიდი, რიყის “დოქები”

თაბუკაშვილის ქუჩაზე გაიცა 13 სართულიანი სახლის ნგრევის განკარგულება, მცხოვრებლები იძულებით გაასახლეს

გაიცა ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის ნებართვა, რასაც საზოგადოების მხრიდან ხანგრძლივი და მძაფრი პროტესტი მოჰყვა

სევდია უგრეხელიძე, მერის მოვალეობის შემსრულებელი

2013-1014 წლები

მერის მოვალეობას ასრულებდა მას შემდეგ, რაც გიგი უგულავას წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყო მერიაში სავარაუდო კორუფციის, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის და პარტიული აქტივისტების დასაქმების ბრალდებით.

დავით ნარმანია

მერად ყოფნის დრო: 2013-2017

იმის მიუხედავად, რომ დავით ნარმანია მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატი იყო, მას თბილისის მერად გახდომისთვის არჩევნების მეორე ტური დაჭირდა. საბოლოოდ მერი 72,47% -ით გახდა, რომელიც მეორე ტურში აიღო, პირველ ტურში მან მხოლოდ ხმების 46,09 %-ის აღება შეძლო.

საარჩევნო სლოგანი: "ერთად ვიზრუნოთ თბილისზე"

მისი მერობის პერიოდში:

თბილისმა დაამტკიცა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელიც ქალაქისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტია

გაიცა “პანორამა თბილისის” პროექტის მშენებლობის ნებართვა

მოხდა ვერეს ხეობის ტრაგედია, რომელმაც 20-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. განადგურა გზა ვერეს ხეობაში, ზოოპარკი და მზიურის პარკის ქვედა მხარე

დავით ნარმანიას ამბიციურ გეგმებს შორის იყო მილიონი ხის პროექტი, რომელთაგან საბოლოოდ 700 000 მწვანე ნარგავი დაირგო.

შეეცადა სატრანსპორტო პოლიტიკის შეცვლას, განაახლა პეკინის გამზირი, რომლის “გაცალმხრივობამაც” პრობლემები შეუქმნა კომერციულ დაწესებულებებს. პეკინის ქუჩაზე დავით ნარმანიას მერობის დროს გაკეთდა პირველი ველობილიკი, რომელიც არც ერთ სხვა ქუჩას არ უერთდება

გაკეთდა პუშკინის ესტაკადა, რომელმაც მაგისტრალის ქვეშ მოაქცია ქალაქის ისტორიული ფრაგმენტები

კახა კალაძე

მერად ყოფნის დრო: 2017-2021

2017 წელს ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი და ფეხბურთელი ქალაქის მერი 51%-იანი მხარდაჭერით გახდა.

საარჩევნო სლოგანი: "სიცოცხლით სავსე ქალაქი".

მისი მერობის დროს ინტენსიური გახდა მწვანე სივრცეების განახლების, ისტორიული უბნების რეაბილიტაციისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების პროგრამები.

2020 წელს კახა კალაძეს ჰქონდა პროექტი “სიმართლის მუშტი”, რომელიც საზოგადოებისთვის “სიმართლის თქმას” და მედიის “მხილებას” ისახავდა მიზნად. ეს ონლაინ-მედია პროექტი მალევე შეწყდა.

კახა კალაძის მერობის დროს:

განახლდა ისტორიული უბნების რეაბილიტაციის პროექტები.

ქალაქში გამოჩნდა ეკოლოგიური ტრანსპორტი - ელექტრომობილები, სკუტერები, ველოსიპედები

განახლდა რამდენიმე პარკი, ძირითადად ცენტრალურ უბნებში

განახლდა ჭავჭავაძის გამზირი, რომლის რეაბილიტაციაც დაგეგმილზე ორჯერ დიდხანს გაგრძელდა. ამ გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ექსპერიმენტული პროექტი ხორციელდება, ავტობუსის გაჩერებებით ქუჩის შუაში

მნიშვნელოვნად გაიზარდა საახალწლო დეკორაციებსა და ნაძვის ხეზე დახარჯული თანხების ოდენობა.

