კადიროვი „მკაცრი ზომების“ შემოღებით დაიმუქრა, თუ ჩეჩნეთში მოქალაქეები „სპუტინიკ V“- ით არ აიცრებიან
ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი აცხადებს, რომ თუ მოსახლოება „შეგნებულობას არ გამოავლენს“ და არ ჩაიტარებს COVID-19-ის საწინაღმდეგო აცრებს, მაშინ იგი იძულებულ გახდება „მკაცრი შეზღუდვის ზომებს“ მიმართოს. სოციალური ქსელის საშუალებით გავრცლებულ მიმართვაში, კადიროვი აღნიშნავს, რომ რესპუბლიკაში დღეისთვის „სპუტინიკ V“- ის ვაქცინით აცრილია 142 ათასზე ოდნავ მეტი ადამიანი, რაც მხოლოდ მეოთხედია რესპუბლიკის მოსახლეობის იმ ნაწილისა, რომელიც ვაქცინაციას ექვემდებარება.
რამზან კადიროვის თქმით, ჩეჩნეთში მოქმედებს 41 სპეციალიზებული პუნქტი, რომლებიც ყოველდღიურად დაახლოებით 5 ათას ადამიანს ღებულობენ.
სიტუაციის გამოსწორების მიზნით, ჩეჩნეთის ლიდერმა ოპერატიულ შტაბს და ქალაქებისა და რაიონების ხელმძღვანელებს მოსახლეობაში „განმარტებითი მუშაობის“ ჩატარება დაავალა.
უფრო ადრე, მაისის ბოლოს რამზან კადიროვმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის სათავრობო ოპერატიული შტაბის წევრებს დაავალა, რომ სამედიციო დახმარება ყველაზე ბოლოს აღმოეჩინათ იმ ადამიანებისათვის, ვინც ვაქცინაციაზე უარს იტყოდნენ. ხოლო ვაქცინაციის მომხრეთა და მოწინააღმდგეთა გამოვლენის მიზნით. კადიროვი კომისიის შექმის ინიციატივით გამოვიდა.