აირის აფეთქებას ჩინეთში 12 ადამიანი ემსხვერპლა
![აირის აფეთქებას ჩინეთში 12 ადამიანი ემსხვერპლა](https://gdb.rferl.org/FED9B316-D06B-447D-AA48-A302E003F353_w800_h450.jpg)
ბუნებრივი აირის აფეთქებას ჩინეთის ცენტრალურ რეგიონში 12 ადამიანი შეეწირა და 39 სერიოზულად დაშავდა.
ჩინეთის სახელმწიფო მედიის თანახმად, 13 ივნისს აფეთქება მოხდა ჰუბეის პროვინციაში, ქალაქ შიანში, დასახლებულ არეალში გამავალ მილსადენზე.
საავადმყოფოში მოათავსეს აფეთქების შედეგად დაშავებული 150-მდე ადამიანი.
სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში, არაფერია ნათქვამი აფეთქების მიზეზზე.
გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, როგორ ეძებენ მაშველები ნანგრევებში მოყოლილებს.
ჩანს, აფეთქება ემსგავსება 2013 წელს მომხდარ ანალოგიურ ინციდენტს ჩინეთში, როცა 55 ადამიანი დაიღუპა ჰუანდაოში მიწისქვეშა მილსადენიდან აირის გაჟონვით გამოწვეული აფეთქების შედეგად.