ქალაქს დაუბრუნდა იპოდრომის ნაწილი. ამ ტერიტორიაზე ცენტრალ პარკის მოწყობის გადაწყვეტილება ქალაქმა არა მოსახლეობის სურვილის, არამედ მმართველი პარტიის ყოფილი თავმჯდომარის სურვილის შემდეგ მიიღო. ბიძინა ივანიშვილმა ძველი იპოდრომის ტერიტორიის ნაწილი და პარკის პროექტი ქალაქს საპარლამენტო არჩევნების წინ აჩუქა

განახლდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი

“ყველა არჩეულ მერს ჰქონდა ძალიან დიდი შეცდომები, რომელიც ჯობდა  არ დაეშვა - ამ ყველაფრის გამოსწორება და ნორმალურ რელსებზე დაყენება იქნება საკმაოდ მტკივნეული, ძვირადღირებული და დიდ დროს და მოთმინებას მოითხოვს. მაგალითად ქაოტური განაშენიანება, რომელიც დაიწყო ნაციონალური მოძრაობის დროს, მძიმედ დაეტყო ქალაქს, მაგრამ ამის შეცვლა ნებისმიერ დროს შეეძლო ყველა შემდეგ მერს - არავის არ გასჩენია ეს სურვილი. თბილისის დღევანდელ მერს აქვს საკანონმდებლო დონეზე ძალიან კარგი რესურსი იმისთვის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და რთული გადაწყვეტილებები მიიღოს ქალაქის უკეთესი განვითარებისთვის, მაგრამ არც ერთ მერს არ უფიქრია ქალაქის გრძელვადიან განვითარებაზე, რაც არასწორია” - ამბობს არქიტექტორ ანი ბიბილაშვილი.

ქალაქის მმართველებისთვის სისტემურ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ მერებისთვის ქალაქის ინტერესზე მნიშვნელოვანი პარტიის ინტერესია და ისიც, რომ არ არსებობს წინა მერის პროექტების გაგრძელების ვალდებულება და ტრადიცია. ყველა ახალი მმართველი ოთხწლიან სამოქმედო გეგმას არა ერთიანი განვითარების გეგმის ნაწილად, არამედ პირად გეგმად მიიჩნევს, რამაც მას პერსონალური პოლიტიკური კაპიტალი უნდა მოუტანოს.

არც ერთ მერს არ აღმოაჩნდა საკმარისი გამბედაობა, შეექმნა სისტემა კორუფციის, ნეპოტიზმის, პოლიტიზირებული სახელმწიფო უწყებების გარეშე. რაც მეტ დროს ატარებს კონკრეტული ადამიანი თბილისის მერის თანამდებობაზე, მით მეტია შანსი, რომ მისი ურბანული პოლიტიკა წინამორბედების მსგავსი იყოს.

“ქალაქის მერი აღარ უნდა იყოს პოლიტიკურად მოტივირებული ფიგურა. ქალაქის მერი უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც რეალურად აინტერესებს, ამ ქალაქს რა მოუვა. თუ დღეს ვინმე არ იტყვის, რომ ამ ქალაქს უნდა ვუშველოთ, ოთხი წლის შემდეგ კიდევ უფრო რთული იქნება მისი გადარჩენა.  ამ დრომდე არ გვქონია შემთხვევა, როცა მერებს შეეფასებინოთ, რა შეცდომები დაუშვეს...

