ვიქტორია ნულანდი: აშშ-ს სურს პროგნოზირებადი ურთიერთობები რუსეთთან, მაგრამ უკრაინას შემდგომშიც მტკიცედ დავუჭერთ მხარს
![ვიქტორია ნულანდი: აშშ-ს სურს პროგნოზირებადი ურთიერთობები რუსეთთან, მაგრამ უკრაინას შემდგომშიც მტკიცედ დავუჭერთ მხარს](https://gdb.rferl.org/B7A42508-0E5C-44CA-B5F5-78AB12EA84F2_w800_h450.jpg)
მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონი რუსეთთან სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობების დამყარებას ესწრაფვის, აშშ-ი შემდგომშიც განაგრძობს უკრაინის სუვერენტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა, განაცხადა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
„ჩვენი მხრივ ვაცხადებთ, რომ სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობები შესაძლებელია. მაგრამ იბადება კითხვა, არის თუ არა მზად რუსეთი ჩვენთან ასეთი ურთიერთობისთვის? თუ არა, მაშინ იქნება შედეგი და პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რეაგირებას მოახდებს. როგოც მან განაცხადა, ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი გამოუყენებელი პოტენციალი, რომელიც ჩვენი დაცვის შემთხვევაში გამოვიყენებთ. ამიტომ პრეზიდენტს სურდა ასეთი გულღია საუბარი“, - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანხმად, ვაშინგტონი მზად არის ასევე განიხილოს კიევის თხოვნა დონბასში მიმდინარე კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში აშშ-ის უფრო ღმარ ჩართულობის შესახებ. რაც შეეხება რუსეთის მიმართ სანქციებს, ვიქტორია ნულანდის თქმით, ისინი გაგრძელდება მანამ, სანამ კრემლი არ შეცვლის პოზიციას უკრაინის მიმართ.
აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების სამიტის შემდეგ 16 ივნისს გამოქვეყნდა განცხადება სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ. „ჩვენ ვადასტურებთ იმ პრინციპისადმი ერთგულებას, რომლის თანახმად, ბირთვულ ომში ვერავინ იქნება გამარჯვებული და ის არასოდეს არ უნდა გაჩაღდეს. ამ მიზნის მისაღწევად აშშ და რუსეთი უახლოეს ხანში აამოქმედებენ კომპლექსურ ორმხრივ დიალოგს სტრატეგიული სტაბილურობის საკითხებზე“, - ნათქვამია ამ დოკუმენტში, რომელიც კრემლის საიტზე გამოქვეყნდა ჟენევის შეხვედრის დასრულების შემდეგ.