ახლაც, მოქმედი მერი ლაპარაკობს რა გააკეთა. გავიგეთ, რომ ეს ბუჩქები კარგია და ლამაზია, მაგრამ ეს ეკოლოგიას ვერ ცვლის. ის, რომ [კახა კალაძემ] ვიზუალურად რაღაცეები დაამსგავსა  ევროპულ ქალაქს, არ ნიშნავს იმას, რომ [თბილისს] შინაარსიც ევროპული ქალაქის მსგავსი აქვს. ასეთი ვიზუალური ცვლილებები და მცირე ესთეტიური ჩარევები მაშინ როცა დიდი შინაარსობრივი ცვლილებები სჭირდება ამ ქალაქს, არის დაკარგული დრო” - ამბობს არქიტექტორი ანა ბიბილაშვილი.

შინაარსობრივ ცვლილებებს თბილისს არც ისინი პირდებოდნენ, ვინც იმარჯვებდა და არც მათი ოპონენტები. საარჩევნო ლოზუნგების უმეტესობა ყველა არჩევნებში ბუნდოვანი, პოპულისტური და ზოგადია.

მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური კუთვნილებისა, გემოვნებისა და ტემპერამენტისა, ქალაქის მმართველები ერთსა და იმავე შეცდომებს სხვადასხვა დროს უშვებდნენ და საკუთარი შეცდომის აღიარების ნაცვლად სხვის გაფუჭებულზე საუბრობდნენ.

მაგალითად ქალაქის ისტორიული ლანდშაფტის განადგურების მნიშვნელოვანი პრეცედენტია “პანორამა თბილისის” პროექტი, რომელზე ნებართვაც დავით ნარმანიას დროს გაიცა. ამ პროექტს წინ უსწრებდა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისთვის გაცემული ნებართვა გიგი უგულავას მერობის დროს ასევე მთაწმინდის ქედზე, ქალაქის ისტორიულ ზონაში.

იმის მიუხედავად, რომ გიგი უგულავას მერობის დროსაც და შემდეგაც მწვავედ აკრიტიკებდნენ მოუხერხებელი ყვითელი ავტობუსებისა და სამარშუტო ტაქსების შემოყვანისთვის, მათი ნაშთები ამ დრომდე გვხვდება თბილისის ქუჩებში, შემდგომმა ხელისუფლებამ კი საზოგადოებრივი ავტოპარკის განახლება დუნედ და ნელა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც “ბოგდანების” და “ყვითელი სამარშუტო ტაქსების” უმეტესობა მწყობრიდან გამოვიდა. თბილისი წლების განმავლობაში მშვიდად იტანდა ექსპლუატაციის ვადა გასულ ტრანსპორტს ახალი ავტობუსების მოლოდინში, რომელიც ამ დრომდე არა არის საკმარისი. კრიტიკის საგანი იყო ესტაკადები - ვერეს ხეობაში გაჭრილი ახალი გზის და გმირთა მოედნის ესტაკადების ტრადიცია პუშკინის ქუჩაზე აშენებულმა ესტაკადამ გააგრძელა.

“ხალხი ეჩვევა იმას, დღეს რაც აქვს. იცის რომ ამაზე მეტს ვერ მიიღებს - როცა ამხელა ქალაქს ერთი მმართველობითი ორგანო მართავს ცენტრალიზებულად, რაც არის მერია, ხალხს არ აქვს ძალა ცვლილებებისთვის. ერთადერთი ძალა რაც რჩებათ ადამიანებს, არის აქციაზე გასვლა, ხალხს უნდა ქონდეს რეალური ხმა საკუთარ უბნებში, ადამიანები უნდა მონაწილეობდნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

როცა პირდაპირ მერიაში მიდის ადგილობრივ დონეზე განხილვის გარეშე პროექტები, გვაქვს რეალობა რაც არის მაგალითად ფალიაშვილზე, ყველა ცარიელ ადგილზე რომ კორპუსი შენდება. ამ კორპუსებზე აზრი რომ ეკითხათ ფალიაშვილის, ბარნოვის და სხვა მეზობელი ქუჩების მცხოვრებლებისთვის, ასე არ იქნებოდა,” - ამბობს არქიტექტორი ნანა ზაალიშვილი. ის თვლის, რომ ქალაქის მართვის არსებული სისტემა, რომელიც ფაქტობრივად მძევლებად აქცევს მმართველებს, შესაცვლელია, მაგრამ ამისთვის საჭიროა ქალაქის მერი ქალაქის საჭიროებებზე ფიქრობდეს და არა პოლიტიკური ქულების მოგროვებასა და შენარჩუნებაზე. 

“გადასახედია ყველა პროექტი, რაშიც მერია ფულს ხარჯავს ან მომავალში აპირებს ფულის ჩადებას. ყველა პროექტი გრძელვადიან პერსპექტივაშია განსახილველი. ძალიან მარტივად, წელიწადში სამჯერ რომ აცხადებ ტენდერს გზის დახაზვაზე თეთრად, უნდა მიხვდე რომ ასეთი ტენდერები აღარ მუშაობს და უნდა გადაიხადო მეტი და გააკეთო უფრო ხარისხიანად და ხუთ წელიწადში ერთხელ გქონდეს დასახაზი. 

კორუფციის ფაქტები და წყაროები უნდა გამოვლინდეს და ყველამ იცოდეს, რომ ასე აღარ უნდა გაგრძელდეს. ძალიან მარტივად, სისულელეებში ფულის ხარჯვა უნდა შეწყვიტოს ქალაქმა და სწრაფ განვითარებაზე ფიქრი უნდა ჩაანაცვლონ გრძელვადიანი გეგმებით, რომელიც არ მოუტანს პიარს” - ამბობს არქიტექტორი ნანუკა ზაალიშვილი.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Актера Игоря Меркулова похоронят на Николо-Архангельском кладбище



Жизнь

Совместное заявление участников круглого стола, приуроченного ко «Дню защиты прав безвинно осужденных»




Українські новини

Монтаж димоходів та вентиляційних систем у Києві



Новости 24 часа

Владимир Путин, Дмитрий Медведев, Анатолий Голод: ПРИЗНАНИЕ НАТО НАДО ПРИМЕНЯТЬ!



Game News

Real Commando Shooting 3D 6.0



Москва

Ученый показал карту радоноопасности в Красноярске



News Every Day

Virtual Luck: Exploring Vavada Casino



Интернет

ТСД промышленного класса Saotron RT-Т510



Москва

Страны НАТО обсуждают приведение ядерного оружия в боевую готовность



Моргенштерн

Рэпер Моргенштерн заявил, что у него на счетах находится примерно 9 млн долларов



Москва

По детскому счету: истекшие срочные договоры беременным продлят до трехлетия ребенка



Андрей Рублёв

Теннисисты Рублев, Хачанов и Самсонова не сыграют на Олимпиаде-2024



Москва

Звезды оперной сцены представят I Международный фестиваль «Мир классического романса»!



Metallica

В Fortnite прибудет группа Metallica и новый режим



Симферополь

Футболисты ЮФУ одержали три победы в домашнем турнире



Москва

Триумфальное возвращение Льва Лещенко на сцену спустя месяцы затишья. Артист презентовал дуэт с солистом группы “Парк Горького” Сергеем АРУТЮНОВЫМ



Москва

Сергей Собянин. Главное за день



Москва

Триумфальное возвращение Льва Лещенко на сцену спустя месяцы затишья. Артист презентовал дуэт с солистом группы “Парк Горького” Сергеем АРУТЮНОВЫМ



Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Чувашия, Карелия и Удмуртия вошли в десятку лучших лесохозяйственных регионов





Путин в России и мире
Москва

Санкции США против Мосбиржи: почему война становится для Путина слишком дорогой


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко обратился к Рамафосе




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Трамп назвал Зеленского «величайшим торговцем» и пообещал разобраться с траншами Киеву


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Билли Айлиш

Подняли с Пола: юбилейный раритет Маккартни и блуждания Билли Айлиш



Москва

Традиционные ценности: утопия отечественного электромобиля

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net